„შევ­რო­ლე ჩა­პა­რალ 2X VGT" - უსაზღ­ვ­რო ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი
28 ნოემბერი, 2014
732
print

ამ ავ­ტო­მო­ბილს რომ ნა­ხავთ, კი­დევ ერ­თხელ დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ინ­ჟინ­რე­ბის და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ფან­ტა­ზი­ას საზღ­ვ­რე­ბი არ აქვს. თით­ქოს, „რედ ბუ­ლის" გე­ნი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ედ­რი­ან ნი­უ­ის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი X1 ის ზღვა­რი იყო, რო­მელ­ზე უკე­თეს­სა და ეფექ­ტურ­საც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა ძნე­ლად თუ შეს­წ­ვ­დე­ბო­და. მაგ­რამ „შევ­რო­ლეს" ჯა­დოქ­რებ­მა და­ამ­ტ­კი­ცეს, რომ ასე არ არის და ამის დას­ტუ­რად, ლოს ან­ჯე­ლე­სის მო­ტორ შო­უ­ზე, ვი­დე­ო­თა­მაშ „გრან ტუ­რიზ­მო 6-სთვის" შექ­მ­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი-სა­ოც­რე­ბა, „ჩა­პა­რალ 2X VGT" წა­რად­გი­ნეს. თა­ნაც, სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლის სა­ხით...

„შევ­რო­ლეს" ამ კონ­ცეპ­ტის სა­ხე­ლად „ჩა­პა­რა­ლი" შემ­თხ­ვე­ვით არ აურ­ჩე­ვია. ამ სა­ხელს 1960-1970-იან წლებ­ში ატა­რებ­და ამე­რი­კუ­ლი სარ­ბო­ლო გუნ­დი, რო­მელ­მაც ავ­ტოს­პორტს რამ­დე­ნი­მე ინო­ვა­ცია აჩუ­ქა. მათ შო­რის, ან­ტი ფრთე­ბი და გრა­უნდ ეფექ­ტი (1966 წელს). კონ­ცეპტს ნო­მე­რი 66 ამ­შ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე „ჩა­პა­რა­ლის" ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ სარ­ბო­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლებს (2E, 2J) ეწე­რა. წარ­სულ­თან კონ­ცეპტს კიდვ ერ­თი რამ - რიცხ­ვი 2 აკავ­ში­რებს. ეს არის „ჩა­პა­რალ ქარ­ზის" ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლის სე­რია. სხვა­თა შო­რის, „ჩა­პა­რა­ლის" ლე­გენ­და­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სწო­რედ „შევ­რო­ლეს" ძრა­ვე­ბით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი.

ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა „ჩა­პა­რალ 2X VGT-საც" ახა­სი­ა­თებს. არამ­ხო­ლოდ უც­ნა­უ­რი ფორ­მის გა­მო, რო­მე­ლიც არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რო­ბის ეჭვს აღ­ძ­რავს. იმ ფო­ტოს რომ შე­ხე­დავთ, რო­მელ­ზეც ავ­ტო­მო­ბი­ლი უკ­ნი­დან ჩანს, ალ­ბათ იფიქ­რებთ, რომ ის რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. მაგ­რამ ასე არაა. ეს ძრა­ვი ლა­ზე­რუ­ლია! ძრა­ვი 900 ცხე­ნის ძა­ლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტურ წე­ვას ქმნის. მას ენერ­გი­ით ლი­თი­უმ იონუ­რი ელე­მენ­ტე­ბის ბლო­კი ამა­რა­გებს, რო­მელ­საც მოძ­რა­ო­ბი­სას სა­ჰა­ე­რო გე­ნე­რა­ტო­რი მუხ­ტავს. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ასეთ ლა­ზე­რულ და­ნად­გარს, ავ­ტო­მო­ბი­ლის ასამ­დე აჩ­ქა­რე­ბა 1.5 წამ­ში შე­უძ­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე კი 386 კმ/სთ-ს აღ­წევს.

„ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ყო­ველ­გ­ვა­რი რეგ­ლა­მენ­ტუ­რი შეზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე შე­ვი­მუ­შა­ვეთ. მან ინ­ჟინ­რებს და დი­ზა­ი­ნე­რებს სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ის გად­მო­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. ისე­ვე რო­გორც ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის წი­ნათ, „ჩა­პა­რა­ლის" სარ­ბო­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, „ჩა­პა­რალ 2X VGT-ზეც" მო­წი­ნა­ვე აერო­კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რაც და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რა", - ამ­ბობს პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ფრენკ სა­უ­სე­დო.

lika andiashvili