„მერ­სე­დეს AMG GT" - „პორ­შე 911-ის" კი­დევ ერ­თი მე­ტო­ქე
21 ნოემბერი, 2014
926
print

სექ­ტემ­ბ­რის და­საწყის­ში, ქა­ლაქ შტუტ­გარ­ტის გა­რე­უ­ბან აფალ­ტერ­ბახ­ში, „მერ­სე­დეს AMG-მ" სა­კუ­თარ ბა­ზას­თან, ახა­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი, AMG GT წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლი­თაც პო­პუ­ლა­რულ SLS AMG-ს ცვლის. „მერ­სე­დეს AMG-მ" ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შექ­მ­ნა და მას „პორ­შე 911-ის" კონ­კუ­რენ­ტად გვთა­ვა­ზობს. AMG GT-მ წი­ნა­მორ­ბე­დის პრო­პორ­ცი­ე­ბი და დი­ზა­ი­ნის ელე­მენ­ტე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, თუმ­ცა ძი­რე­უ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აგე­ბუ­ლე­ბა აქვს.

ახა­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი სრუ­ლი­ად ახალ, ალუ­მი­ნის­გან შეკ­რულ სივ­რ­ცულ სტრუქ­ტუ­რა­ზეა აწყო­ბი­ლი. ახა­ლია და­კი­დე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სის­ტე­მაც, რო­მე­ლიც ოთხი­ვე ბორ­ბალს შა­სის­თან ორ­მა­გი გა­ნი­ვი ბერ­კე­ტე­ბით აკავ­ში­რებს. და რა თქმა უნ­და, ახა­ლია ძრა­ვი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ ად­რე­ვე გაგ­ვაც­ნო. ად­რინ­დე­ლი­ვით, ყო­ველ ძრავს ერ­თი ადა­მი­ა­ნი - ინ­ჟი­ნე­რი ააწყობს და მის ხა­რის­ხ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლიც თა­ვად იქ­ნე­ბა.

ესაა 4.0-ლიტ­რი­ა­ნი წყვილ ტურ­ბო­კომ­პ­რე­სო­რი­ა­ნი V8, რო­მელ­საც მყიდ­ველს ორი ვერ­სი­ის სა­ხით შეს­თა­ვა­ზე­ბენ. მათ­გან ერ­თი 462 ცხე­ნის ძა­ლას და 600 ნი­უ­ტონ­მეტრს (1600-5000 ბრ/წთ-ზე) ავი­თა­რებს, მე­ო­რე კი - 510 ცხე­ნის ძა­ლას და 650 ნი­უ­ტონ­მეტრს (1750-4750 ბრ/წთ-ზე). უფ­რო მძლავ­რი ძრა­ვით აღ­ჭურ­ვილ ვერ­სი­ას სა­ხელ­ში S ინ­დექ­სი და­ე­მა­ტე­ბა.

ძრა­ვის ცი­ლინ­დ­რე­ბის ბლო­კი და მი­სი თა­ვიც ალუ­მი­ნი­საა. ოღონდ, თა­ვის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ალუ­მი­ნი ცირ­კო­ნი­უმს შე­ი­ცავს. აგ­რე­გა­ტი უშუ­ა­ლო შეფ­რ­ქ­ვე­ვის სის­ტე­მით და შე­ზეთ­ვის მშრა­ლი კარ­ტე­რით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ცი­ლინ­დ­რებ­ში ნა­ჭე­დი დგუ­შე­ბი მოძ­რა­ობს. ტურ­ბო კომ­პ­რე­სო­რე­ბის გაგ­რი­ლე­ბას კი ინ­ტერ­ქუ­ლე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა, გაგ­რი­ლე­ბის თხე­ვა­დი სის­ტე­მით. ძრავ­თან 7-სა­ფე­ხუ­რი­ან რო­ბო­ტი­ზე­ბულ კო­ლოფს ორ­ქუ­რო­ი­ა­ნი გა­დაბ­მუ­ლო­ბა და­ა­კავ­ში­რებს. ამას­თან, ძრა­ვი მან­ქა­ნის წი­ნაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, კო­ლო­ფი კი - უკა­ნა ღერ­ძ­თან.

„მერ­სე­დეს AMG GT-ს" სა­ბა­ზო ვერ­სია 1540 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, მო­დი­ფი­კა­ცია S-ის წო­ნა კი 1570 კი­ლოგ­რა­მია. წი­ნა და უკა­ნა ღერ­ძებს შო­რის წო­ნა 47:53 პრო­პორ­ცი­ი­თაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. წო­ნი­სა და სიმ­ძ­ლავ­რის ფარ­დო­ბა კი ყო­ველ ცხე­ნის ძა­ლა­ზე 3.08 კი­ლოგ­რა­მია. სა­ბა­ზო ვერ­სი­ას ად­გი­ლი­დან ასის ასაკ­რე­ფად 4.0 წა­მი სჭირ­დე­ბა, ვერ­სია S-ს კი 3.8 წა­მი ჰყოფ­ნის. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე კი შე­სა­ბა­მი­სად, 304 და 310 კმ/სთ-ია.

ახა­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია აქ­ტი­უ­რი გა­მო­სა­ბოლ­ქ­ვი სის­ტე­მით, რო­მე­ლიც ძრა­ვის მუ­შა­ო­ბის არ­ჩე­უ­ლი რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვ­ლის ხმას. რე­ჟი­მე­ბი იც­ვ­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი­დან სარ­ბო­ლამ­დე. გარ­და ამი­სა, ეკი­პი­რე­ბა­ში შე­ვი­და ადაპ­ტი­რე­ბა­დი სა­კი­და­რი, სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა, რო­მელ­საც მუ­შა­ო­ბის სა­მი რე­ჟი­მი აქვს, ვერ­სია S-ზე კი ელექ­ტ­რო­ნი­კით მარ­თ­ვა­დი დი­ფე­რენ­ცი­ა­ლი. მუხ­რუ­ჭე­ბი კარ­ბონ კე­რა­მი­კუ­ლი დის­კო­ე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მელ­თა დი­ა­მეტ­რიც წინ 420 მი­ლი­მეტ­რია, უკან კი - 360 მი­ლი­მეტ­რი.

გარ­და ამი­სა, AMG GT-ს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში შე­ვი­და ადაპ­ტი­რე­ბა­დი მთა­ვა­რი ფა­რე­ბი, რომ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­შიც შუქ­დი­ო­დე­ბი შე­დის, უკა­ნა ხედ­ვის კა­მე­რა, წი­ნი­დან შე­ჯა­ხე­ბის გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა, მკვდა­რი ზო­ნე­ბის სა­კონ­ტ­რო­ლო სის­ტე­მა, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის ამომ­ც­ნო­ბი სის­ტე­მა, ასე­ვე საგ­ზაო ზო­ლე­ბის უნებ­ლი­ედ გა­დაკ­ვე­თის სა­კონ­ტ­რო­ლო სის­ტე­მა.

ახა­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა შტუტ­გარ­ტე­ლებ­მა პა­რი­ზის მო­ტორ შო­უ­ზე ჩა­ა­ტა­რეს. ჟურ­ნალ „ავ­ტო­ქა­რის" ვა­რა­უ­დით, სა­ბა­ზო ვერ­სია 95 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ეღი­რე­ბა, ვერ­სია S კი - 110 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, ეს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია წი­ნა­მორ­ბედ SLS AMG-ს 168 485 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გ­ზე.

„მერ­სე­დეს-ბენ­ცი" AMG GT-ს გა­ყიდ­ვას 2015 წლის მარ­ტ­ში და­იწყებს.

lika andiashvili