რა­ტომ ამ­ბობს „ლამ­ბორ­გი­ნი" უარს ჰიბ­რი­დულ სუ­პერ­ქარ­ზე
28 მარტი, 2014
1192
print

გა­სულ წელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­ყა­როს სა­მი ახა­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ევ­ლი­ნა და სა­მი­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვი­ლი. ამას­თან, „ფე­რა­რი ლა­ფე­რა­რის", „მაკ­ლა­რენ P1-ს" და „პორ­შე 918 სპა­ი­დერს" თით­ქ­მის ერ­თ­ნა­ი­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს. თით­ქოს მა­თი მწარ­მო­ებ­ლე­ბი ამა­ზე წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. მაგ­რამ ამ ტრენ­დის გა­ყო­ლას არ აპი­რებს „ლამ­ბორ­გი­ნი", რო­მე­ლიც ჰიბ­რი­დი­ზა­ცი­ას მკაც­რად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და თუ რა­ტომ, ეს კომ­პა­ნი­ის მთა­ვარ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა შტე­ფან ვინ­კელ­მან­მა ჟე­ნე­ვის მო­ტორ შო­უ­ზე გან­მარ­ტა.

იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ის შე­ფი ჰიბ­რი­დულ აგ­რე­გა­ტებს არამ­დ­გ­რადს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ სა­მი­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, მარ­თა­ლია სიმ­ძ­ლავ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ არა­სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია, რად­გან ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტი ღირს. „ბა­ზარს არ შე­უძ­ლია ამ­დე­ნი მი­ლი­ონ ევ­რო­ი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­ღე­ბა. ეს მე­ტის­მე­ტია თუნ­დაც შე­დევ­რე­ბის­თ­ვის. მე მაქვს ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლე­ბა და ვი­ცი, რა­საც ვამ­ბობ. თუნ­დაც ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი იყოს, მათს დამ­კ­ვიდ­რე­ბას უფ­რო მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა".

ვინ­კელ­მა­ნი დას­ძენს, რომ ელე­მენ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია მხო­ლოდ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით იძ­ლე­ვა მა­ღა­ლი დი­ნა­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას. და ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა ისეთ კომ­პ­რო­მი­სებს მო­ითხოვს, რომ­ლებ­ზე წას­ვ­ლა­საც „ლამ­ბორ­გი­ნი" არ ისურ­ვებ­და. „ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ მძი­მე ელე­მენ­ტე­ბი, რაც ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში არა­სა­სურ­ვე­ლია, ან ავ­ტო­მო­ბი­ლის ფა­სი მე­ტის­მე­ტად გა­იზ­რ­დე­ბა, რაც ასე­ვე არ შე­დის ჩვენს გეგ­მებ­ში".

ვინ­კელ­მა­ნი ასე­ვე ამ­ბობს, რომ „ფოლ­კ­ს­ვა­გე­ნის" ჯგუფ­ში მი­სი კომ­პა­ნი­ის ყოფ­ნა, მის­თ­ვის შე­უზღუ­დავ ტექ­ნი­კურ რე­სურსს ხდის ხელ­მი­საწ­ვ­დომს. ამას­თან, იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით „ლამ­ბორ­გი­ნი" ად­ვი­ლად შეძ­ლებს ისე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას, რომ­ლი­თაც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად იამა­ყებს. სხვა­თა შო­რის, იმა­ვე გერ­მა­ნულ ოჯახ­ში შე­მა­ვა­ლი „ბენ­ტ­ლი" მა­ლე თა­ვის ყვე­ლა მო­დე­ლის ჰიბ­რი­დულ ვერ­სი­ას გა­მო­უშ­ვებს. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ ოჯახ­ში ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, „ლამ­ბო" და „ბენ­ტ­ლი" სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწარ­მო­ე­ბენ. აქ ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ იმა­ვე ჯგუფ­ში „პორ­შე" და „აუდიც" შე­დის, რომ­ლებ­საც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მა აქვთ და­ნერ­გი­ლი.

სხვა­თა შო­რის, „ლამ­ბორ­გი­ნიმ" რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ, ტექ­ნი­კუ­რი მა­ნი­ფეს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მუ­ლია, რომ თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, აქ­ცენტს წო­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თებს. ამის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ, „სეს­ტო ელე­მენ­ტო" გა­მოდ­გე­ბა, რო­მე­ლიც ერთ ტო­ნა­ზე ნაკ­ლებს იწო­ნის. „ლამ­ბომ" ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან შეზღუ­დუ­ლი ტი­რა­ჟით და­ამ­ზა­და. დღეს კი გვახ­სე­ნებს, რომ ამა­ვე გზით გა­აგ­რ­ძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას.

რა თქმა უნ­და, სანტ’აგა­ტა ბო­ლო­ნე­ზე­ლე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აგ­რე­გა­ტებ­ზეც ფიქ­რო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ტურ­ბო ძრა­ვებ­ზე, ჰიბ­რი­დებ­ზე, პლაგ-ინ ჰიბ­რიდ­ბ­სა და ელექ­ტ­რულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეც კი. თუმ­ცა, „ფე­რა­რის­გან" გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მის გარ­და, ტურ­ბო ძრა­ვებ­ზეც გა­და­დის (მა­გა­ლი­თად, კა­ლი­ფორ­ნია T), „ლამ­ბო" ისევ ატ­მოს­ფე­რუ­ლი აგ­რე­გა­ტე­ბი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს. და ვინ­კელ­მა­ნი ამ­ბობს, რომ ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ბა­ზა­რი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა...

lika andiashvili