აქციის ფასი ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა
11 სექტემბერი, 2009
1603
print

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განხორცილებული ტრანზაქციებით, სს. “სახალხო ბანკი” ლიდერობს. გასულ თვეში, საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემის ჯამურმა ბრუნვამ 530,447 ლარი შეადგინა, გასხვისდა 1,955,991 აქცია და დაიდო 208 გარიგება. ძირითადი ბრუნვა სს "საქართველოს სახალხო ბანკი"-ს აქციაზე დაფიქსირდა. ვაჭრობის დროს ფასმა მოიმატა და 2008 წლის ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა - 0,11 -0,15 ლარი თითო აქციაში.

ფასიანი ქაღლდების ბაზარზე გარესაბირჟო ვაჭრობა კვლავ მიმზიდველია. აღნიშნულ პერიოდში გარიგება 30 სახეობის აქციაზე განხორციელდა. საბროკერო კომპანია “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის ” ინფორმაცით, მთლინად დაფიქსირდა სხვადასხვა სახის 38 ტრანზაქცია (მათ შორის გირაო, გაცვლა, გაყიდვა, სატენდერო შეთავაზება და სხვა) და გაიყიდა 19,714,672 აქცია, ხოლო თანხობრივმა მაჩვენებელმა 994,308 ლარი შეადგინა. რაიმე არსებით გადანაწილებას ადგილი არ ჰქონია. ფულადი ბრუნვა სამი კომპანის აქციაზე განაწილდა, მათ შორის: სს "საქართველოს ბანკი" - 380,400 ლარი, გასხვისდა 41,524 აქცია, სს "საქართველოს სახალხო ბანკი" - 360,944 ლარი და სს "კაუკასუს ენერჯიენდ ინფრასტრაქჩა" - 248,011 ლარი.

აქციების ბრუნვის აბსოლუტური უმრავლესობა სს "საქართველოს სახალხო ბანკზე" მოვიდა - 19,258,036 ცალი, მაგრამ აქედან 12 აგვისტოს გარიგებაში 16,507,155 ცალი გასხვისდა და თითო აქცია ამ გარიგებაში 0,013 ლარად გაიყიდა, მაშინ როცა მიმდინარე ფასი 4 თეთრი იყო. სავარაუდო, აღნიშნული ტრანზაქცია დარჩენილი საკონტროლო პაკეტის ნაწილია (ბანკის 90% მეტი ზუსტად რომ 0.013 ლარში გასხვისდა თითო აქცია) ან ადგილი რაიმე სხვა სახის გარიგებას ჰქონდა. აქციის ფასის ზრდის მიუხედავად დანარჩენი აქციები 0,03 დან 0,12 ლარში გასხვისდა.

რაც შეეხება სავალუტო ბაზარს 22,000,000 დოლარი გასხვისდა. ლარის კურსი არ შეცვლილა და 1,686 ნიშნულზეა. დამატებით გამოშვებულა 25 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებები, შესაბამისად იზრდება შიდა ვალი, მაგრამ ჯამური დავალიანება მცირეა და საპროცენტო განაკვეთიც დაბალია. სავარაუდოდ, ლარის კურსის რყევა და შიდა ვალის ზრდა საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს.

სხვა სიახლეები
01 თებერვალი 18:55 ჩვენი გზა, ანუ რა ვუყოთ ლარს?
08 დეკემბერი, 2010 ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სერ­ვი­სის ფორ­მას ამარ­ტი­ვებს
30 მარტი, 2010 მეოთხედფინალების დროც მოვიდა
30 ოქტომბერი, 2009 შემოსავალი და მოგება - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სისუსტე
27 ოქტომბერი, 2009 დოლარის ფარული ძალა
21 ოქტომბერი, 2009 საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე