ახა­ლი „ჰი­უნ­დაი სო­ნა­ტა"
28 მარტი, 2014
1088
print

„ჰი­უნ­და­იმ" თა­ვი­სი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის, სა­შუ­ა­ლო ზო­მის სე­დან „სო­ნა­ტას" მეშ­ვი­დე თა­ო­ბა გაგ­ვაც­ნო. რო­გორც ცო­ტა ხნით ად­რე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო ტი­ზე­რე­ბი­დან ჩან­და, ის ახა­ლი „ჯე­ნე­ზი­სის" სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და წი­ნა­მორ­ბედ­ზე გა­ცი­ლე­ბით მდიდ­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც გა­რე­დან, ასე­ვე შეგ­ნი­დან.

ჯერ ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რა­დი­ა­ტო­რის ცხა­უ­რის ახ­ლე­ბუ­რი ფორ­მა, „ჯე­ნე­ზის­მა" მხო­ლოდ ახალ „სო­ნა­ტას" გა­უ­ზი­ა­რა, თუ ეს კორ­პო­რა­ტი­ულ სტილ „თხი­ე­რი სკულ­პ­ტუ­რა 2-ის" აუცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია და მას სხვა მოდ­ლებ­ზეც ვი­ხი­ლავთ. ერ­თის თქმა კი შე­იძ­ლე­ბა, ის ავ­ტო­მო­ბილს სო­ლი­დურ იერს ანი­ჭებს.

გარ­და დი­ზა­ი­ნი­სა, ახალ „სო­ნა­ტას" კონ­ს­ტ­რუქ­ცია და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც შეც­ვ­ლი­ლი აქვს. ის წი­ნა­მორ­ბედ­ზე ოდ­ნავ გრძე­ლი, გა­ნი­ე­რი და მა­ღა­ლია გა­ი­ზარ­და ბა­ზა და სა­ბარ­გუ­ლი. კერ­ძოდ, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ბა­რი­ტე­ბია: სიგ­რ­ძე 4 855 მი­ლი­მეტ­რი, სი­გა­ნე 1865 მი­ლი­მეტ­რი, სი­მაღ­ლე 1475 მი­ლი­მეტ­რი. ბორ­ბ­ლებს შო­რის ბა­ზა 2805 მი­ლი­მეტ­რია, სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბა კი - 462 ლიტ­რი. გაზ­რ­დი­ლია სა­ლო­ნის მო­ცუ­ლო­ბა. ამას­თან, მტკი­ცე ფო­ლა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის წყა­ლო­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის კონ­ს­ტ­რუქ­ცია გრეხ­ვა­ზე და ღუნ­ვა­ზე გაზ­რ­დი­ლი (შე­სა­ბა­მი­სად, 41 და 35 პრო­ცენ­ტით) მე­დე­გო­ბით გა­მო­ო­ირ­ჩე­ვა. ეს კი ახალ „სო­ნა­ტას" სპორ­ტულ ხა­სი­ათს ანი­ჭებს, „ჰი­უნ­და­ის" სიტყ­ვე­ბით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია „დი­ნა­მი­კუ­რი მარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა".

ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის სის­ტე­მებ­ში, უახ­ლე­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა აქ­ტი­უ­რი კრუ­იზ კონ­ტ­რო­ლი, რო­მე­ლიც ავა­რი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ინ­ტენ­სი­ურ და­მუხ­რუ­ჭე­ბა­საც ახერ­ხებს. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია მულ­ტი­მე­დი­უ­რი სის­ტე­მა 8.0-დუ­ი­მი­ა­ნი ეკ­რა­ნით, რო­მე­ლიც უფ­რო ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვია, რა­შიც „ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი" კლა­ვი­შე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ. სა­ლონ­ში კომ­ფორ­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად, მი­სი აკუს­ტი­კუ­რი იზო­ლა­ცი­აც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

ახა­ლი „სო­ნა­ტა" ჯერ მხო­ლოდ კო­რე­ე­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ს­დ­გა და ბუ­ნებ­რი­ვია, ის ჯერ სა­ში­ნაო ბაზ­რის სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბი­თაა. იქ მყიდ­ველს სამ ძრავს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ესე­ნია: 2.0-ლიტ­რი­ა­ნი CVVL 168 ცხე­ნის ძა­ლით, 2.0-ლიტ­რი­ა­ნი LPi 151 ცხე­ნის ძა­ლით და 2.4-ლიტ­რი­ა­ნი Gdi 193 ცხე­ნის ძა­ლით. ძრავ­თან წყვილ­ში 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი და 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი კო­ლო­ფე­ბი იმუ­შა­ვებს.

ახა­ლი „სო­ნა­ტას" მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა აპ­რილ­ში, ნუ იორ­კის მო­ტორ შო­უ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, შემ­დეგ კი მას პე­კი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო შო­უ­ზეც ვი­ხი­ლავთ. „ჰი­უნ­დაი" იმე­დოვ­ნებს, რომ ში­ნა­ურ ბა­ზარ­ზე წელს 63 000 ცა­ლი ახა­ლი „სო­ნა­ტას" გა­ყიდ­ვას შეძ­ლებს, უცხო­ე­თის ბაზ­რებ­ზე კი 165 000 ცა­ლი გა­ი­ყი­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი გა­ყიდ­ვე­ბი 338 000 ერ­თე­უ­ლამ­დე გა­იზ­რ­დე­ბა.

lika andiashvili