„ოჯა­ლე­ში 100%"
21 ნოემბერი, 2014
1600
print

რე­გუ­ლა­ცი­­ბი, ხარ­ვე­ზე­ბი და კუ­რი­­ზე­ბი

 ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი

 ვა­ზი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ" სა­ქარ­­ვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ოჯა­ლე­ში და ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში ვა­ზის ორი სხვა­დას­­ვა ჯი­შია. კა­ნო­ნის III თავ­ში მო­ცე­მუ­ლია საღ­ვი­ნედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი სორ­ტი­მენ­ტი, სა­დაც ფე­რად­ყურ­­ნი­ან საღ­ვი­ნე ჯი­შე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ოჯა­ლე­ში და ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში ცალ-ცალ­კეა აღ­ნუს­ხუ­ლი. მი­­ხე­და­ვად ამი­სა, ლეჩხუმ­ში გავ­­ცე­ლე­ბუ­ლი ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­შის­გან და­ყე­ნე­ბულ ღვი­ნო­ებს მწარ­მო­­ბე­ლი კომ­პა­ნი­­ბი ოჯა­ლე­შის სა­ხე­ლით ყი­დი­ან. თა­ვის ოფი­ცი­­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­ში ვა­ზის ამ ჯიშს ასე­ვე ოჯა­ლე­შის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტო, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­­გე­ბე­ლია მეღ­ვი­ნე­­ბა­ში ჯი­შუ­რი სიწ­მინ­დის დაც­ვა­ზე.

 „დროა, ოჯა­ლეშს და­ერ­ქ­ვას ოჯა­ლე­ში!" - ამ­ბობს მცი­რე მარ­ნის Vino Martville-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზა­ზა გა­გუა, რო­მე­ლიც სა­მი წე­ლია, მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - თა­მა­კონ­სა და თარ­გა­მე­ულ­ში მე­ვე­ნა­ხე-გლე­ხე­ბის­გან ოჯა­ლეშს იბა­რებს და მის­გან წი­თელ მშრალ ღვი­ნოს აწარ­მო­ებს. შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ღვი­ნომ მა­ლე გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი არა მარ­ტო ხა­რის­ხით, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში იმით, რომ „ოჯა­ლე­შის" სა­ხელ­წო­დე­ბით ბოთ­ლ­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი პირ­ვე­ლი მშრა­ლი ღვი­ნოა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნ­და. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბი­ლი „ოჯა­ლე­ში" იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი და მას სტი­ლი არა­სო­დეს შე­უც­ვ­ლია. ზა­ზა გა­გუ­ას მშრალ­მა „ოჯა­ლეშ­მა" არა მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლი გურ­მა­ნე­ბის, არა­მედ უცხო­ე­ლი ნე­გო­ცი­ან­ტე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო. Vino Martville-ს 2013 წლის მო­სავ­ლის „ოჯა­ლე­შის" ორა­სამ­დე ბოთ­ლი თვით ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­ულ ლონ­დო­ნის ბა­ზარ­ზეც მოხ­ვ­და. ამ წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ზა­ზა გა­გუ­ამ თარ­გა­მე­ულ­ში ოჯა­ლე­შის სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხი გა­ა­შე­ნა და მო­მა­ვალ­ში სხვა აბო­რი­გე­ნუ­ლი იშ­ვი­ა­თი ვა­ზის ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბა­საც აპი­რებს.

მოთხოვ­ნას, რომ ოჯა­ლეშს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქ­ვას და ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­შის­გან გა­ი­მიჯ­ნოს, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" მეღ­ვი­ნე, ლა­დო კუბ­ლაშ­ვი­ლიც ეთან­ხ­მე­ბა: „ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყო­ველ­თ­ვის მკაც­რად იცავს ჯი­შურ სიწ­მინ­დეს და გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი ღვი­ნო­ე­ბი ჩა­მოს­ხ­მუ­ლია ამა თუ იმ ჯი­შის მშობ­ლი­ურ სპე­ცი­ფი­კურ მიკ­რო­ზო­ნებ­ში. მიგ­ვაჩ­ნია, რომ რო­გორც, მა­გა­ლი­თად, „უსა­ხე­ლო­უ­რი" უნ­და იყოს და­ყე­ნე­ბუ­ლი ლეჩხუმ­ში, ოყუ­რე­შის სპე­ცი­ფი­კურ მიკ­რო­ზო­ნა­ში დაკ­რე­ფი­ლი იშ­ვი­ა­თი ვა­ზის ჯი­შის - უსა­ხე­ლო­უ­რის ყურ­ძ­ნის­გან, ასე­ვე ოჯა­ლე­ში უნ­და და­იკ­რი­ფოს სა­მეგ­რე­ლო­ში და თა­ნაც ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მიკ­რო­ზო­ნა­ში - მდი­ნა­რე ტე­ხუ­რის ხე­ო­ბა­ში".

 ორ­ნა­­რი ოჯა­ლე­ში ორ­ნა­­რი ფა­სით

 ოჯა­ლეშ­სა და ორ­ბე­ლურ ოჯა­ლეშს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა წლე­ვან­დე­ლი რთვე­ლის დროს და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა ფა­სებ­მაც წარ­მო­ა­ჩი­ნა - ოჯა­ლე­ში მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 6 ლა­რი ღირ­და, ხო­ლო ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში - 2,5 ლა­რი. 

ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში ორ­ბე­ლურ ოჯა­ლეშ­ზე კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ფას­ზე (2,5 ლა­რი) მე­ვე­ნა­ხე გლე­ხებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტეს. მათ პრო­ტესტს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „დღეს, რო­ცა რთვე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთავ­რ­დე­ბა, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ, ხე­ლი შე­უ­შა­ლონ ყურ­ძ­ნის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცესს. ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რ­ძო­ბენ ყურ­ძ­ნის მი­ღე­ბას და მზად არი­ან, ოჯა­ლე­შის ჯი­შის ყურ­ძენ­ში გა­და­ი­ხა­დონ მაქ­სი­მა­ლუ­რი ფა­სი (2.50 ლა­რი), რაც კი ცა­გერ­ში ოდეს­მე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის მხრი­დან ფა­სის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და რთვე­ლის პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბა გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია. ხაზ­გას­მით უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დას­რულ­და ის დრო, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო უხე­შად ერე­ო­და რთვე­ლის პრო­ცეს­ში, თა­ვად გან­საზღ­ვ­რავ­და ყურ­ძ­ნის ფასს და კერ­ძო სექ­ტო­რის კონ­კუ­რენ­ტი ხდე­ბო­და. სა­ხელ­მ­წი­ფო ფა­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში არ ჩა­ე­რე­ვა. ფასს არე­გუ­ლი­რებს ბა­ზა­რი".

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­დაც წელს ასე­ვე რე­კორ­დუ­ლი ფა­სი და­ფიქ­სირ­და ოჯა­ლეშ­ზე - 6 ლა­რი. ეს არის ზუს­ტად ორ­ჯერ უფ­რო მა­ღა­ლი ფა­სი, ვიდ­რე აქა­ურ მე­ვე­ნა­ხე­ებს წი­ნა წლებ­ში სთა­ვა­ზობ­დ­ნენ. ფა­სის ასე­თი ზრდა გა­ნა­პი­რო­ბა ოჯა­ლე­შით „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" და­ინ­ტე­რე­სე­ბამ. ამ კომ­პა­ნი­ამ წელს მე­ვე­ნა­ხე გლე­ხე­ბი­სა­გან პირ­ვე­ლად შე­ი­ძი­ნა ოჯა­ლე­ში ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ფი­კურ ზო­ნა­ში - მდი­ნა­რე ტე­ხუ­რის ხე­ო­ბის სოფ­ლებ­ში (სალ­ხი­ნო, თა­მა­კო­ნი, თარ­გა­მე­უ­ლი). რო­გორც ლა­დო კუბ­ლაშ­ვილ­მა გვითხ­რა, მი­ღე­ბუ­ლი ყურ­ძ­ნის­გან კომ­პა­ნია ორი სა­ხის ღვი­ნოს შექ­მ­ნის - ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბილს და მშრალს. გარ­და ამი­სა, მშრა­ლი ოჯა­ლე­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ქვევ­რებ­ში იქ­ნე­ბა და­ყე­ნე­ბუ­ლი.

ზა­ზა გა­გუ­ას თქმით, „ხა­რე­ბას" გა­მო­ჩე­ნამ­დე იგი უკ­ვე შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი იყო მე­ვე­ნა­ხე­ებ­თან, რომ ოჯა­ლეშს წი­ნა წლე­ბის მსგავ­სად, 3 ლა­რად შე­ი­ძენ­და. „ხა­რე­ბას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი მათ ჯერ 5 ლა­რი, ხო­ლო ბო­ლოს 6 ლა­რიც კი შეს­თა­ვა­ზეს: „ფაქ­ტობ­რი­ვად, კომ­პა­ნი­ამ ჩემ­თან აუქ­ცი­ო­ნი გა­მარ­თა. ჯერ 5 ლარ­ზე აწია თა­მა­სა, ხო­ლო რო­ცა მეც გა­მოვ­თ­ქ­ვი მზა­ო­ბა, კი­ლოგ­რამ ოჯა­ლეშ­ში 5 ლა­რი გა­და­მე­ხა­და, მათ კი­დევ ერ­თი ბი­ჯი გა­ა­კე­თეს და სა­ბო­ლო­ოდ ყურ­ძე­ნი 6 ლა­რად იყი­დეს. ასე­თი კონ­კუ­რენ­ცია და მოთხოვ­ნის ზრდა ვა­ზის ამ იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ყურ­ძენ­ზე, ერ­თი მხრივ, კარ­გია, რად­გან აქა­ურ გლე­ხებს სტი­მუ­ლი მი­ე­ცე­მათ, ოჯა­ლე­ში გა­ა­შე­ნონ. ბო­ლო წლებ­ში მე მა­თაც და ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­საც მივ­მარ­თავ­დი თხოვ­ნით, რომ ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცი­ათ უნი­კა­ლუ­რი სა­ვე­ნა­ხე ად­გი­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცე­სი­სათ­ვის, სა­დაც ვე­ნა­ხე­ბის ნაც­ვ­ლად მა­სობ­რი­ვად თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმე­დია, ახ­ლა მა­ინც მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ ოჯა­ლე­ში­სა და სხვა არა­ნაკ­ლებ ღირ­სე­უ­ლი აბო­რი­გე­ნუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბა უფ­რო მომ­გე­ბი­ა­ნი და ამა­ვე დროს პატ­რი­ო­ტუ­ლი საქ­მეა. მე­ო­რე მხრივ, „ხა­რე­ბამ" ად­გი­ლობ­რივ მე­ვე­ნა­ხე­ებს უკ­ვე მო­ლო­დი­ნი შე­უქ­მ­ნა, რომ მო­მა­ვალ წელ­საც იქ­ნე­ბა ასე­თი­ვე ინ­ტე­რე­სი მათ ყურ­ძენ­ზე და იმე­დია, კომ­პა­ნი­ის ვი­ზი­ტი მდი­ნა­რე ტე­ხუ­რას ხე­ო­ბა­ში ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ცია არ იქ­ნე­ბა".

ლა­დო კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ფა­სი კომ­პა­ნი­ას ად­გი­ლობ­რივ­მა მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა უკარ­ნა­ხეს და სა­ბო­ლო­ოდ კომ­პა­ნი­ამ ყურ­ძე­ნი შე­ი­ძი­ნა იმ ფა­სად, რა ფა­სიც მო­ითხო­ვეს მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა: „წელს გა­ზაფხულ­ზე სა­მეგ­რე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა მხა­რე­ებ­ში, ყინ­ვის­გან ვა­ზი ისე და­ზი­ან­და, რომ მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა მო­სავ­ლის მხო­ლოდ მე­სა­მე­დი მი­ი­ღეს. ამი­ტომ, რო­გორც მათ გვითხ­რეს, ფას­ზე ამა­ნაც იმოქ­მე­და. რა თქმა უნ­და, ჩვენ მო­მა­ვალ წელ­საც შე­ვი­ძენთ აქა­ურ ყურ­ძენს, მაგ­რამ იმ ფა­სად, რა ფას­საც გვი­კარ­ნა­ხებს მო­მა­ვა­ლი რთვე­ლი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი. სა­მო­მავ­ლოდ ასე­ვე ვეც­დე­ბით ამ რე­გი­ონ­ში სა­ვე­ნა­ხე ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნოთ და ოჯა­ლე­შის სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნოთ. ასე­ვე ვე­ლით, რომ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც მოგ­ვ­ბა­ძა­ვენ და და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ნამ­დ­ვი­ლი ოჯა­ლე­შით. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ჯი­შის ყურ­ძენ­ზე კონ­კუ­რენ­ცია კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა და ეს ად­გი­ლობ­რი­ვი გლე­ხე­ბის­თ­ვის და ამ ჯი­შის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვა­ლია".

 ოჯა­ლე­ში 100%"... ზღვის დო­ნი­დან 1700 მეტ­­ზე"

ლეჩხუმ­ში მიმ­დი­ნა­რე რთვე­ლის თე­მა­ზე ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში ხაზ­გას­მუ­ლი არ არის, რომ ორ­ბე­ლურ ოჯა­ლეშ­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც ცო­ტა არ იყოს, და­მაბ­ნე­ვე­ლია. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ალ­ბათ უფ­რო კარ­გად უნ­და და­ე­ზუს­ტე­ბი­ნა, რომ სა­უ­ბა­რი ორ­ბე­ლურ ოჯა­ლეშ­ზეა.

რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­შის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და რა­ო­ბის სა­კითხ­ზე ამ­პე­ლოგ­რა­ფე­ბი ჯერ კი­დევ არ არი­ან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი. გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში გა­მო­ცე­მულ ფუნ­და­მენ­ტურ ნაშ­რომს „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ­პე­ლოგ­რა­ფია" (ავ­ტო­რე­ბი: ნი­კო კეცხო­ვე­ლი, დი­მიტ­რი ტა­ბი­ძე, მაქ­სი­მე რა­მიშ­ვი­ლი) თან ერ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვა­ზის ჯი­შე­ბის სია, სა­დაც ცალ­კე არის ნახ­სე­ნე­ბი ვა­ზის შავ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი ჯი­ში „ორ­ბე­ლუ­რის" სა­ხელ­წო­დე­ბით (რა­ჭა-ლეჩხუ­მი, მცი­რე გავ­რ­ცე­ლე­ბით) და ცალ­კე ასე­ვე შავ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი „ოჯა­ლე­ში" (სა­მეგ­რე­ლო, საკ­მაო გავ­რ­ცე­ლე­ბით). იქ­ვე ნახ­სე­ნე­ბია კი­დევ ერ­თი შავ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი ოჯა­ლე­ში - „ოჯა­ლე­ში გუ­რი­ის" (გუ­რია, მცი­რე გავ­რ­ცე­ლე­ბით). ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ საქ­მე გვაქვს ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ვა­ზის სამ ჯიშ­თან.

ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­შის წარ­მო­მავ­ლო­ბის სა­კითხ­ზე ერთ-ერ­თი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ეს ჯი­ში მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სა­მეგ­რე­ლო­დან შე­ვი­და ლეჩხუმ­ში და და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თარ­და ისე, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გე­ოგ­რა­ფი­ულ გა­რე­მო­ში ჯი­შის გარ­კ­ვე­უ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა. არის სხვა ვერ­სი­აც, რომ ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში შე­საძ­ლოა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იყოს ვა­ზის ფრან­გუ­ლი ჯი­ში მერ­ლო, რა­ზეც „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ­პე­ლოგ­რა­ფი­ის" ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი, მაქ­სი­მე რა­მიშ­ვი­ლიც გა­მოთ­ქ­ვამს ვა­რა­უდს. მარ­თა­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ გა­სარ­კ­ვე­ვია და ამ­პე­ლოგ­რა­ფებს სა­მუ­შაო აქვთ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ „ვა­ზი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­ზის ჯი­შე­ბის ეროვ­ნულ სორ­ტი­მენ­ტ­ში ცალ-ცალ­კეა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი - ოჯა­ლე­ში და ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში. კა­ნონს კი დაც­ვა სჭირ­დე­ბა.

კი­დევ უფ­რო მეტ გა­უ­გებ­რო­ბას, დაბ­ნე­უ­ლო­ბას და კითხ­ვებს იწ­ვევს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მი­ერ უკ­ვე ჩა­მოს­ხ­მუ­ლი „ოჯა­ლე­შის" ეტი­კე­ტე­ბი. სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ კრი­ტი­კუ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ რამ­დე­ნი­მე ეტი­კეტს.

„თე­ლა­ვის მარ­ნის" მი­ერ 2010 წელს ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ღვი­ნის ეტი­კეტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს არის „ოჯა­ლე­ში" (და არა „ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­ში"). იქ­ვე და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლია - „წარ­მო­მავ­ლო­ბა: რა­ჭა-ლეჩხუ­მის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მხა­რე". ეს მა­შინ, რო­ცა ოჯა­ლე­ში „წარ­მო­მავ­ლო­ბით" სა­მეგ­რე­ლო­და­ნაა და ამა­ზე არა­ვინ კა­მა­თობს. კომ­პა­ნია ეტი­კეტ­ზე ასე­ვე უთი­თებს „ად­გილ­წარ­მო­შო­ბას" და წერს, რომ ეს არის „ოჯა­ლე­შის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი ზო­ნა". ასე­ვე უთი­თებს ცალ­კე „ღვი­ნის კა­ტე­გო­რი­ას" - „ად­გილ­წარ­მო­შო­ბის ღვი­ნო" და ცალ­კე „ღვი­ნის ტიპს" - „წი­თე­ლი ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბი­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სულ 18 ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნოა და მათ შო­რის ოჯა­ლე­ში არც ერ­თი არ არის, რაც სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან „ოჯა­ლე­ში" არის ვა­ზის ჯი­შის სა­ხე­ლი და არა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლის. და­სას­რულს, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, „თე­ლა­ვის მა­რა­ნი" წერს, რომ 2010 წელს მის მი­ერ „რა­ჭა-ლეჩხუ­მის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მხა­რე­ში" დაკ­რე­ფი­ლი ყურ­ძ­ნის­გან ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ღვი­ნო არის „ოჯა­ლე­ში 100%".

შე­და­რე­ბით ლა­კო­ნუ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, შეც­დო­მე­ბის­გან უფ­რო მე­ტად არის დაზღ­ვე­უ­ლი კომ­პა­ნია „თბილ­ღ­ვი­ნოს" 2006 წელს ჩა­მოს­ხ­მუ­ლი „ოჯა­ლე­შის" ეტი­კე­ტი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კომ­პა­ნია გა­სა­გე­ბად უთი­თებს, რომ ღვი­ნო „და­ყე­ნე­ბუ­ლია ლეჩხუ­მის რე­გი­ონ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ორ­ბე­ლუ­რი ოჯა­ლე­შის ყურ­ძ­ნი­დან". ამის მი­უ­ხე­და­ვად, ღვი­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა­ში დი­დი ასო­ე­ბით მა­ინც გა­მო­ტა­ნი­ლია „ოჯა­ლე­ში", რაც მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის ისე­ვე და­მაბ­ნე­ვე­ლია, რო­გორც მა­გა­ლი­თად, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბით დამ­ზა­დე­ბულ სპრედ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი წარ­წე­რა - „კა­რა­ქი".

ასე­თი­ვე ლა­კო­ნუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბა აქვს ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის - „ჭრე­ბა­ლოს ღვი­ნის ქარ­ხ­ნის" „ოჯა­ლეშს". მის ეტი­კეტ­ზეც მოკ­ლედ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ „ოჯა­ლე­ში არის წი­თე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვად მოტ­კ­ბო ღვი­ნო. მზად­დე­ბა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ჯი­შის ყურ­ძ­ნი­სა­გან". თუმ­ცა, რა­ჭა­ში რო­გორ მოხ­ვ­და სა­მეგ­რე­ლოს აბო­რი­გე­ნუ­ლი ჯი­ში „ოჯა­ლე­ში", ამა­ზე მომ­ხ­მა­რე­ბელ­მა უნ­და იფიქ­როს.

ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სოა „კა­ხე­თის ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის" ეტი­კე­ტი, რო­მე­ლიც მომ­ხ­მა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს „წი­თელ ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბილ" და თა­ნაც „ნა­ტუ­რა­ლურ" ღვი­ნოს „ოჯა­ლე­შის" სა­ხელ­წო­დე­ბით. იქ­ვე კომ­პა­ნია ამ­ტ­კი­ცებს, რომ ასე­თი ღვი­ნო „იწარ­მო­ე­ბა 1933 წლი­დან" და „მზად­დე­ბა „ოჯა­ლე­შის" ყურ­ძ­ნის ჯი­ში­სა­გან, რო­მე­ლიც გა­შე­ნე­ბუ­ლია ორ­ბელ­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (ზღვის დო­ნი­დან 1700 მეტ­რ­ზე)".

და­სას­რულს, ოჯა­ლე­შის შე­სა­ხებ ერთ აბ­ზაცს და­ვე­სეს­ხე­ბით მაქ­სი­მე რა­მიშ­ვილს ნაშ­რო­მი­დან „გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლო­სა და აჭა­რის ვა­ზის ჯი­შე­ბი", რა­თა ამ ლე­გენ­და­რულ ჯიშ­ზე მკითხ­ველს უფ­რო სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დეს: „სა­მეგ­რე­ლოს წი­თელ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი ვა­ზის ჯი­შებს შო­რის ოჯა­ლე­ში ძველ­თა­გან­ვე ცნო­ბი­ლია. რო­გორც წარ­სულ­ში, ისე ამ­ჟა­მა­დაც მი­სი პრო­დუქ­ცია გან­კუთ­ვ­ნი­ლია მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი წი­თე­ლი სუფ­რის ტი­პის ღვი­ნო­ე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად. ად­გი­ლობ­რი­ვი შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და აგ­რეთ­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ ოჯა­ლე­ში სა­მეგ­რე­ლოს უძ­ვე­ლე­სი ჯი­შია და თა­ვი­სი ბო­ტა­ნი­კუ­რი და აგ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­შან­თ­ვი­სე­ბე­ბით პონ­ტოს მხა­რის ვა­ზის ჯიშ­თა წყე­ბას ეკუთ­ვ­ნის. ამის და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე, რო­გორც აკად. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მი­სი სა­ხელ­წო­დე­ბაც - „ოჯა­ლე­ში", ე.ი. ვა­ზის მაღ­ლა­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი მეგ­რუ­ლი ტერ­მი­ნი".

 

lika andiashvili