მეოთხედფინალების დროც მოვიდა
30 მარტი, 2010
1458
print

დღეს ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. ლიონში, "სტად ჟერნალზე", წმინდა ფრანგულ დაპირისპირებაში "ოლიმპიკი" "ბორდოს" უმასპინძლებს.

მიუნხენში კი, "ალიანც არენაზე", ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი, "ბაიერნი" და "მანჩესტერი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ტურნირის ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება უმადური საქმეა და ჩვენც თავს შევიკავებთ. გეტყვით, რომ ფრანგულ დაპირისპირებაში ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით იქნება. რაც შეეხება მიუნხენში გასამართ მატჩს, ლუი ვან გალს შესაძლოა ჰოლანდიელი არიენ რობენი ვერ დაეხმაროს, ბასტიან შვაინშტაიგერი კი დისკავლიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ამ ორი ფეხბურთელის არყოფნა მიუნხენელთათვის სერიოზული დანაკლისია. "მანჩესტერს" ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ რიო ფერდინანდი უბრუნდება. მცირე ტრავმა მოიშუშა რუნიმაც და "ალიანც არენაზე" სერ ალექსი საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს.

"ჩვენი მეტოქე "ბორდო" არ არის. ჩვენ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვითამაშებთ და თუ ჩვენს თავს არ შევუქმნით პრობლემებს, ნახევარფინალშიც გავალთ. სამშაბათის მატჩში, სულ მცირე, ერთი გოლი მაინც უნდა გავიტანოთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ", - აცხადებს "ლიონის" მეკარე უგო ლორისი.

"კარგია, რომ პირველი თამაში სტუმრად გვაქვს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს შანსს ზრდის", - ამბობს "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი.

"უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. რაც შეეხება დანაკლისს, სეზონის ამ პერიოდს უდანაკარგოდ ვერც ერთი გუნდი ვერ შეხვდებოდა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "მანჩესტერი" დიდი გუნდია და, წესით, საინტერესო მატჩი უნდა ვნახოთ", - თქვა "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა.

"მიხარია, რომ სამშაბათს რუნი და ფერდინანდი თამაშს შეძლებენ. თუ წარმატებაზე ფიქრობ, ამ დონის მატჩში ყველა ფეხუბრთელი მწყობრში უნდა გყავდეს", - ამბობს სერ ალექს ფერგიუსონი.

 

 

სხვა სიახლეები
01 თებერვალი 18:55 ჩვენი გზა, ანუ რა ვუყოთ ლარს?
08 დეკემბერი, 2010 ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სერ­ვი­სის ფორ­მას ამარ­ტი­ვებს
30 ოქტომბერი, 2009 შემოსავალი და მოგება - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სისუსტე
27 ოქტომბერი, 2009 დოლარის ფარული ძალა
21 ოქტომბერი, 2009 საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე
11 სექტემბერი, 2009 აქციის ფასი ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა