„ფე­რა­რი" ეს­პა­ნეთ­ში თე­მა­ტურ პარკს ააშე­ნებს
04 აპრილი, 2014
1101
print

აბუ და­ბის შემ­დეგ, „ფე­რა­რი" თა­ვის თე­მა­ტურ პარკს ევ­რო­პა­შიც ააშე­ნებს. სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა იტა­ლი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­საც ფორ­მუ­ლა ერ­თ­ში ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი გუნ­დი ჰყავს, პარ­კის ასა­შე­ნებ­ლად, ად­გი­ლი ბარ­სე­ლო­ნას გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე პორტ ავენ­ტუ­რას მახ­ლობ­ლად შე­არ­ჩია. პარ­კის სა­ხე­ლი იქ­ნ­ბა „ფე­რა­რი ლენდ" და ის 2016 წელს ამოქ­მედ­დე­ბა.

ახა­ლი პარ­კი და­ახ­ლო­ე­ბით 75 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თობს და­ი­კა­ვებს და მა­ინც, აბუ და­ბის პარ­კ­ზე თით­ქ­მის სამ­ჯერ პა­ტა­რა იქ­ნე­ბა. ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი გვპირ­დე­ბა, რომ „ფე­რა­რი პარ­კ­ში" სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი იმუ­შა­ვებს, რო­მელ­თა შო­რი­საც იქ­ნე­ბა „ვერ­ტი­კა­ლუ­რი ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი" - ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მსგავ­სი ტი­პის ატ­რაქ­ცი­ო­ნი. პარ­კი ყვე­ლა ასა­კის ენ­თუ­ზი­ას­ტებს მი­ი­ზი­დავს.

პარ­კის შიგ­ნით აშენ­დე­ბა ლუქ­სის კლა­სის ხუთ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო 250 ნომ­რით, რეს­ტორ­ნე­ბით, ბა­რე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა­ზე მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას უდა­ოდ სარ­ბო­ლო სი­მუ­ლა­ტო­რი მო­ი­პო­ვებს. „ფე­რა­რი" იმე­დოვ­ნებს, რომ მი­სი პარ­კი წლი­უ­რად 4 მი­ლი­ონ ვი­ზი­ტორს მი­ი­ღებს. „ფე­რა­რი ლენ­დის" ასა­შე­ნებ­ლად, იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია 100 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

„აბუ და­ბის „ფე­რა­რი უორ­ლ­დის" წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი თხოვ­ნა მი­ვი­ღეთ, ახა­ლი თე­მა­ტუ­რი პარ­კე­ბი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გან­ვი­ხი­ლეთ და სა­ბო­ლო­ოდ, „ინ­ვეს ინ­დას­ტ­რი­ა­ლის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ავარ­ჩი­ეთ, რად­გან მა­თი გეგ­მა ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რია და თა­ნაც, ის ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ად­გი­ნეს. გარ­და ამი­სა, პორტ ავენ­ტუ­რა ტუ­რის­ტე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი იყო", - ამ­ბობს „ფე­რა­რის" მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ან­დ­რეა პე­რო­ნე.

ის ასე­ვე დას­ძენს, რომ „ფე­რა­რი" სხვა თე­მა­ტუ­რი პარ­კე­ბის აშე­ნე­ბა­საც აპი­რებს, ოღონდ მათ­თ­ვის ად­გილს ევ­რო­პის გა­რეთ შე­არ­ჩე­ვენ.

 

lika andiashvili
ტეგები