"კა­ხე­თის მეღ­ვი­ნე­თა გილ­დი­ის" პირ­ვე­ლი დი­დი ნა­ბი­ჯე­ბი
14 ნოემბერი, 2014
848
print

ნა­ნა კო­ბა­­ძე

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, 2014 წლის გა­ზაფხულ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ ღვი­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი­დევ ერ­თი შე­ე­მა­ტა. "კა­ხე­თის მეღ­ვი­ნე­თა გილ­დი­ამ," რო­მე­ლიც ღვი­ნო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ა­ფუძ­ნეს, ბი­ნა რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ ქა­ლაქ­ში, თე­ლავ­ში და­ი­დო. გილ­დი­ა­ში ხუ­თი კომ­პა­ნიაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი: "თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რა­ნი," "თე­ლი­ა­ნი ვე­ლი," "კა­ხუ­რი," "ვი­ნი­ვე­რია" და კორ­პო­რა­ცია "ქინ­ძ­მა­რა­უ­ლი." ორ­გა­ნი­ზა­ცია არა­კო­მერ­ცი­უ­ლია და რა უც­ნა­უ­რა­დაც უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, ალ­ტ­რუ­ის­ტუ­ლი იდე­ე­ბით არის შეპყ­რო­ბი­ლი, რაც თა­ვის მხრივ, კე­თილ­შო­ბი­ლურ მი­ზანს - ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

გზა ნა­პა­დან თე­ლა­ვამ­დე

ეს ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ და­იწყო, რო­დე­საც "თე­ლა­ვის ღვი­ნის მარ­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ზუ­რაბ რა­მა­ზაშ­ვილ­მა და კომ­პა­ნია "კა­ხუ­რის" მფლო­ბელ­მა, ზუ­რაბ გო­ლე­თი­ან­მა ამე­რი­კა­ში, ნა­პას შტატ­ში ყოფ­ნი­სას Napa Valley Welcome Center ნა­ხეს. ეს პა­ტა­რა, კოხ­ტა ოფი­სი აქ ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კ­ვე­სია. ნე­ბის­მი­ერ ტუ­რისტს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი "ღვი­ნის გზის" პე­რი­პე­ტი­ებ­ში გარ­კ­ვე­ვა და სა­სურ­ვე­ლი მარ­შ­რუ­ტის შერ­ჩე­ვა, ასე­ვე ღვი­ნი­სა და სა­რეს­ტორ­ნო კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურს, Napa Valley Welcome Center-ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა ელო­დე­ბა. ამ ცენ­ტ­რით მო­ხიბ­ლულ ქარ­თ­ველ მეღ­ვი­ნე­ებს სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ, მსგავ­სი რამ სამ­შობ­ლო­შიც გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, თუმ­ცა ოც­ნე­ბი­დან რე­ა­ლო­ბამ­დე გზა არ­ც­თუ იოლი აღ­მოჩ­ნ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ღვი­ნის ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ას შე­ას­რუ­ლებ­და და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც გას­წევ­და, ერ­თი იდე­ით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს სა­ჭი­რო­ებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ძებ­ნა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. შე­იკ­რა გუნ­დი, რო­მელ­მაც ეს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მი­სია სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო.

"გილ­დი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ხუ­თი­ვე კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა მეღ­ვი­ნე­ე­ბი ვართ. ღვი­ნო­საც თა­ვად ვამ­ზა­დებთ, მარ­კე­ტინ­გ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და ღვი­ნის ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვი­მუ­შა­ვია. ამ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სირ­თუ­ლე სა­კუ­თარ თავ­ზე გვაქვს გა­მოც­დი­ლი. ერთ ენა­ზე ვსა­უბ­რობთ და მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი არ გვა­მოძ­რა­ვებს, ამი­ტომ ძა­ლი­ან გვი­ად­ვილ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა" - ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ზუ­რაბ გო­ლე­თი­ა­ნი. თა­ვად ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ამ საქ­მე­ში წლე­ბის წინ ჩა­ერ­თო, რო­დე­საც სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ წი­ნან­დ­ლის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში ეს პრეს­ტი­ჟუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ჩა­მოჰ­ყავ­დათ, ასე რომ, ვი­ზი­ტორ­თა მი­ღე­ბა-გა­ცი­ლე­ბა მის­თ­ვის უცხო არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ღვი­ნის ტუ­რიზ­მის შე­სა­ხებ მა­შინ ბევ­რი არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ეს თე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი 2000 წლის შემ­დეგ გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თით­ქ­მის ყვე­ლა კომ­პა­ნია მუ­შა­ობ­და, არ არ­სე­ბობ­და ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა, სა­დაც სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ძი­ებ­დი. გილ­დი­ამ პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ამა­ზე იზ­რუ­ნა - შე­იქ­მ­ნა ღვი­ნის ტუ­რიზ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, რი­თაც ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ვა­კუ­უ­მი ერ­თ­გ­ვა­რად ამო­ივ­სო. დღეს­დღე­ო­ბით კა­ხეთ­ში ჩა­მო­სულ სტუ­მარს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი ელის - არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შ­რუ­ტი, რაც მოკ­ლე დრო­ში რე­გი­ო­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა საქ­მე­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც ჩარ­თეს, რო­მელ­თაც სტუმ­რე­ბი კი ჩა­მოჰ­ყავთ, მაგ­რამ ღვი­ნის სექ­ტორ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ­ნი არ არი­ან, არც კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კას იც­ნო­ბენ. "კა­ხე­თის მეღ­ვი­ნე­თა გილ­დია" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ვა­ი­დე­რის ფუნ­ქ­ცი­ას შე­ას­რუ­ლებს. მი­სი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. 100-ზე მე­ტი ტუ­რი უკ­ვე მო­აწყ­ვეს და იმე­დოვ­ნე­ბენ, ეს ციფ­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­იზ­რ­დე­ბა.

 კა­ხე­თი - სა­ქარ­­ვე­ლოს ბორ­დო

ტუ­რიზ­მი ტუ­რიზ­მად, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­სია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც გილ­დია ისა­ხავს მიზ­ნად, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ამ სფე­რო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბაა. ისი­ნი კა­ხე­თის, რო­გორც ღვი­ნის წამ­ყ­ვა­ნი რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც აპი­რე­ბენ. "საფ­რან­გეთს თუ შე­ვა­და­რებთ, კა­ხე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბორ­დოა, შე­იძ­ლე­ბა ბურ­გუნ­დი­აც და­ვარ­ქ­ვათ. სწო­რედ ეს უნ­და გა­ვა­გე­ბი­ნოთ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს" - ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზუ­რაბ რა­მა­ზაშ­ვი­ლი. E

გილ­დი­ამ ბი­ნა თე­ლა­ვის ცენ­ტ­რ­ში, ერთ-ერთ ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში და­ი­დო. XIX სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბის სარ­დაფ­ში ძვე­ლი მა­რა­ნია გან­ლა­გე­ბუ­ლი. სა­მო­მავ­ლოდ მის აღ­დ­გე­ნას და სა­დე­გუს­ტა­ციო დარ­ბა­ზის მოწყო­ბას აპი­რე­ბენ. ამ­ჟა­მად ცენ­ტ­რ­ში ღვი­ნის გა­სინ­ჯ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გან პა­ტა­რა სივ­რ­ცე უჭი­რავთ, მა­რა­ნი კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ღვი­ნის დის­პენ­სე­რის დად­გ­მა­საც გეგ­მა­ვენ, ასე რომ, ყვე­ლა, ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, გილ­დი­ის ოფის­ში მი­ნი­მა­ლურ ფა­სად სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის ღვი­ნო­თა და­ჭაშ­ნი­კე­ბას შეძ­ლებს. ამ ეტაპ­ზე მომ­ხ­მა­რე­ბელს სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის ღვი­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია. წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც გილ­დი­ის წევ­რი, ასე­ვე სხვა კომ­პა­ნი­ა­თა ღვი­ნო­ე­ბი. მყიდ­ველ­თა უმე­ტე­სო­ბა უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტია, თუმ­ცა ში­გა­და­შიგ ქარ­თ­ვე­ლე­ბიც გა­ა­ყო­ლე­ბენ ხელს - ძი­რი­თა­დად სა­ჩუქ­რად, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ბოთ­ლის ღვი­ნო არ "ემე­ტე­ბათ." სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თე­ბიც გა­მო­ე­რე­ვი­ან ხოლ­მე, ვი­საც ბოთ­ლის ღვი­ნის გა­სინ­ჯ­ვა გა­ნათ­ლე­ბის არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის­თ­ვის სურს, თუმ­ცა მა­თი რიცხ­ვი მცი­რეა. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას გილ­დია. ზუ­რაბ გო­ლე­თი­ა­ნი: "გვინ­და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­ში ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბა ავა­მაღ­ლოთ. ამი­სათ­ვის კვი­რა­ში ერ­თხელ 2-სა­ა­თი­ან ლექ­ცი­ას გავ­მარ­თავთ, რო­მელ­საც 10-15 ახალ­გაზ­რ­და და­ეს­წ­რე­ბა. შე­ვეც­დე­ბით ამ სფე­როს ანა-ბა­ნა ვას­წავ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, რა არის მშრა­ლი ღვი­ნო, რას წარ­მო­ად­გენს ად­გილ­წარ­მო­შო­ბა, მიკ­რო­ზო­ნა, ვა­ზის ჯი­შე­ბი და ა.შ. კურ­სი ერ­თ­თ­ვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ამ დრო­ში 10 ბავ­შ­ვიც რომ გა­ვა­ნათ­ლოთ, წლის ბო­ლოს რა­ღაც შე­დე­გი გვექ­ნე­ბა." პრო­ექ­ტი თე­ლა­ველ ახალ­გაზ­რ­დებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, სრუ­ლი­ად უფა­სოა და კო­მერ­ცი­ულ მო­გე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, ისე­ვე, რო­გორც ზო­გა­დად გილ­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა. "ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­გე­ბის წყა­რო არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის არ არის. ეს იდე­ის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჩუ­ქა­რია მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ალ­ტ­რუ­ის­ტე­ბი ვართ" - ამ­ბობს ზუ­რაბ რა­მა­ზაშ­ვი­ლი. ხუ­თი­ვე კომ­პა­ნია ოფი­სი­სა და მი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის შე­სა­ნა­ხად სა­წევ­როს იხ­დის, ის თან­ხა კი, რო­მე­ლიც ცენტრს ღვი­ნის გა­ყიდ­ვე­ბი­დან შეს­დის, მის­სა­ვე გან­ვი­თა­რე­ბას ხმარ­დე­ბა.

 თე­ლა­ვი­ნო 2014

მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში თე­ლავ­ში ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის იდეა წარ­მო­იშ­ვა, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მსგავ­სი რამ ქა­ლაქს არ ახ­სოვს. ღვი­ნო ძი­რი­თა­დად მწვად­თან და ზურ­ნა-დუ­დუკ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში იყო ხოლ­მე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, აქ კი სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ერთ სივ­რ­ცე­ში თავ­მოყ­რი­ლი სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თ­ვე­ლი მწარ­მო­ებ­ლის სას­მე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ჭი­ქით და­ე­ჭაშ­ნი­კე­ბი­ნათ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნუ­ლი ფირ­მის, Spigelau-ს ჭი­ქე­ბი შე­ი­ძი­ნეს და ბი­ლეთ­თან ერ­თად სიმ­ბო­ლურ ფა­სად შეს­თა­ვა­ზეს სტუმ­რებს. ჭი­ქა ფეს­ტი­ვა­ლი­სა და გილ­დი­ის ლო­გო­თი იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი და სა­კი­დი მოჰ­ყ­ვე­ბო­და. "თე­ლა­ვი­ნო" 12 სა­ათ­ზე და­იწყო და 5 სა­ა­თამ­დე გაგ­რ­ძელ­და. თე­ლა­ვის თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში 21 წამ­ყ­ვა­ნი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის ღვი­ნო­ე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­თაც დე­გუს­ტა­ცი­ას­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი კო­ლექ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ვ­ლაც ელო­დათ. იყო ბევ­რი ღვი­ნო, მუ­სი­კა და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, დღე­სას­წა­უ­ლი შედ­გა. ზუ­რაბ რა­მა­ზაშ­ვი­ლი: "სა­მო­მავ­ლოდ გვინ­და ფეს­ტი­ვალ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი კომ­პა­ნია ჩა­ერ­თოს. ჩვე­ნი სლო­გა­ნიც ასე­თია - "და­ა­გე­მოვ­ნე, რომ შე­იც­ნო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა!" წლე­ვან­დე­ლი "თე­ლა­ვი­ნო" ამ კონ­ცეფ­ცი­ით წა­რი­მარ­თა და მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. გვინ­და ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბის კულ­ტუ­რა და­ვამ­კ­ვიდ­როთ და არა უაზ­რო ქე­ი­ფის და თრო­ბის. ღვი­ნის და­ჭაშ­ნი­კე­ბა ყვე­ლა ქარ­თ­ველ­მა უნ­და იცო­დეს. ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია".

სხვა­თა შო­რის, ეს კერ­ძო სექ­ტო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლო აღ­მოჩ­ნ­და. რო­გორც წე­სი, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ფა­სი­ა­ნია - აქ კი ყვე­ლა­ფერ­ზე გილ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იზ­რუ­ნეს - ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებს ფირ­ნი­შე­ბიც კი გამ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვ­დათ, რაც ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მხრი­დან ორ­მა­გად და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

"თე­ლა­ვი­ნო" მო­მა­ვალ წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ფორ­მა­ტიც მცი­რედ შე­იც­ვა­ლოს და ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბაც - თე­ლა­ვის თე­ატ­რი ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის პა­ტა­რაა, მით უმე­ტეს, თუ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ერ­თი, შე­და­რე­ბით მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ზაფხულ­ზეც გა­მარ­თონ, თუმ­ცა ეს მო­მავ­ლის გეგ­მე­ბია, ამ ეტაპ­ზე კი პირ­ვე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის შე­დე­გებს აჯა­მე­ბენ. სტარ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რო­გორ გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სულ მა­ლე "თე­ლა­ვი­ნო" ტრა­დი­ცი­ად იქ­ცე­ვა.

სა­მო­მავ­ლოდ გილ­დი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს სხვა გეგ­მე­ბიც აქვთ - საქ­მი­ა­ნო­ბის არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რე­ბენ. უნ­დათ, უცხო­ელ კო­ლე­გებს და­უ­კავ­შირ­დ­ნენ - საზღ­ვარ­გა­რეთ მსგავ­სი ტი­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი მრავ­ლა­დაა. მი­ზა­ნი ისევ­და­ი­სევ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაც შე­ე­ხე­ბა, კლუ­ბის შექ­მ­ნას გეგ­მა­ვენ, რომ­ლის წევ­რე­ბი ახალ ღვი­ნო­თა შე­ძე­ნას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ, ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი გილ­დი­ის ეგი­დით გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და სი­ახ­ლე­ებ­საც პირ­ვე­ლე­ბი შე­იტყო­ბენ. მა­თი მი­ზა­ნია გა­ა­ერ­თი­ა­ნონ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ღვი­ნის არ­სი აინ­ტე­რე­სებთ და მზად არი­ან, მათ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რონ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, ღვი­ნო­შია.

lika andiashvili