ახა­ლი „მუს­ტან­გი" მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლეს ცა­თამ­ბ­ჯენ­ზე
28 ნოემბერი, 2014
708
print

ახა­ლი „მუს­ტან­გი" მწვერ­ვა­ლე­ბის დაპყ­რო­ბას აგ­რ­ძე­ლებს. უფ­რო სწო­რედ, ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბის. მან უკ­ვე „მო­ი­ა­რა" ნიუ იორ­კის სიმ­ბო­ლო - ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გი, შემ­დე­გი ვი­ზი­ტი კი მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლეს ცა­თამ­ბ­ჯენ­ზე, დუ­ბა­ის ბურჟ ხა­ლი­ფა­ზე შე­ას­რუ­ლა. და ეს ვი­ზი­ტი, „ფორ­დის" ახა­ლი, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აფ­რი­კის დი­ვი­ზი­ო­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ემ­თხ­ვა.

ემ­პა­ი­ერ­ზე ას­ვ­ლის წინ, „მუს­ტან­გი" სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ამ­ზა­დეს. ის ექვს ძი­რი­თად ნა­წი­ლად და­ი­შა­ლა, რა­თა ლიფ­ტ­ში მი­სი შე­ტა­ნა ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ცის­ფერ­მა ოვალ­მა სწო­რედ ეს ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­მო­ი­ყე­ნა ბურჟ ხა­ლი­ფა­ზე ასა­ტა­ნა­დაც. ამი­სათ­ვის, დუ­ბა­ი­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის აწყო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ექ­ვ­სი ინ­ჟი­ნე­რიც ჩა­იყ­ვა­ნა. პირ­ველ ეტაპ­ზე, ცა­თამ­ბ­ჯე­ნის ჰოლ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლი ექვს სექ­ცი­ად და­ი­შა­ლა. ლიფ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ეს სექ­ცი­ე­ბი 112-ე სარ­თულ­ზე აიტა­ნეს, რო­მე­ლიც მი­წის ზე­და­პი­რი­დან 399 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მათ ასაწყო­ბად, იმა­ვე გუნდს და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ა­თი დას­ჭირ­და.

„და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის წი­ნათ, „ფორ­დ­მა" მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო, რო­ცა 1965 წლის „მუს­ტან­გი" მსოფ­ლი­ოს იმ დრო­ის უმაღ­ლე­სი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის, ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გის გად­მო­სა­ხედ პლატ­ფორ­მა­ზე აიტა­ნა. ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი შე­ნო­ბა დუ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე­ობს და „მუს­ტან­გ­მა" მას­ზე ასას­ვ­ლე­ლად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­აწყო", - ამ­ბობს „ფორ­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ბილ ფორ­დი (ფო­ტო­ზე ახალ მუს­ტან­გ­თან ერ­თად).

სწო­რედ დუ­ბა­ი­ში გან­თავ­ს­და ცის­ფე­რი ოვა­ლის ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და აფ­რი­კის დი­ვი­ზი­ო­ნის შტაბ-ბი­ნა. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია ამ რე­გი­ონ­ში მა­ლე 25 ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ტა­ნას აპი­რებს და მათ შო­რის პირ­ვე­ლი სწო­რედ ახა­ლი „მუს­ტან­გი" იქ­ნე­ბა. მი­სი პრე­მი­ე­რა იქ მო­მა­ვალ წელს გა­ი­მარ­თე­ბა.

ეს დი­ვი­ზი­ო­ნი ახა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია და ის ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის, სა­ჰა­რის სამ­ხ­რე­თის რე­გი­ო­ნის, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კი­სა და ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის 67 ქვე­ყა­ნას აერ­თი­ა­ნებს. ცნო­ბი­სათ­ვის, აფ­რი­კი­სა და ახ­ლოს აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში 2020 წლამ­დე ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 40 პრო­ცენ­ტით, 5.5 მი­ლი­ო­ნამ­დე უნ­და გა­ი­ზარ­დოს.

lika andiashvili