შემ­დე­გი თა­ო­ბის „დის­ქა­ვე­რი" „სა­თავ­გა­და­სავ­ლო სტილ­ში"
07 ნოემბერი, 2014
885
print

უახ­ლე­სი „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ, „ლენდ რო­ვე­რის" დი­ზა­ი­ნის დი­რექ­ტორ­მა ჯე­რი მაკ­გო­ვერ­ნ­მა ჟურ­ნალ „ავ­ტო­ქარ­თან" სა­უბ­რი­სას, Discovery 4-ის შემ­ც­ვ­ლელ­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­მაც „დის­ქა­ვე­რის" ოჯახ­ში უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი უნ­და და­ი­კა­ვოს. მან ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ახალ „დის­ქა­ვე­რის" სტილს, „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტ­ზე" მე­ტად გა­მოკ­ვე­თი­ლი „სა­თავ­გა­და­სავ­ლო" ხა­სი­ა­თი და ფარ­თო ინ­ტე­რი­ე­რი ექ­ნე­ბა. მი­სი გა­მოშ­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო დროდ კი 2016 წე­ლი და­ა­სა­ხე­ლა.

მაკ­გო­ვერ­ნ­მა ასე­ვე გა­ნაცხა­და, რომ და­გეგ­მი­ლია „რე­ინჯ რო­ვე­რის" ოჯა­ხის გა­ფარ­თო­ე­ბა. მან ახა­ლი „რე­ინჯ რო­ვე­რე­ბი" ახ­სე­ნა, რომ­ლებ­საც „ევო­უკ­ზე" უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა ექ­ნე­ბა. მათ­გან ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფან­ტას­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის დი­ზა­ი­ნის შე­ფი, ვინც ჯერ არ აზუს­ტებს ამ მო­დე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის დაწყე­ბის დროს. მან თქვა, რომ ერ­თი მო­დე­ლი „ევო­უკ­სა" და „რე­ინჯ რო­ვერ სპორტს" შო­რის ად­გილს და­ი­კა­ვებს. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის სი­ფარ­თო­ვით და „დის­ქა­ვე­რის" მო­დე­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბით და იმავ­დ­რო­უ­ლად, „რე­ინჯ რო­ვე­რის­თ­ვის" და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მდიდ­რუ­ლო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­ვის დრო­ზე, „ლენდ რო­ვერ­მა" მო­დე­ლი „დის­ქა­ვე­რი" გა­მო­უშ­ვა (1989 წელს), რო­გორც „რე­ინჯ რო­ვე­რის" ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ვერ­სია. ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, ბრი­ტა­ნულ ბა­ზარ­ზე იაპო­ნუ­რი უგ­ზო­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­ს­პან­სი­ის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა. უფ­რო მე­ტიც, ახალ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ისე სწრა­ფად მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა, რომ ის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი გახ­და „ბე­ემ­ვეს" მი­ერ „რო­ვე­რის" ჯგუ­ფის და მას­თან ერ­თად, „ლენდ რო­ვე­რის" შეს­ყიდ­ვი­სა (1994 წელს). სხვა­თა შო­რის, ბა­ვა­რი­ე­ლე­ბის ხელ­ში, „ლენდ რო­ვე­რის" გა­მას „ფრი­ლენ­დე­რი" შე­ე­მა­ტა.

მე­რე კომ­პა­ნია „ფორ­დის" ხელ­ში გა­და­ვი­და (2004 წელს) და ყვე­ლა­ზე მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას „დის­ქა­ვე­რიმ" (მე­სა­მე თა­ო­ბი­სა 2005 წელს გა­მო­ვი­და) სწო­რედ ცის­ფე­რი ოვა­ლის ხელ­ში მი­აღ­წია, რა­შიც მძი­მე, მაგ­რამ მტკი­ცე შა­სიმ (T5) შე­უწყო ხე­ლი. თუმ­ცა, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლიც მეტ­წი­ლად ბა­ვა­რი­ელ­თა ხელ­ში ყოფ­ნი­სას შე­ი­მუ­შა­ვეს. მაგ­რამ ამ ავ­ტო­მო­ბილს საკ­მა­ოდ უხე­ში გა­რეგ­ნო­ბა და ინ­ტე­რი­ე­რი ჰქონ­და. ამის გა­მო, სუს­ტი სქე­სის მყიდ­ველ­მა მას ზურ­გი აქ­ცია. სი­ტუ­ა­ცია ნა­წი­ლობ­რივ მე­ოთხე თა­ო­ბის „დის­ქა­ვე­რიმ" გა­მო­ას­წო­რა, რო­მელ­საც ექ­ს­ტე­რი­ე­რი „და­ურ­ბი­ლეს" და სა­ლონ­ში კი „რე­ინჯ რო­ვე­რის" შე­სა­ფე­რი­სი მდიდ­რუ­ლი გა­რე­მო შექ­მ­ნეს. მაგ­რამ ყვე­ლა ღირ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ტო­მო­ბი­ლი გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე მა­ინც ვერ გა­და­იქ­ცა დო­მი­ნანტ ძა­ლად. მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­შიც კი, ის გა­ყიდ­ვე­ბით ვერ სჯობ­და „ბე­ემ­ვე X5-ს", თუმ­ცა ეს ნა­წი­ლობ­რივ იმის ბრა­ლი­ცაა, რომ რო­ცა ბა­ზარ­ზე ახა­ლი X5 გა­მო­ვი­და, „დის­ქა­ვე­რი" დაძ­ველ­და.

მოკ­ლედ, ახ­ლა სიტყ­ვა ახალ „აღ­მო­ჩე­ნა­ზეა"...

lika andiashvili