ყურ­ძ­ნის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ფა­სე­ბი რა­ჭა-ლეჩხუმ­ში
21 ნოემბერი, 2014
1127
print

 ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი

 2014 წლის ჭირ­ვე­­ლი ამინ­დე­ბი: ყინ­ვა გა­ზაფხულ­ზე, სეტყ­ვა და გვალ­ვა რა­ჭა-ლეჩხუ­მის ვე­ნა­ხებ­საც შე­­ხო. ამას თან და­ერ­თო ვა­ზის და­­ვა­დე­ბე­ბის ტრა­დი­ცი­­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ბე­ღუ­რე­ბის უჩ­ვე­­ლო შე­მო­სე­ვა შე­მოდ­გო­მა­ზე, რის გა­მოც რა­ჭა­შიც და ლეჩხუმ­შიც რთველ­მა დი­დი და­ნა­კარ­გე­ბით ჩა­­­რა. თუმ­ცა, მე­ვე­ნა­ხე­ებს გარ­­ვე­­ლი შვე­ბა მა­ინც ჰქონ­დათ, რო­ცა ვა­ზის იშ­ვი­­თი ჯი­შე­ბის - ალექ­სან­­რო­­ლის, მუ­ჯუ­რე­თუ­ლი­სა და უსა­ხე­ლო­­რის ყურ­ძე­ნი ღვი­ნის სა­წარ­მო­ებს რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ ფას­ში ჩა­­ბა­რეს.

 რაჭ­ვე­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი წელს ალექ­სან­დ­რო­ულ­სა და მუ­ჯუ­რე­თულ­ში 10-12 ლარს ითხოვ­დ­ნენ, სა­ბო­ლო­ოდ ვა­ზის ამ ჯი­შე­ბის 1 კგ ყურ­ძენ­ზე სა­ბაზ­რო ფა­სი 8 ლა­რი დად­გინ­და. ალექ­სან­დ­რო­ულს და მუ­ჯუ­რე­თულს შარ­შა­ნაც ეს ფა­სი ჰქონ­და. ოღონდ გა­სულ წელს რა­ჭა­ში სამ­ჯერ მე­ტი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და. ამი­ტომ მე­ვე­ნა­ხე­ებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ წელს ყურ­ძენ­ზე მე­ტი მოთხოვ­ნა გაჩ­ნ­დე­ბო­და და ფა­სიც მე­ტი ექ­ნე­ბო­და. ფა­სი კი აღარ გაზ­რ­დი­ლა, რად­გან ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებს თა­ვი­სი გათ­ვ­ლე­ბი აქვთ. თუმ­ცა, მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო წელ­საც არ უნ­და იყ­ვ­ნენ - 8 ლა­რი ალექ­სან­დ­რო­უ­ლი­სა და მუ­ჯუ­რე­თუ­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სია, რაც კი ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა, ლა­რი არ­სე­ბობს. ასე­თი მა­ღა­ლი ფა­სი ვა­ზის ამ ჯი­შე­ბის ყურ­ძენ­ზე საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შიც არ ყო­ფი­ლა. რუ­სე­თის ემ­ბარ­გომ­დეც (2006 წ.), ალექ­სან­დ­რო­ულ­სა და მუ­ჯუ­რე­თულს კომ­პა­ნი­ე­ბი 4-5 ლარ­ზე მე­ტად არ იბა­რებ­დ­ნენ.

რე­კორ­დუ­ლი ფა­სი და­ფიქ­სირ­და ლეჩხუმ­შიც ვა­ზის იშ­ვი­ა­თი და ყვე­ლა­ზე ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯი­შის, უსა­ხე­ლო­უ­რის ყურ­ძენ­ზე. ოყუ­რე­შელ­მა მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა თა­ვი­ანთ ზვრებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი უსა­ხე­ლო­უ­რი 1 კგ. 14-15 ლა­რად გა­ყი­დეს. ასე­თი მა­ღა­ლი ფა­სი უკი­დუ­რე­სად მცი­რე მო­სა­ვალ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. შე­და­რე­ბი­სათ­ვის - გა­სულ წელს 1 კგ უსა­ხე­ლო­უ­რი 10 ლა­რი ღირ­და.

კომ­პა­ნია „უსა­ხე­ლა­უ­რის ვე­ნა­ხე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, პა­ა­ტა შა­რა­შე­ნი­ძე წელს უსა­ხე­ლო­უ­რის­გან ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას არ გეგ­მავ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მცი­რე მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო (2 ტო­ნა ყურ­ძე­ნი 3 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი­დან), რომ გა­დაწყ­ვი­ტა, ყურ­ძე­ნი აღარ გა­ე­ყი­და და ღვი­ნო და­ე­წუ­რა. გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ამ რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო - 17 ტო­ნა უსა­ხე­ლო­უ­რი და ყურ­ძე­ნი მთლი­ა­ნად გა­ყი­და (1 კგ 10 ლა­რად). პა­ა­ტა შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, „უსა­ხე­ლა­უ­რის ვე­ნა­ხებს" წი­ნა წლე­ბის ღვი­ნის მა­რა­გე­ბი ჯერ კი­დევ აქვს და ამი­ტომ 17 ტო­ნა ყურ­ძ­ნის­გან და­მა­ტე­ბით კი­დევ ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის გეგ­მებ­ში არ შე­დი­ო­და.

პა­­ტა შა­რა­შე­ნი­ძე, უსა­ხე­ლა­­რის ვე­ნა­ხე­ბის" მე­პატ­რო­ნე: „ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას არც წელს ვა­პი­რებ­დი. რთუ­ლი წე­ლი­წა­დი გვქონ­და - გა­ზაფხულ­ზე ყინ­ვამ ახა­ლი კვირ­ტე­ბი და­ა­ზი­ა­ნა და შემ­დ­გომ­ში ვაზ­მა მტევ­ნე­ბი ე.წ. მე­ო­რად კვირ­ტებ­ზე და­ის­ხა. გა­ზაფხუ­ლი, სხვა მხრივ, ნორ­მა­ლუ­რი იყო და არც ისე­თი წვი­მი­ა­ნი, რო­გორც რა­ჭა­ში და იმე­რეთ­ში. ზაფხუ­ლის გვალ­ვამ კი შეგ­ვა­წუ­ხა, მაგ­რამ ოყუ­რეშ­ში ჰა­ვა მა­ინც საკ­მა­ოდ ტე­ნი­ა­ნია და გვალ­ვის გა­მო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზა­რა­ლი არ მიგ­ვი­ღია. თუმ­ცა, ივ­ნის­ში ვე­ნახს რა­ღაც სა­ში­ნელ­მა და­ა­ვა­დე­ბამ შე­მო­უ­ტია - არც ჭრაქს ჰგავ­და და არც ნა­ცარს. ერთ ღა­მე­ში მო­სავ­ლის 1/3 დავ­კარ­გეთ. აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბე­რი ცხე­ლი თვე­ე­ბი იყო და უსა­ხე­ლო­უ­რი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ად­რე დამ­წიფ­და. რთვე­ლის სამ­ზა­დი­სი რო­ცა და­ვიწყეთ, ვვა­რა­უ­დობ­დით, რომ 7 ტო­ნამ­დე ყურ­ძენს დავ­კ­რეფ­დით და ალ­ბათ, ასეც იქ­ნე­ბო­და, რომ არა ჩი­ტე­ბის უჩ­ვე­უ­ლო შე­მო­სე­ვა ოყუ­რეშ­ში. ჩი­ტებ­მა მო­სავ­ლის დი­დი ნა­წი­ლი პირ­და­პირ ხე­ლი­დან გა­მოგ­ვა­ცა­ლეს. ამი­ტომ რაც გა­დარ­ჩა - სულ რა­ღაც 2 ტო­ნა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, აღარ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და ღვი­ნო და­ვა­ყე­ნე. ღვი­ნოს მა­ინც ბევ­რად მა­ღა­ლი ფა­სი აქვს და იმე­დია, ღვი­ნის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით წლე­ვან­დე­ლი ზა­რა­ლის ნა­წილს მა­ინც ამო­ვი­ღებთ".

პა­ა­ტა შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, ჩი­ტე­ბის შე­მო­სე­ვა გა­ზაფხუ­ლის ყინ­ვამ და ზაფხუ­ლის გვალ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა, რის გა­მო­ი­სო­ბი­თაც შე­მოდ­გო­მის­თ­ვის ტყე­ებს ხი­ლი და კენ­კ­რა აღარ შერ­ჩა და ჩი­ტე­ბი ვე­ნა­ხებს შე­ე­სი­ენ. იგი­ვეს ამ­ბობს კომ­პა­ნია „ხა­რე­ბას" მეღ­ვი­ნე ლა­დო კუბ­ლაშ­ვი­ლი: „ოყუ­რეშ­ში პა­ტა­რა ვე­ნა­ხი გვაქვს, რო­მე­ლიც წელს სეტყ­ვის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­დე­ე­ბით და­ვი­ცა­ვით, ჩი­ტებ­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად კი სოფ­ლის ბი­ჭე­ბი და­ვიხ­მა­რეთ, რომ­ლე­ბიც ფრინ­ვე­ლებს ხმა­უ­რით აფ­რ­თხობ­დ­ნენ. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა ოყუ­რეშ­ში აქამ­დე არ გვქო­ნია. ცნო­ბი­ლია, რომ ბურ­გუნ­დი­ა­ში მე­ვე­ნა­ხე­ებს დიდ ზა­რალს აყე­ნე­ბენ გა­რე­უ­ლი ტა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად გრძნო­ბენ სე­ზო­ნის დად­გო­მას და იცი­ან, სად და რო­გორ შე­ვიდ­ნენ ვე­ნა­ხებ­ში. ასე­ვეა ეს ჩი­ტე­ბიც - რო­გორც კი უსა­ხე­ლო­უ­რი დატ­კ­ბა, მა­შინ­ვე მოფ­რინ­დ­ნენ და შე­ე­სივ­ნენ ყურ­ძენს".

რთვე­ლის პე­რი­ოდ­ში ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის - „ხვან­ჭ­კა­რას" მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სპე­ცი­ფი­კურ ზო­ნა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ღვი­ნის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რი შტა­ბი გახ­ს­ნა. ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა სა­ა­გენ­ტომ მხო­ლოდ კა­ხეთს და რა­ჭას არ­გუ­ნა. რო­გორც ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე, პა­ა­ტა ჭავ­ჭა­ნი­ძე ამ­ბობს, რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რა­ჭა­ში სა­ა­გენ­ტოს ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა ჰქონ­და: აღ­რიცხ­ვი­ა­ნო­ბა და ჯი­შუ­რი სიწ­მინ­დის დაც­ვა.

უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, სა­ა­გენ­ტო მკაც­რად აკონ­ტ­რო­ლებს, რომ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებ­მა „ხვან­ჭ­კა­რა" მხო­ლოდ ალექ­სან­დ­რო­უ­ლის­გან და მუ­ჯუ­რე­თუ­ლის­გან და­ა­ყე­ნონ. გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხ­ვე­ვებ­ში, კა­ნო­ნით 15%-ის ფარ­გ­ლებ­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია ად­გი­ლობ­რივ ვე­ნა­ხებ­ში დაკ­რე­ფი­ლი სხვა წი­თელ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი ჯი­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ძი­რი­თა­დად, ეს და­მა­ტე­ბი­თი ჯი­შე­ბია ძელ­შა­ვი და სა­ფე­რა­ვი. ასეთ­მა მკაც­რ­მა კონ­ტ­როლ­მა და აღ­რიცხ­ვი­ა­ნო­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­წეს­რი­გე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ღვი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ალექ­სან­დ­რო­ულ­სა და მუ­ჯუ­რე­თულ­ზე მოთხოვ­ნა იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და, რომ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი 1 კგ ყურ­ძენ­ში 8 ლა­რის გა­დახ­და­საც არ ნა­ნო­ბენ. ასე­თი მა­ღა­ლი ფა­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის ინ­დი­კა­ტო­რი, რომ ად­გილ­წარ­მო­შო­ბის ღვი­ნის - „ხვან­ჭ­კა­რას" ფალ­სი­ფი­კა­ცია აღარ ხდე­ბა. თე­ო­რი­უ­ლად, „ხვან­ჭ­კა­რას" წარ­მო­ე­ბა­ში მა­სობ­რი­ვად რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სა­ფე­რა­ვი, რო­გორც ეს 90-იან წლებ­ში ხდე­ბო­და, მოთხოვ­ნა უმე­ტეს­წი­ლად ამ ჯი­შის ყურ­ძ­ნით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და და ალექ­სან­დ­რო­უ­ლი­სა და მუ­ჯუ­რე­თუ­ლის ფა­სიც ახ­ლან­დე­ლის ნა­ხე­ვა­რი თუ იქ­ნე­ბო­და.

პა­ა­ტა ჭავ­ჭა­ნი­ძის თქმით, ჯი­შუ­რი სიწ­მინ­დის დაც­ვის პო­ლი­ტი­კამ, ღვი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას­თან ბრძო­ლამ და ყურ­ძენ­ზე ერ­თი­ო­რად გაზ­რ­დილ­მა მოთხოვ­ნამ მე­ვე­ნა­ხე­ებს სტი­მუ­ლი მის­ცა, და­ეწყოთ ახა­ლი ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბა. მე­ვე­ნა­ხე­თა დაბ­რუ­ნე­ბა მა­მა-პა­პი­სე­ულ კარ-მი­და­მო­ში კი დი­დი შვე­ბა იქ­ნე­ბა რა­ჭის­თ­ვის, რო­მე­ლიც მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნია.

ერთ-ერ­თი ასე­თი მე­ვე­ნა­ხეა მე­რაბ ახო­ბა­ძე, რო­მე­ლიც უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სო­ფელ ხვან­ჭ­კა­რა­ში სა­ო­ჯა­ხო მა­რანს და სა­მე­ურ­ნეო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას აწეს­რი­გებს. მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ალექ­სან­დ­რო­უ­ლი­სა და მუ­ჯუ­რე­თუ­ლის ვე­ნა­ხი, რო­მელ­საც ორ­გა­ნუ­ლი მე­თო­დე­ბით უვ­ლის. მო­მა­ვა­ლი წლი­დან შე­საძ­ლოა, ბი­ოღ­ვი­ნის ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხ­მაც და­იწყოს. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას წლე­ვან­დელ რთველს უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს და ამ­ბობს, რომ რაჭ­ვე­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დ­ნენ: „გა­ზაფხუ­ლის ყინ­ვე­ბის შე­დე­გად, არა მხო­ლოდ ყურ­ძ­ნის, არა­მედ კაკ­ლის მო­სა­ვა­ლიც არ არის რა­ჭა­ში, რაც ამ რე­გი­ო­ნის­თ­ვის დი­დი დარ­ტყ­მაა. იმე­რეთ­შიც ცუ­დი მო­სა­ვა­ლი იყო და ამი­ტომ აქა­ურ­მა ოჯა­ხებ­მა თა­ვი­ან­თ­თ­ვის მო­სახ­მა­რი ღვი­ნო კა­ხე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი რქა­წი­თე­ლის­გან და­ა­ყე­ნეს. მო­სა­ვალ­ზე გა­ზაფხუ­ლის წვი­მებ­მაც იმოქ­მე­და, რის გა­მოც ვა­ზის და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლა გარ­თულ­და. მე მა­გა­ლი­თად ერთ ღა­მე­ში გა­მი­ფუჭ­და ვე­ნა­ხი, სა­ვა­რა­უ­დოდ - ნაც­რის­გან. სა­ღა­მოს რომ გა­მო­ვე­დი ვე­ნა­ხი­დან და ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო, დი­ლით სრუ­ლი­ად შეც­ვ­ლი­ლი დამ­ხ­ვ­და. ეს პრობ­ლე­მა მა­სობ­რი­ვად იყო. თუმ­ცა, არის სოფ­ლე­ბი, სა­დაც მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი და­ა­ვა­დე­ბებ­მა ნაკ­ლე­ბად შე­ა­წუ­ხა (სად­მე­ლი, ძი­რა­გე­უ­ლი და სხვა)".

მე­რაბ ახო­ბა­ძის თქმით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რა­ჭა­ში მე­ვე­ნა­ხე­ებს შე­მოდ­გო­მა­ზე მო­სავ­ლის 70%-იანი და­ნა­კარ­გი ჰქონ­დათ, რაც ად­რე­უ­ლი ყინ­ვე­ბი­სა და ვა­ზის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­და, სეტყ­ვით და გვალ­ვით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. სეტყ­ვამ ჭრე­ბა­ლო­სა და ჩორ­ჯოს ვე­ნა­ხე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა გვალ­ვას, ზაფხულ­ში ორ თვე­ზე მეტ­ხანს არ უწ­ვი­მია და ამ დროს ტემ­პე­რა­ტუ­რა ცელ­სი­უ­სით 40 გრა­დუს­ზე მაღ­ლაც ადი­ო­და.

პა­ა­ტა ჭავ­ჭა­ნი­ძის თქმით, რა­ჭა­ში ყურ­ძენ­ზე მზარ­დი მოთხოვ­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სე­ბის რე­კორ­დუ­ლი ზრდა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის აღ­კ­ვე­თის გარ­და, რუ­სე­თის ბაზ­რის გახ­ს­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა: „ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მკაცრ აღ­რიცხ­ვი­ა­ნო­ბას და ჯი­შუ­რი სიწ­მინ­დის კონ­ტ­როლს რამ­დე­ნი­მე წე­ლია, დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს, მაგ­რამ ყურ­ძენ­ზე ფა­სი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც რუ­სე­თის ბა­ზა­რი გა­იხ­ს­ნა. ამ­დე­ნად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ რუ­სე­თის ბაზ­რის გახ­ს­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. „ხვან­ჭ­კა­რის" სპე­ცი­ფი­კუ­რი ზო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ჯვა­რი­სა­ში ერთ-ერ­თ­მა მე­ვე­ნა­ხემ ალექ­სან­დ­რო­უ­ლი და მუ­ჯუ­რე­თუ­ლი 14 ჰექ­ტარ­ზე გა­ა­შე­ნა. ამ კაცს პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი 4-5 წლის შემ­დეგ ექ­ნე­ბა, მაგ­რამ მო­მა­ვალს ოპ­ტი­მიზ­მით უყუ­რებს და ხარჯს და­უ­ნა­ნებ­ლად სწევს. ასე­თი­ვე იმე­დით აშე­ნე­ბენ ახალ ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც".

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­მო, რუ­სე­თის ბა­ზა­რი საკ­მა­ოდ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, მაგ­რამ ემ­ბარ­გოს შემ­დ­გო­მი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი ქარ­თულ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში ცალ­სა­ხად თვალ­ში­სა­ცე­მია. პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბის­გან დაზღ­ვე­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა იქ­ნე­ბა, თუ­კი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, მცი­რე და ოჯა­ხუ­რი მარ­ნე­ბი, ასე­ვე - ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ყვე­ლა ღო­ნეს იხ­მა­რენ, რა­თა აქე­დან­ვე იზ­რუ­ნონ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ბაზ­რებ­ზე დამ­კ­ვი­რე­ბი­სათ­ვის. ქარ­თულ ღვი­ნო­ზე მოთხოვ­ნა სხვა ბაზ­რებ­ზეც თუ გაჩ­ნ­და, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რუ­სეთ­მა კი­დე­ვაც რომ ჩა­კე­ტოს საზღ­ვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის­თ­ვის, თან­მ­დევ პრო­ცე­სებს მეღ­ვი­ნე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნენ და მე­ვე­ნა­ხე­თა ოპ­ტი­მიზ­მ­საც უფ­რო მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ექ­ნე­ბა.

lika andiashvili