ყინ­ვამ და გვალ­ვამ იმე­რეთ­ში ყურ­ძე­ნი სა­ძე­ბა­რი გა­ხა­და
14 ნოემბერი, 2014
904
print

ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი

 იმე­რეთ­ში მე­ვე­ნა­ხე­ებს დი­დი გა­სა­ჭი­რი აქვთ - 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ ყინ­ვის­გან, შემ­დეგ ვა­ზის და­­ვა­დე­ბე­ბის­გან, ბო­ლოს კი არა­ნორ­მა­ლუ­რი გვალ­ვის­გან მო­სა­ვა­ლი არა­თუ გა­­ნა­ხევ­­დათ, არა­მედ მე­ხუ­თე­დიც ძლივს მო­­წი­ეს. ბევ­­მა მე­ვე­ნა­ხემ მო­სა­ვალ­ზე სა­ერ­თოდ ხე­ლი ჩა­იქ­ნია და რთვე­ლიც არ ჩა­­ტა­რა. რამ­დე­ნი­მე ღვი­ნის კომ­პა­ნია და ოჯა­ხუ­რი მა­რა­ნი წელს ღვი­ნოს ჩვე­­ლებ­რივ­ზე ბევ­რად მცი­რე რა­­დე­ნო­ბით და­­ყე­ნებს.

სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რთვე­ლი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და. ამ დრო­ის­თ­ვის კა­ხე­თის ვე­ნა­ხე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი დაკ­რე­ფი­ლია. თვის შუა რიცხ­ვებ­ში მო­სულ­მა ნა­ლექ­მა და ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბამ ყურ­ძენ­ში შაქ­რი­ა­ნო­ბა დას­წია და კა­ხელ მე­ვე­ნა­ხე­თა ნა­წილ­მა რთვე­ლი და­გეგ­მილ­ზე ერ­თი-ორი კვი­რით გვი­ან და­იწყო. ყურ­ძე­ნი ახ­ლა ყვარ­ლი­სა და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სოფ­ლებ­ში იკ­რი­ფე­ბა. გა­რე კა­ხეთ­ში კი რთველს ოქ­ტომ­ბ­რის და­საწყის­ში გეგ­მა­ვენ.

მე­დი­ით, ძი­რი­თა­დად, კა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე რთვე­ლი შუქ­დე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ნან კა­ხეთ­ში, რთვე­ლის­თ­ვის გახ­ს­ნილ სპე­ცი­ა­ლურ შტაბ­ში. წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა სა­ფე­რა­ვის ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­დია სა­ფე­რა­ვის ფა­სად ხან 2 ლარს, ხან 1,50 ლარს, ხა­ნაც 2,50 ან სუ­ლაც 3 ლარს ასა­ხე­ლებს. რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რებ­მა გა­ნაცხა­დეს, სა­ფე­რა­ვის ფა­სის გან­საზღ­ვ­რი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, თუ სად არის იგი დაკ­რე­ფი­ლი. თუ­კი მუ­კუზ­ნის, ან სხვა ცნო­ბი­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის სპე­ცი­ფი­კურ ზო­ნა­შია დაკ­რე­ფი­ლი და ხა­რის­ხიც კარ­გია, ასეთ სა­ფე­რავ­ში 3 ლა­რის გა­დახ­დაც ღირს. ხო­ლო ალაზ­ნის ველ­სა და სხვა ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლებ­ში დაკ­რე­ფი­ლი სა­ფე­რა­ვი შე­და­რე­ბით იაფი ღირს.

სა­ფე­რავ­ზე ასე­თი მა­ღა­ლი ფა­სის დად­გე­ნა ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის­თ­ვის რუ­სე­თის ბაზ­რის გახ­ს­ნა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. საქ­მე ის არის, რომ სა­ფე­რა­ვის­გან მზად­დე­ბა რუ­სე­თი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბი­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ქინ­ძ­მა­რა­უ­ლი", „ახა­შე­ნი" და სხვა. ამი­ტომ რუ­სულ ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს სა­ფე­რა­ვის­თ­ვის კონ­კუ­რენ­ცია აქვთ.

რთველ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­ხელ­წო­დე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­წარ­მო „გრუზ­ვინ­პ­რო­მი", რო­მე­ლიც წი­ნა წლებ­ში ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. „გრუზ­ვინ­პ­რომ­მა" წელს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ყურ­ძე­ნიც კი ჩა­ი­ბა­რა - კი­ლოგ­რა­მი 40 თეთ­რად. ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო სა­წარ­მო­ებ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე იკის­რეს უხა­რის­ხო ყურ­ძ­ნის ჩა­ბა­რე­ბა, მათ შო­რის კა­ხე­თის ისე­თი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან, სა­დაც მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი საღ­ვი­ნე ყურ­ძე­ნი არ მო­დის და ამი­ტომ ასე­თი ნედ­ლე­უ­ლით კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

კა­ხე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, იმე­რეთ­ში რთვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფოს სუბ­სი­დი­რე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყურ­ძე­ნი იმ­დე­ნად მცი­რეა და მას­ზე იმ­ხე­ლა მოთხოვ­ნაა, რომ 1 კგ ცო­ლი­კო­უ­რის ფა­სი ბა­ზარ­ზე 1,20 ლა­რი­დან 1,50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი ვა­ზის ჯი­შის - კრა­ხუ­ნას ყურ­ძე­ნი კი 2 ლა­რიც ღირს.

„მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" ვე­ნა­ხე­ბი კა­ხეთ­შიც აქვს და იმე­რეთ­შიც. კა­ხეთ­ში რთვე­ლი კომ­პა­ნი­ამ 26 აგ­ვის­ტო­დან და­იწყო, იმე­რეთ­ში კი - 5 სექ­ტემ­ბ­რი­დან. კომ­პა­ნი­ის მეღ­ვი­ნე, ლა­დო კუბ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ორი­ვე რე­გი­ონ­ში მო­სა­ვა­ლი გვალ­ვის­გან ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რა­ღა თქმა უნ­და, სიცხე­ში ყურ­ძე­ნი ად­რე დამ­წიფ­და და ამან რთვე­ლის დაწყე­ბის თა­რიღ­ზეც იმოქ­მე­და.

„იმე­რეთ­ში რთვე­ლი 5 სექ­ტემ­ბერს, კრა­ხუ­ნას კრე­ფით და­ვიწყეთ. კრა­ხუ­ნას ვე­ნა­ხი სვირ­ში გვაქვს. მე­რე წვი­მე­ბი და­იწყო და ყურ­ძენ­ში შაქ­რი­ა­ნო­ბა და­ვარ­და. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ციც­ქას შე­ეტყო. ამი­ტომ რთვე­ლი გა­და­ვად­და და ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. გლე­ხე­ბი ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბულ­ნი არი­ან. აქ სა­ხელ­მ­წი­ფო რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში არ ერე­ვა - არც სუბ­სი­დი­რე­ბით და არც რა­ი­მე კომ­პენ­სა­ცი­ით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმე­რეთ­ში გლე­ხე­ბის­გან ყურ­ძენს მხო­ლოდ ერ­თი-ორი კომ­პა­ნია იბა­რებს და კონ­კუ­რენ­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არის, ყურ­ძ­ნის ფა­სი შარ­შან­დელ­ზე რამ­დე­ნად­მე მა­ღა­ლია. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს კრა­ხუ­ნა ღირ­და - 1,40 ლა­რი, ციც­ქა - 1,10 ლა­რი, წელს კრა­ხუ­ნას ფას­მა 2 ლა­რამ­დე აიწია, ციც­ქა კი 1,50 ლა­რი ღირს. ასე­თი მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, ცხა­დია, გა­მოწ­ვე­უ­ლია ყურ­ძ­ნის დე­ფი­ცი­ტით", - ამ­ბობს ლა­დო კუბ­ლაშ­ვი­ლი.

მსხვილ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, აქ­ტი­უ­რი აგ­რო­ქი­მი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, მეტ-ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თ­ვეს თა­ვი ვა­ზის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას. გლე­ხებს კი, რომ­ლე­ბიც სა­თა­ნა­დოდ და დრო­უ­ლად ვერ გეგ­მა­ვენ ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მე­ტი ზა­რა­ლი აქვთ.

„იმე­რუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის" ვე­ნა­ხე­ბი სო­ფელ სვირ­ში ვა­ზის ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლის, ლა­შა ჯუ­ღე­ლის თქმით, წლე­ვან­დე­ლი მო­სავ­ლის და­ნა­კარ­გი ორ­მა მოვ­ლე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა - ყინ­ვამ კვირ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში და გვალ­ვამ ზაფხულ­ში: „ყინ­ვამ ვა­ზის ყვა­ვი­ლი თით­ქ­მის მთლი­ა­ნად ძირს ჩა­მო­ყა­რა. ზაფხულ­ში კი ტემ­პე­რა­ტუ­რა ცელ­სი­უ­სით 45 გრა­დუ­სამ­დე ავი­და. და­ა­ვა­დე­ბებს ჩვენს ვე­ნახ­ზე არ უმოქ­მე­დია, რად­გან ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბით ვი­ყა­ვით და დრო­უ­ლად ვწამ­ლი­დით. გლე­ხებს კი გა­ზაფხუ­ლის ხში­რი წვი­მე­ბის სე­ზონ­ზე და­ა­ვა­დე­ბებ­მაც შე­უ­ტია. ამ­დე­ნად, იმე­რეთ­ში კა­ხეთ­ზე ცუ­დი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს. ხალხს ყურ­ძე­ნი აღა­რა აქვს. ყურ­ძ­ნის ყიდ­ვა რომ გინ­დო­დეს, შე­იძ­ლე­ბა სად­მე 50 და 100 კგ ძლივს იშო­ვო, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კი ვერ იყი­დი. ჩვენ თვი­თონ ძა­ლი­ან მცი­რე მო­სა­ვა­ლი გვაქვს - იმის მე­ხუ­თე­დი, რა­საც ვე­ლო­დით".

ვა­ზის იმ ჯი­შე­ბი­დან, რაც სვირ­ში „იმე­რუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას" აქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი, წლე­ვან­დე­ლი სიცხე­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­უ­კე­თე­სო კონ­დი­ცი­ე­ბი აქვს კა­ხურ ჯიშს, სა­ფე­რავს. ლა­შა ჯუ­ღე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ 2014 წლის მო­სავ­ლის ღვი­ნო „სა­ფე­რა­ვი", მარ­თა­ლია, ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ბევ­რად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ - მა­ღა­ლი ხა­რის­ხის. სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა ჭუ­რებ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო „სვი­რი", რო­მელ­საც „იმე­რუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნია" წელს პირ­ვე­ლად და­ა­ყე­ნებს და მო­მა­ვა­ლი წლი­დან უკ­ვე შეს­თა­ვა­ზებს ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს.

სხვა­თა­შო­რის, ად­რე ვწერ­დით კი­დეც, რომ ამ კომ­პა­ნი­ას და ასე­ვე - „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" ყვე­ლა­ფე­რი აქვთ იმი­სათ­ვის, რომ ჩა­მო­ას­ხან „სვი­რი" - ერ­თა­დერ­თი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო იმე­რე­თი­დან, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვის ჩა­მო­უს­ხია. ნავ­სი „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბამ" გა­ტე­ხა და ბა­ზარ­ზე 2013 წლის მო­სავ­ლის „სვი­რის" საც­დე­ლი პარ­ტია გა­მო­ი­ტა­ნა. ლა­დო კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ცდამ გა­ა­მარ­თ­ლა, რის გა­მოც, წლე­ვან­დე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო მო­სავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, 2014 წლის „სვირს" უფ­რო მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­მო­ას­ხა­მენ. ამ­დე­ნად მო­მა­ვა­ლი წლი­დან ბა­ზარ­ზე ორი კომ­პა­ნი­ის „სვი­რი" იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ყინ­ვამ და გვალ­ვამ მო­სა­ვა­ლი მთლი­ა­ნად გა­უ­ნად­გუ­რა ბაღ­და­თელ მეღ­ვი­ნეს, გა­ი­ოზ სოფ­რო­მა­ძეს: „აქ ათა­სი მო­სახ­ლი­დან ორს თუ ექ­ნე­ბა ორი გო­დო­რი ყურ­ძე­ნი. ჩემ ვე­ნახს იმ­დე­ნი ყურ­ძე­ნიც არ შერ­ჩა, საჭ­მე­ლად რომ მა­ინც დავ­კ­რი­ფო. ამი­ტომ წელს რთვე­ლი არ მაქვს. 63 წლის კა­ცი ვარ და ჯერ ასე­თი უმო­სავ­ლო წე­ლი არ მახ­სოვს. იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ვი­საც გა­და­ურ­ჩა, მის­გან შე­ვი­ძი­ნო ჩხა­ვე­რი. ბე­დად, ეს კა­ცი ჩე­მი მი­თი­თე­ბით, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, კონ­ტაქ­ტუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით წამ­ლობს ვაზს და მის­გან შე­ძე­ნი­ლი ყურ­ძ­ნით კვლავ შევ­ძ­ლებ ორ­გა­ნუ­ლი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას".

გა­ი­ოზ სოფ­რო­მა­ძე გულს მა­ინც არ იტეხს და კვლავ აგ­რ­ძე­ლებს ახა­ლი ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბას, რა­შიც უკ­ვე საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია აქვს ჩა­დე­ბუ­ლი: „ყო­ველ წელს ასე ხომ არ იქ­ნე­ბა?! უკ­ვე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მაქვს 2 ჰექ­ტა­რი მი­წა და გა­ზაფხულ­ზე ვა­პი­რებ გა­ვა­შე­ნო: ჩხა­ვე­რი, ცო­ლი­კო­უ­რი, ძელ­შა­ვი, ციც­ქა და ასე­ვე, ძა­ლი­ან მინ­და გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მი­სუ­ლი ვა­ზის ჯი­ში - კუნ­ძა, მაგ­რამ მგო­ნი, მის ნერ­გებს ვერ ვშო­უ­ლობ".

და­ნა­კარ­გის მი­უ­ხე­და­ვად, რთველს შე­და­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხვდე­ბა არ­ჩილ გუ­ნი­ა­ვა კვა­ლი­თი­დან: „ჩემ­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა - შაქ­რი­ა­ნო­ბაც, მო­სავ­ლი­ა­ნო­ბაც და ხა­რის­ხიც. კი, გა­ზაფხულ­ზე ჩემ­თა­ნაც მო­ყი­ნა ვა­ზი, მაგ­რამ მე­ო­რად­მა კვირ­ტებ­მა მა­ინც მო­ის­ხა თით­ქ­მის იმ­დე­ნი­ვე. და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან ვე­ნა­ხი ხში­რი წამ­ლო­ბით გა­და­ვარ­ჩი­ნე. ხო­ლო გვალ­ვა ჩემ აყა­ლო მი­წას ვე­რა­ფერს უშ­ვ­რე­ბა, თა­ნაც მე ყლორ­ტებს თავს არ ვაჭ­რი და ესეც იცავს დაწ­ვი­სა­გან. ეს რაც შე­ე­ხე­ბა ციც­ქას, ცო­ლი­კო­ურს და კრა­ხუ­ნას. აი, ოცხა­ნურ სა­ფე­რეს კი ვერ ვუშ­ვე­ლე. მარ­თა­ლია, უფ­რო ხში­რად ვწამ­ლი­დი - თით­ქ­მის ხუ­თი დღის ინ­ტერ­ვა­ლით, მაგ­რამ ჭრა­ქი მა­ინც გა­უჩ­ნ­და და მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ჩა­ვაქ­რე ეს და­ა­ვა­დე­ბა. სა­ერ­თოდ, ოცხა­ნუ­რი სა­ფე­რე უფ­რო მოწყ­ვ­ლა­დია და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი. ასე რომ, მთლად კმა­ყო­ფი­ლი არც მე ვარ".

წლე­ვან­დე­ლი ანო­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ რო­გორც წე­სი, იმე­რეთ­ში რთვე­ლი უფ­რო გვი­ან იწყე­ბა, ვიდ­რე ქარ­თ­ლ­ში. წელს კი პი­რი­ქით მოხ­და. ქარ­თ­ლე­ლი მე­ვე­ნა­ხე იაგო ბი­ტა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ეს მა­საც უკ­ვირს, რად­გან გვალ­ვა ქარ­თ­ლ­შიც ისე­ვე იყო, რო­გორც კა­ხეთ­სა და იმე­რეთ­ში. შე­საძ­ლოა, ქარ­თ­ლ­ში ნა­ლე­ქე­ბის წლი­უ­რი ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტი იყო, რა­მაც გან­საზღ­ვ­რა ასე­თი ვი­თა­რე­ბა, ან შე­იძ­ლე­ბა სხვა ისეთ ფაქ­ტორ­ზეც არის ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რი­სი გა­ზომ­ვა და შე­ფა­სე­ბაც დღეს­დღე­ო­ბით არ ხდე­ბა. ფაქ­ტია, რომ წელს რთვე­ლის ეს­ტა­ფე­ტა იმე­რე­თი­დან ქართლს გა­და­ე­ცა და არა ქარ­თ­ლი­დან იმე­რეთს.

lika andiashvili