პატარა ჭიქებით
28 ნოემბერი, 2014
1058
print

იტა­ლი­ელ­მა მეც­ნი­­რებ­მა სა­ცო­ბის და­­ვა­დე­ბა და­­მარ­ცხეს

მეღ­ვი­ნე­ე­ბი უამ­რავ საფ­რ­თხეს უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი სა­ცო­ბის და­ა­ვა­დე­ბა გახ­ლავთ. ღვი­ნის სა­ცობ­ზე ხში­რად ჩნდე­ბა სო­კო­ვა­ნი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რაც სა­ცობს აზი­ა­ნებს, ღვი­ნოს კი უსი­ა­მოვ­ნო სუნს აძ­ლევს. თუმ­ცა იტა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა უკ­ვე მი­აკ­ვ­ლი­ეს და და­ა­პა­ტენ­ტეს კი­დეც მე­თო­დი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც სა­ცობს სო­კო არ გა­უჩ­ნ­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ღვი­ნოც აღარ გა­ფუჭ­დე­ბა. სა­ცო­ბის და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია Brentapack-მა და ტრენ­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვად წა­მო­იწყეს. ისი­ნი 2013 წლი­დან ცდი­ლო­ბენ, სა­ცობს დე­ზინ­ფექ­ცია ისე ჩა­უ­ტა­რონ, რომ ტრიქ­ლო­რა­ნი­ზო­ლი­სა­გან სრუ­ლად გა­იწ­მინ­დოს - სწო­რედ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა იწ­ვევს სა­ცო­ბის და­ა­ვა­დე­ბას. ცდის პირ­ვე­ლი ეტა­პი სულ მცი­რე ხნის წინ დი­დი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, მე­თო­დი კი­დევ უფ­რო დახ­ვე­წონ. თუ ცდის ყვე­ლა ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის, მა­შინ იმ უსი­ა­მოვ­ნო სუნს, რო­მე­ლიც ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას ხელს ასე გვიშ­ლის, სა­მუ­და­მოდ და­ვი­ვიწყებთ. 

ღვი­ნის შერ­ჩე­ვა, ობო­ბა თუ გა­სა­უბ­რე­ბა - რა უფ­რო აში­ნებს ადა­მი­ანს

ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია Naked Wine-მა, რო­მე­ლიც ღვი­ნოს ინ­ტერ­ნე­ტით ყი­დის, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­კითხ­ვა ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­კითხუ­ლი 2 ათა­სი ადა­მი­ა­ნი­დან ყო­ვე­ლი მერ­ვე მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან ღე­ლავს, რო­დე­საც რეს­ტო­რან­ში ღვი­ნოს ირ­ჩევს. მათ ეში­ნი­ათ, რომ შეც­დე­ბი­ან და კერ­ძ­თან შე­უ­სა­ბა­მო სას­მელს შე­უკ­ვე­თენ. ქალ­ბა­ტო­ნებს კი ეს სა­კითხი ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებთ - მხო­ლოდ 6% აცხა­დებს, რომ ღვი­ნის შერ­ჩე­ვი­სას რა­ღაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ეუფ­ლე­ბათ, ვიდ­რე რა­ი­მე სხვა საქ­მის კე­თე­ბი­სას.

გა­მო­კითხ­ვი­სას გა­ირ­კ­ვა, რომ არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი რამ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ზი­ა­ნებთ ადა­მი­ა­ნებს - ეს არის ობო­ბა. ყო­ვე­ლი მე­ექ­ვ­სე რეს­პო­დენ­ტი (16%) აღი­ა­რებს, რომ ეს უწყი­ნა­რი მწე­რე­ბი მათ­ში სა­ში­ნელ შიშს იწ­ვე­ვენ.

მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­ცა (28,5%) და მა­მა­კა­ცე­ბიც (24,5%), ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ ღე­ლა­ვენ, რო­ცა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რის მი­სა­ღე­ბად გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გა­დი­ან. ასე­ვე ორი­ვე სქე­სი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და (ქალ­ბა­ტო­ნე­ბი 25%, მა­მა­კა­ცე­ბი 22%) ისეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბა, სა­დაც არა­ვის იც­ნო­ბენ.

"ჩვენ­მა გა­მო­კითხ­ვამ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი მოგ­ვ­ცა: მა­მა­კა­ცე­ბი ღვი­ნის შერ­ჩე­ვი­სას უფ­რო მეტს შფო­თა­ვენ, ვიდ­რე ობო­ბის და­ნახ­ვი­სას. ამი­ტომ ჩვენ ვცდი­ლობთ, ღვი­ნის შერ­ჩე­ვა სა­ა­მო პრო­ცე­სად ვაქ­ცი­ოთ," - გა­ნაცხა­და კომ­პა­ნია Naked Wine-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, იმონ ფიც­ჯე­რალ­დ­მა.

 მუ­ყა­ოს შე­ფუთ­ვა შამ­პა­ნუ­რი­სათ­ვის

შვედ­მა სტუ­დენ­ტებ­მა მაქს მო­ლი­ტორ­მა და კა­ი­ზა ნი­დენ­მა შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი­სათ­ვის ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­ფუთ­ვა შექ­მ­ნეს და მას Quartz-ი უწო­დეს. Quartz-ი მუ­ყა­ო­სა­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­ხე­ლუ­რიც აქვს. ასე რომ, მი­სი წა­ღე­ბა წვე­უ­ლე­ბა­სა თუ პიკ­ნიკ­ზე სრუ­ლე­ბით არ გა­გიძ­ნელ­დე­ბათ. სტუ­დენ­ტებ­მა ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლის შე­ნახ­ვა ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ მუ­ყა­ოს შე­ფუთ­ვაც ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ბოთლს მხო­ლოდ დაწ­ვე­ნილს თუ შე­ი­ნა­ხავთ. შამ­პა­ნუ­რის ეს ფრი­ად ორი­გი­ნა­ლუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ფუთ­ვა სას­მელს კი­დევ უფ­რო მეტ ხიბლს ჰმა­ტებს და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზეც დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს.

 იხ­ვი პე­კი­ნუ­რად უკ­ვე მუ­ზე­უმ­შია

იხ­ვი პე­კი­ნუ­რად ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი კერ­ძია. სწო­რედ ამი­ტომ პე­კინ­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან Quanjude-ს 150-წლი­ა­ნი იუბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მფლო­ბე­ლებ­მა ამ კერ­ძის მუ­ზე­უ­მი გახ­ს­ნეს. სა­ექ­ს­პო­ზი­ციო დარ­ბა­ზე­ბი რეს­ტორ­ნის ზე­და სარ­თულ­ზეა მოწყო­ბი­ლი. პირ­ველ დარ­ბაზ­ში იხ­ვის მო­ოქ­რუ­ლი ქან­და­კე­ბა დგას, და­ნარ­ჩენ ოთა­ხებ­ში კი იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, რომ­ლებ­საც მათ რეს­ტო­რან­ში ეს სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი კერ­ძი და­უ­გე­მოვ­ნე­ბი­ათ. ექ­ს­პო­ზი­ცი­ას სა­ინ­ფორ­მა­ციო ნა­წი­ლიც ახ­ლავს, სა­დაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით არის მოთხ­რო­ბი­ლი ამ კერ­ძის ის­ტო­რია და გან­მარ­ტე­ბუ­ლია მი­სი მომ­ზა­დე­ბის უმ­თავ­რე­სი წე­სე­ბი. 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში Quanjude-ს მზა­რე­უ­ლებს 200 მი­ლი­ო­ნი იხ­ვი მო­უმ­ზა­დე­ბი­ათ, ასე რომ, რეს­ტო­რანს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ეწო­და კერ­ძის - "იხ­ვი პე­კი­ნუ­რად" - რეს­ტო­რან-მუ­ზე­უ­მი.

 ულ­ვა­ში­­ნებს ლუდ­ზე ფას­დაკ­ლე­ბა ეკუთ­­ნით

ყო­ვე­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ულ­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლი­ოს 21 ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა ნო­ემ­ბ­რის აქ­ცია, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე მა­მა­კა­ცე­ბი იზ­რ­დი­ან ულ­ვაშს და ფულს რიცხა­ვენ ფონ­დ­ში, რო­მე­ლიც პროს­ტა­ტის კი­ბოს კვლე­ვას და მკურ­ნა­ლო­ბას აფი­ნან­სებს. ამ აქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინ­გ­ლი­სურ ენა­ში ასე­თი ტერ­მი­ნიც კი გაჩ­ნ­და Movember (moustache + november). ლას-ვე­გას­ში მდე­ბა­რე ბარ Sin City Brewing Company-ს მფლო­ბე­ლებ­მა კი ამ აქ­ცი­ას კი­დევ ერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შეს­ძი­ნეს და კლი­ენ­ტე­ბის მო­სა­ზი­დად გა­მო­ი­ყე­ნეს. ბა­რის კლი­ენ­ტი ულ­ვა­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი 10%-დან 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. თუ თქვენ პა­ტა­რა ულ­ვა­ში გაქვთ - ისე­თი, რო­გორც ჩარ­ლი ჩაპ­ლინს ჰქონ­და, მი­ნი­მა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებთ, ხო­ლო თუ კარ­გა გვა­რი­ა­ნად დაწ­კე­პი­ლი ულ­ვა­შით გა­მოცხად­დე­ბით, ლუდს ნა­ხე­ვარ ფა­სად მო­გარ­თ­მე­ვენ.

ბა­რის მფლო­ბე­ლებ­მა არც ქალ­ბა­ტო­ნებს დას­წყ­ვი­ტეს გუ­ლი და გარ­კ­ვე­უ­ლი გარ­ჯის სა­ფა­სუ­რად ფას­დაკ­ლე­ბა მა­თაც შეს­თა­ვა­ზეს. ქალ­ბა­ტო­ნებ­მა თით­ზე ულ­ვა­ში უნ­და და­ი­ხა­ტონ, შემ­დეგ ეს ულ­ვა­ში­ა­ნი თი­თი სა­ულ­ვა­შე­ზე მი­ი­დონ, ფო­ტო გა­და­ი­ღონ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თონ.

 ვინ სვამს ყვე­ლა­ზე მეტ ლუდს

კომ­პა­ნია Kirin Holdings-მა იმ ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი შე­ად­გი­ნა, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც ყვე­ლა­ზე მეტ ლუდს სვამს. ალ­ბათ არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუ ვიტყ­ვით, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ჩე­ხეთს ხვდა წი­ლად. ჩე­ხე­თის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ქა­ლა­ქე, წე­ლი­წად­ში და­ა­ახ­ლო­ე­ბით 148 ლიტრ ლუდს სვამს. მე­ო­რე ად­გილ­ზე ავ­ს­ტ­რა­ლია და­სა­ხელ­და - წე­ლი­წად­ში 107 ლიტ­რი ლუ­დით. მათ ფეხ­და­ფეხ მოჰ­ყ­ვე­ბა გერ­მა­ნია (106 ლ), ეს­ტო­ნე­თი (102 ლ), პო­ლო­ნე­თი (98 ლ) და ირ­ლან­დია (98 ლ). ბო­ლო ად­გი­ლე­ბი კი შრი-ლან­კამ და ინ­დო­ეთ­მა გა­ი­ნა­წი­ლა, სა­დაც თი­თო მო­სახ­ლე წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ 2 ლიტრ ლუდს სჯერ­დე­ბა.

 

lika andiashvili