მილიონები და ტიტულები
06 ნოემბერი, 2009
1636
print

ბეისბოლის პროფესიული ლიგა, ანუ MLB ამერიკაში ერთადერთია, რომელშიც არ არსებობს სახელფასო ლიმიტი.

ანუ, თუ მაგარი სპონსორი გყავს, დახარჯავ იმდენს, რამდენსაც გინდა და თავისთავად, იყიდი ყველა იმ მოთამაშეს, რომელსაც სატრანსფერო თანხაზე მოელაპარაკები.

ყველაზე მდიდარი ფრენჩაიზი, ანუ გუნდი ყველა სახეობაში “ნიუ იორკ იანკისია”, რომელსაც 2007 წლიდან მოყოლებული, მარტო ხელფასების სახით 4 678 800 000 დოლარი აქვს დახარჯული.

ამერიკაში ამ გუნდს მეტსახელად Evil Empire, ანუ სიბოროტის იმპერია შეარქვეს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - სხვები მაქსიმუ 200 მილიონს თუ ხარჯავენ წლიური სახელფასო ფონდისთვის, “იანკისი” კი მინიმუმ ერთ მილიარდს “ისვრის” აქეთ იქით.

ჩვენთან ერთი თავდადებული მწვრთნელი, ბატონი ნუგზარ კაპანაძეა, რომელიც წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა საქართველოში ბეისბოლის პოპულარიზაციისთვის.

ძალიან მაგარი ნაკრებიც შეკრიბა, რომელიც იპოდრომზე მაშინ გადიოდა “ბალახზე”, როდესაც ცხენები სეირნობას რჩებოდნენ.

ჰოდა, ერთი ვაფრინოთ წერილი მისტერ ჯორჯ სტეინბრენერ-უმცროსთან, ანუ “იანკისის” მფლობელთან. მაგდენი ნაღდად არ დაგვჭირდება. გაცილებით ცოტათი ბევრად მეტს მივაღწევთ და შედეგიც გვექნება.

“იანკისმა” კი სუპერფინალის მეექვსე შეხვედრაში მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი “ფილადელფია ფილიზი” დაამარცხა, სერია 4:2 მოიგო და 2000 წლის მერე პირველად გახდა ჩემპიონი. სუპერფინალის უძვირფასესად (MVP) “იანკისის” იაპონელი აუტფილდერი ჰიდეკი მაცუი დაასახელეს, რომელმაც ბოლო მატჩში თავისიანებს 6 (!) ქულა მოატანინა. რა თქმა უნდა, ჩემპიონის თასი თავს ზემოთ “იანკისის” უცვლელმა კაპიტანმა, მერაია ქერის ყოფილმა საქმრომ, დერეკ ჯიტერმა აღმართა.

ფული, ბევრი ფული, უფრო მეტი ფული - “იანკისის” დევიზი სულ ეს იყო და დარჩება. პრემიის სახით სტეინბრენერმა გუნდს (27 მოთამაშე, 7 მწვრთნელი) 170 მილიონი დოლარი გადასცა. ცნობისათვის, ერთ-ერთი ფავორიტის, “ბოსტონ რედ სოქსის” წლიური ბიუჯეტი “სულ რაღაც” 235 მილიონი დოლარია.

ფულს ტიტულები მოაქვს, “იანკისისთვის” კი ეს 27-ე ტიტული იყო.


სხვა სიახლეები
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 მარტი, 2010 მეტი სტიმული მოძრავი ცხოვრებისათვის
21 ოქტომბერი, 2009 სასარგებლო სიკვდილი
16 ოქტომბერი, 2009 შსს სრული სვლით
13 ოქტომბერი, 2009 უბრალო დამთხვევა თუ…
23 სექტემბერი, 2009 ქართველები ვერ გვახარებენ
22 სექტემბერი, 2009 მორიგი წარუმატებელი დღე
09 სექტემბერი, 2009 ტრადიციული, თუმცა ახალი