ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლი 2014 და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია
14 ნოემბერი, 2014
1116
print

ქე­თი ადე­იშ­ვი­ლი

გა­სულ შა­ბათს, 8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში კი­დევ ერ­თხელ ჩა­ტარ­და ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნი ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე გახ­ლავთ. ფეს­ტი­ვა­ლი ამ­ჯე­რად "ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ას" სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ში გა­ი­მარ­თა. ფეს­ტი­ვალს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა გილ­დია.

სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ყვე­ლის სა­ხე­ო­ბებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბის ძი­რი­თად ნა­წილ­ზე გა­და­ვალ, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ წლე­ვან­დე­ლი ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლი უკეთ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ასე­ვე თვალ­ში­სა­ცე­მი იყო დი­ზა­ი­ნე­რის კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი - მა­გი­დე­ბი და, ზო­გა­დად, სივ­რ­ცე სა­დად, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც უფ­რო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ჩან­დ­ნენ - თით­ქოს ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბო­და, ვინ უფ­რო ლა­მა­ზად წარ­მო­ა­ჩენ­და თა­ვის პრო­დუქ­ცი­ას. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ყვე­ლი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის დი­დი ასორ­ტი­მენ­ტი. დი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ფეს­ტი­ვალს სტუმ­რე­ბი არ მოჰ­კ­ლე­ბია. სპე­ცი­ა­ლუ­რად, ცალ­კე გა­მო­ყო­ფილ სა­დე­გუს­ტა­ციო მა­გი­და­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა ის ყვე­ლი, რო­მე­ლიც მწარ­მო­ებ­ლებ­მა ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს. წელს სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და ახა­ლაღ­დ­გე­ნი­ლი რე­ცეპ­ტით მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ფაშ­ვ­ში და­ვარ­გე­ბუ­ლი ყვე­ლი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა გა­ლი­ნა ინა­სა­რი­ძემ მო­ამ­ზა­და. ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ასე­ვე ფრან­გუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი, რო­მე­ლიც ტი­ბა­ა­ნის ყვე­ლის სა­წარ­მომ წარ­მო­ად­გი­ნა. იგი გა­მო­ირ­ჩე­ო­და რო­გორც გე­მუ­რი თვი­სე­ბე­ბით, აგ­რეთ­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც.

ფეს­ტი­ვალ­ზე, გარ­და ყვე­ლი­სა, რძის სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. ამ მხრივ უნ­და ვახ­სე­ნო "მაწ­ვ­ნის სახ­ლი", რო­მელ­საც გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­წო­ნი. ვერ უარ­ვ­ყოფ, რომ მა­წო­ნი მარ­თ­ლაც ხა­რის­ხი­ა­ნია, კარ­გი შე­ფუთ­ვით, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ძვი­რი - 200 მლ-იანი ქი­ლა მა­წო­ნი 4 ლა­რი ღირს. მა­ღალ ფასს მწარ­მო­ებ­ლე­ბი რე­ცეპ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბით ხსნი­ან - მა­თი თქმით, ეს არის ბუ­ნებ­რივ დე­დო­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი, რომ­ლის რე­ცეპ­ტიც თა­ვის დრო­ზე იაპო­ნი­ამ შე­ი­ძი­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან. ფაქ­ტია, ყვე­ლა­ფე­რი ხა­რის­ხი­ა­ნი ძვი­რი ღირს, თუმ­ცა ამ პრო­დუქ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­ინც მგო­ნია, რომ ფა­სი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია.

წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ზე სი­ახ­ლე იყო სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ონ­ში მოწყო­ბი­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია, სა­დაც საქ­პა­ტენ­ტის მი­ერ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ ყვე­ლის 14 სა­ხე­ო­ბას­თან ერ­თად, ყველ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბის მი­ნა­ბა­ძე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ოდ­ში იქ­ნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ათას­წ­ლე­უ­ლებს ით­ვ­ლის. თი­თო­ე­ულ ჭურ­ჭელს სრულ­ყო­ფი­ლი ფორ­მა აქვს და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­შიც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა. უძ­ვე­ლე­სი სა­წუ­რე­ბი, სარ­ძე­ვე­ე­ბი და დერ­გე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ რძის პრო­დუქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა ჩვე­ნი შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის­თ­ვი­საც არ ყო­ფი­ლა უცხო. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე ამ­ბობს, შე­იძ­ლე­ბა ამ უძ­ვე­ლეს­მა არ­ტე­ფაქ­ტებ­მა მთლი­ა­ნად გა­და­ატ­რი­ა­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია და ვა­ზის სამ­შობ­ლოდ წო­დე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი უძ­ვე­ლე­სი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სიც შეს­ძი­ნოს.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი 60-მდე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი­დან აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ძვე­ლი, მი­ვიწყე­ბუ­ლი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბე­ბი: ნარ­ჩ­ვი, ჩო­გი, ლა­გუ­ჯი; ახა­ლაღ­დ­გე­ნი­ლი რე­ცეპ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლე­ბი: აჭა­რუ­ლი შუშ­ვე­ლა და მეს­ხუ­რი ფაშ­ვ­ში და­ვარ­გე­ბუ­ლი ყვე­ლი; ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ყვე­ლე­ბი­დან: ხი­ზა­ბავ­რუ­ლი ბა­ტის­ტა, წალ­კუ­რი ალ­პია, მუჩ­ლი, ბერ ქე­ი­ზი და სხვა. სამ­წუ­ხა­როა, რომ წელს ყვე­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე "მარ­ლე­ტას" ყვე­ლის სა­წარ­მომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო. გუ­რი­ი­დან ჩა­მო­სულ­მა ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ყველ­თან ერ­თად მი­ვიწყე­ბუ­ლი ყურ­ძ­ნის ჯი­შე­ბის ნი­მუ­შე­ბიც ჩა­მო­ი­ტა­ნეს ღვი­ნო­ებ­თან ერ­თად. ვფიქ­რობ, კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს იდეა მო­მა­ვა­ლი ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის უფ­რო და­იხ­ვე­წოს და უფ­რო ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი გახ­დეს.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში სა­მი პერ­ფორ­მან­სიც მო­ეწყო - დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­თა თვალ­წინ დამ­ზად­და ხა­ჭო-ერ­ბო, ტე­ნი­ლი ყვე­ლი და ელარ­ჯი. ამ სა­ნა­ხა­ო­ბამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცო­ტა ხნის წინ ფშა­ურ დამ­ბალ­ხა­ჭო­სა და მეს­ხურ ტე­ნი­ლი ყველს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ტე­ნი­ლი ყვე­ლი საკ­მა­ოდ ვრცელ და რთულ პრო­ცესს გა­დის, სა­ნამ მომ­ზად­დე­ბა: ჯერ ყველს მო­ამ­ზა­დე­ბენ, გა­წე­ლა­ვენ და აჩე­ჩა­ვენ. უწ­ვ­რი­ლეს ღე­რე­ბად ქცე­უ­ლი ყვე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რად სი­მინ­დის თმას წა­ა­გავს, იგი ნა­ღებ­ში იდე­ბა და ქოთ­ნე­ბით ინა­ხე­ბა. ახალ ტე­ნილ ყველს ნა­ღე­ბის ნა­ზი სურ­ნე­ლი აქვს, და­ვარ­გე­ბულს კი უფ­რო მდი­და­რი არო­მა­ტუ­ლი თა­ი­გუ­ლი გა­აჩ­ნი­ას, თუმ­ცა ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე სწო­რედ ახალ ტე­ნილ ყველს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

დამ­ბალ­ხა­ჭოს მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არა­ნაკ­ლებ რთუ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია: რძეს ან კა­რა­ქის­გან მორ­ჩე­ნილ დოს შე­ათ­ბო­ბენ და მი­ღე­ბულ ხა­ჭოს შრა­ტი­ა­ნად დოლ­ბან­დით ჩა­მო­კი­დე­ბენ და­საწ­რე­ტად. მე­ო­რე დღეს ხა­ჭოს მა­რილს შე­ა­ზე­ლენ, გუნ­დე­ბად და­ყო­ფენ და ღუმ­ლის თავ­ზე შე­კი­დე­ბენ გა­საშ­რო­ბად. ზოგ­ჯერ ხა­ჭოს გუნ­დებს ბო­ლა­ვენ კი­დეც, შე­ბო­ლი­ლი დამ­ბალ­ხა­ჭო სპე­ცი­ფი­კუ­რი, მკვეთ­რი არო­მა­ტი­საა. ამ პრო­დუქ­ტის­გან მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხა­ჭო-ერ­ბოა - ერ­ბო­ში ჩამ­დ­ნა­რი დამ­ბალ­ხა­ჭო, რო­მელ­საც ცხელს მი­ირ­თ­მე­ვენ. მას ასე­ვე იყე­ნე­ბენ კე­ცე­უ­ლე­ბი­სა და ხინ­კ­ლის გულ­სარ­თა­დაც.

ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლის შარ­შან­დე­ლი ტრა­დი­ცია წელ­საც გაგ­რ­ძელ­და - სპე­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა 12 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი. ოქროს მედლები მიენიჭათ: სოსო შაბანაიძეს (რომელსაც გუდის ყველი ჰქონდა წარმოდგენილი), კომპანია "ნატურალ+"-ს, გესან თვაურს ("ტრადიციული ყველები"), გალინა ინასარიძეს, რომელმაც ტენილი და ფაშვში დავარგებული ყველი წარმოადგინა, ახალქალაქის კუმურდოს ეპარქის მონასტრის ყველებს, კომპანიას "ვან 412 ნინოწმინდა"-ს, ნანა დათაშვილს ("ხიზაბავრული ბატისტა"), საწარმო "სანტა-ალპიას". ამას­თან, ყვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ სა­უ­კე­თე­სო ყვე­ლის მწარ­მო­ებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა­ში. ეს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა კომ­პა­ნი­ას "ჩი­იზ­კოო"-ს. პრო­დუქ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცი­რე­ბი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­დ­ნენ "სა­ნა­თას სახ­ლი" და კომ­პა­ნია "სან­ტე", ორი­გი­ნა­ლუ­რი ყვე­ლის­თ­ვის - ტი­ბა­ა­ნის სა­წარ­მო, ხო­ლო სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნი - ყვე­ლის სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ჩი­ნე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გახ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. ჟი­უ­რის ქუ­ლა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ქალ­ბა­ტონ გა­ლი­ნა ინა­სა­რი­ძის მი­ერ ახა­ლაღ­დ­გე­ნი­ლი რე­ცეპ­ტით მომ­ზა­დე­ბულ ფაშ­ვ­ში და­ვარ­გე­ბულ ყველს ერ­გო.

lika andiashvili