„მუს­ტანგ კაბ­რი­ო­ლე­ტი" ამე­რი­კას ემ­პა­ი­ე­რი­დან გად­მო­ხე­დავს
04 აპრილი, 2014
1193
print

ერთ თვე­ში „ფორ­დი" მო­დელ „მუს­ტან­გის" გა­მოშ­ვე­ბი­დან 50 წლის იუბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უახ­ლე­სი „მუს­ტან­გის" ვერ­სია კაბ­რი­ო­ლეტს ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გის 86-ე სარ­თულ­ზე აიყ­ვანს და იქ არ­სე­ბუ­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან და­ა­ნა­ხებს ამე­რი­კას. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც 50 წლის წი­ნათ, ცის­ფერ­მა ოვალ­მა ამე­რი­კას პირ­ვე­ლად უჩ­ვე­ნა „მუს­ტანგ" კაბ­რი­ო­ლე­ტი.

იმი­სათ­ვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მოხ­ვ­დეს, მას სექ­ცი­ე­ბად დაშ­ლი­ან - სხვა­ნა­ი­რად ის ლიფ­ტ­ში ვერ შე­ე­ტე­ვა. ამას­თან, 400-მეტ­რი­ა­ნი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის წვე­ტი­ა­ნი კენ­წე­როს და ვიწ­რო სათ­ვალ­თ­ვა­ლო ბა­ქა­ნის გა­მო, მან­ქა­ნის ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნით ატა­ნაც სა­ხი­ფა­თოა და ამის უფ­ლე­ბას ნიუ იორ­კ­ში არა­ვინ და არა­ვის მის­ცემს. არც ისე­თი ვიწ­რო ამ­წე ან­ძა მო­ი­პო­ვე­ბა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის 86-ე სარ­თულ­ზე ატა­ნას შეძ­ლებს. მოკ­ლედ, „ფორ­დის" მე­ქა­ნი­კოს­თა სპე­ცი­ა­ლურ ჯგუფს გვა­რი­ა­ნად გარ­ჯა მო­უ­წევს.

„ნიუ იორ­კი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი უდი­დე­სი ქა­ლა­ქია და ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც „ფორდ მუს­ტან­გის" ის­ტო­რია 50 წლის წი­ნათ და­იწყო. ჩვენ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ იმით, რომ მან­ჰე­ტე­ნის ცენ­ტ­რ­ში, ცა­თამ­ბ­ჯენ­თა შო­რის არ­სე­ბულ ამ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგლს, ჩვე­ნი უახ­ლე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით ვეწ­ვე­ვით, რო­მე­ლიც „ფორდ მო­ტორ კომ­პა­ნის" სულს წარ­მო­ად­გენს", - ამ­ბობს „ფორ­დის" მთა­ვა­რი მმარ­თ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი მარკ ფილ­დ­სი.

უნ­და ით­ქ­ვას, რომ ახა­ლი „მუს­ტან­გი" პირ­ვე­ლი თა­ო­ბი­სა­ზე 177 მი­ლი­მეტ­რით გრძე­ლი და 101.6 მი­ლი­მეტ­რით გა­ნი­ე­რია. ეს კი ემ­პა­ი­ე­რის სათ­ვალ­თ­ვა­ლო ბა­ქან­ზე მის გან­ლა­გე­ბას არ­თუ­ლებს. ამი­ტომ, გუნ­დის წევ­რებ­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს იმი­სათ­ვის, რომ ბა­ქან­ზე შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი შე­ერ­ჩი­ათ. სხვა­თა შო­რის, მე­ქა­ნი­კო­სებს მხო­ლოდ ექ­ვ­სი სა­ა­თი ექ­ნე­ბათ იმი­სათ­ვის, რომ სექ­ცი­ე­ბად დაშ­ლი­ლი მან­ქა­ნა ააწყონ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ავ­ტო­მო­ბი­ლი ორი დღით დარ­ჩე­ბა ემ­პა­ი­ე­რის 86-ე სარ­თულ­ზე. ვი­ზი­ტო­რებს მი­სი ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, 16-17 აპ­რილს, 54 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ.

lika andiashvili