კი­დევ ერ­თხელ გოგ­რის შე­სა­ხებ
28 ნოემბერი, 2014
1458
print

ქე­თი ადე­იშ­ვი­ლი 

ალ­ბათ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვ­დე­ბით მცე­ნა­რეს, რომ­ლის ყვა­ვი­ლი, ღე­რო, ქერ­ქი, რბი­ლო­ბი და თეს­ლი ერ­თ­ნა­ი­რად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია. გოგ­რის რბი­ლო­ბი შე­იძ­ლე­ბა შევ­წ­ვათ და მოვ­ხარ­შოთ, მის­გან მზად­დე­ბა წვნი­ა­ნი, პი­უ­რე, გულ­სარ­თი ღვე­ზე­ლის­თ­ვის, თეს­ლი­დან ხდი­ან ძვირ­ფას ზეთს, მო­ხა­ლუ­ლი თეს­ლი თა­ვის­თა­ვად სა­უ­კე­თე­სო ნუგ­ბა­რია და სა­კონ­დიტ­რო წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იტა­ლი­ურ და ფრან­გულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კლი­არ­ში ამოვ­ლე­ბულ გოგ­რის ყვა­ვი­ლებს ფრი­ტი­ურ­ში ან უბ­რა­ლოდ ცხიმ­ში წვა­ვენ. ამ­ზა­დე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა გულ­სარ­თით ფარ­ში­რე­ბულ ყვა­ვი­ლებ­საც. გოგ­რის ყვა­ვი­ლე­ბი სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­შიც ოდით­გან­ვე გა­მო­ყე­ნე­ბო­და საკ­ვე­ბად. აზი­ის ქვეყ­ნებ­ში გოგ­რა­ში ან გოგ­რას­თან ერ­თად ამ­ზა­დე­ბენ მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის ბრინ­ჯის კერძს, ძი­რი­თა­დად ფლო­ვებს. ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ერთ-ერთ სადღე­სას­წა­უ­ლო კერ­ძად ით­ვ­ლე­ბა ღუ­მელ­ში გა­მომ­ცხ­ვარ გოგ­რა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბრინ­ჯის ფლა­ვი თაფ­ლით, ქიშ­მი­ში­თა და ცუ­კა­ტე­ბით.

"მა­რა­ნის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში გოგ­რის შე­სა­ხებ ვრცე­ლი სტა­ტია შე­მოგ­თა­ვა­ზეთ, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად იყო მი­მო­ხი­ლუ­ლი ამ მცე­ნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამ­ჯე­რად აქ­ცენტს მსო­ფი­ლოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ებ­სა და კუ­ლი­ნა­რი­ულ რე­ცეპ­ტებ­ზე გა­ვა­კე­თებ.

გოგ­რის სამ­შობ­ლოა მექ­სი­კა, სა­დაც ის ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე 5000 წლის წი­ნაც მოჰ­ყავ­დათ. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის მტკი­ცე­ბით, პე­რუ­ში გოგ­რა ჯერ კი­დევ სი­მინ­დამ­დე ხა­რობ­და. პე­რუს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად სა­მარ­ხებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია გოგ­რის თეს­ლე­ბი, ღე­რო­სა და ქერ­ქის ნარ­ჩე­ნე­ბი. ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლე­ბი გოგ­რის­გან ხარ­შავ­დ­ნენ კერ­ძებს, მი­სი მა­გა­რი გარ­სი­სა­გან კი ამ­ზა­დებ­დ­ნენ ჭურ­ჭელს. ამ ნა­რინ­ჯის­ფერ სა­ო­ცარ პრო­დუქტს კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ძველ ეგ­ვიპ­ტე­სა და რომ­ში. გოგ­რა თა­ვის შრო­მებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვთ პლი­ნი­უს უფ­როს­სა და პეტ­რო­ნი­უსს. გოგ­რა­ზე ყო­ველ­თ­ვის და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში უდი­დე­სი მოთხოვ­ნი­ლე­ბა იყო. გარ­და იმი­სა, რომ უძ­ვირ­ფა­სეს საკ­ვებ პრო­დუქ­ტად ით­ვ­ლე­ბო­და, მის­გან მზად­დე­ბო­და სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნე­ბი - ჭურ­ჭე­ლი, ნე­ჭა, ფარ­და­გე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, ქუ­დე­ბი.

ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ინ­დი­ე­ლე­ბი მა­სი­უ­რი გოგ­რე­ბი­სა­გან ამ­ზა­დებ­დ­ნენ აბა­ზა­ნებს, სა­დაც ბავ­შ­ვებს აბა­ნა­ვებ­დ­ნენ; რო­მა­ე­ლე­ბი და ბერ­ძ­ნე­ბი მოგ­რ­ძო ფორ­მის ნა­ყო­ფი­სა­გან, რო­მელ­საც ლა­გე­ნა­რი­ას უწო­დე­ბენ, ღვი­ნი­სა და წყლის ჭურ­ჭელს აკე­თებ­დ­ნენ. ძველ ჩი­ნეთ­ში მოგ­რ­ძო, წვე­თის ფორ­მის გოგ­რებს გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ სითხის შე­სა­ნა­ხად, მის­გან ამ­ზა­დებ­დ­ნენ თი­ლის­მებს სა­ხელ­წო­დე­ბით ხუ-ლუ. ჩი­ნე­ლე­ბის აზ­რით, ხუ-ლუს მოჰ­ქონ­და ბა­რა­ქა და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ამი­ტომ ამ თი­ლის­მებს ჩუქ­ნიდ­ნენ ქორ­წილ­ში ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლებს, რა­თა მა­თი ოჯა­ხი გამ­რავ­ლე­ბუ­ლი­ყო. სა­ერ­თოდ, სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ხალ­ხებ­ში გოგ­რა დი­დი პა­ტი­ვით სარ­გებ­ლობ­და. კამ­ბო­ჯი­სა და ლა­ო­სის მაცხოვ­რებ­ლე­ბი მას წმინ­და­ნად თვლიდ­ნენ, რად­გან ერთ-ერ­თი ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, გოგ­რამ ეს ერე­ბი წარ­ღ­ვ­ნი­სა­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

გოგ­რა ევ­რო­პა­ში XVI სა­უ­კუ­ნე­ში, კო­ლუმ­ბის მი­ერ ამე­რი­კის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­მო­ი­ტა­ნეს. იგი პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია 1543 წელს, ერთ-ერთ სამ­კურ­ნა­ლო წიგ­ნ­ში. გოგ­რის მოყ­ვა­ნას არ ჭირ­დე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შრო­მა, კარგ მო­სა­ვალს იძ­ლე­ო­და და კარ­გად ინა­ხე­ბო­და, რის გა­მოც მან დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე. ამ მცე­ნა­რის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის გარ­და აზი­ა­შიც ხა­რობ­და, თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბა ევ­რო­პა­ში სწო­რედ სამ­ხ­რეთ ამე­რი­კი­დან შე­მო­სულ­მა გოგ­რამ მო­იხ­ვე­ჭა.

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს საფ­რან­გეთ­ში, კერ­ძოდ პა­რიზ­ში, გა­მოცხად­და კონ­კურ­სი გოგ­რის ყვე­ლა­ზე დი­დი ნა­ყო­ფის წარ­მოდ­გე­ნა­ზე. თა­ვი­დან პირ­ვე­ლობ­დ­ნენ გოგ­რე­ბი, რო­მელ­თა ნა­ყო­ფი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კგ. იყო, შემ­დ­გომ კი ნორ­მად იქ­ცა ცენ­ტ­ნე­რის სიმ­ძი­მის გოგ­რე­ბი. სადღე­ი­სოდ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ფერ­მე­რე­ბი ხში­რად პა­ექ­რო­ბენ სა­უ­კე­თე­სო მო­სა­ვა­ლის მი­ღე­ბა­ში. ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერ­თ­მა ამე­რი­კელ­მა ფერ­მერ­მა 676 კგ-იანი ნა­ყო­ფიც კი გა­ზარ­და.

ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლი იყო გოგ­რის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. მას სამ­კურ­ნა­ლო­დაც იყე­ნებ­დ­ნენ. ჯერ კი­დევ ავი­ცე­ნა წერ­და გოგ­რის თეს­ლის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბა­ზე ჭი­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბის დროს. მას თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კუ­ჭის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ გოგ­რი­სებ­რე­ბი ამ­ცი­რე­ბენ ფილ­ტ­ვის კი­ბოს რისკს. გოგ­რი­სებ­რი მცე­ნა­რე - ლა­გე­ნა­რია, მოჰ­ყავ­დათ ჯერ კი­დევ 850 წელს ჩვ.წ. აღ­რიცხ­ვამ­დე. ეგ­ვიპ­ტის ფა­რა­ონ­თა მე-12 დი­ნას­ტი­ის სა­მარ­ხებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ლა­გე­ნა­რი­ის ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ინა­ხავ­დ­ნენ ღვი­ნო­სა და წყალს. ამის გა­მო ამ ჯიშს ეწო­და ბოთ­ლი­სებ­რი გოგ­რა. გოგ­რე­ბი­სა­გან ამ­ზა­დებ­დ­ნენ აგ­რეთ­ვე სა­თუ­თუ­ნე­ებ­სა და რე­ზო­ნა­ტო­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვე­ბის­თ­ვის. გოგ­რის თეს­ლე­ბი­სა­გან მი­ი­ღე­ბა ზე­თი, რო­მელ­საც აქვს რო­გორც კუ­ლი­ნა­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, რო­გორც სა­ღე­ბა­ვე­ბი­სა და ოლი­ფის შე­მად­გე­ნე­ლი ერთ-ერ­თი ინ­გ­რე­დი­ენ­ტი.

გოგ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც 31 ოქ­ტომ­ბ­რის ღა­მეს თით­ქ­მის მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა და მის აუცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუტს წარ­მო­ად­გენს გუ­ლა­მოც­ლი­ლი გოგ­რა ამოკ­ვე­თი­ლი სა­ხით და შიგ­ნით ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლით. ეს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს იღებს კელ­ტუ­რი კულ­ტუ­რი­დან. დღე­სას­წა­უ­ლის ში­ნა­არ­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლე­გენ­დებ­თან, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ამ ღა­მეს სუ­ლე­ბი, მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი და ლან­დე­ბი თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ო­ბენ ცოცხალ ადა­მი­ა­ნებს შო­რის. წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წარ­მარ­თუ­ლი ზე­ი­მი მრა­ვა­ლი ხალ­ხის ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა და მო­ე­დო მსოფ­ლი­ოს.

გოგ­რა შეგ­ვიძ­ლია უნი­ვერ­სა­ლურ პრო­დუქ­ტად მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც დე­სერ­ტებ­ში, აგ­რეთ­ვე ხორ­ცით, თევ­ზით და სხვა ბოს­ტ­ნე­უ­ლით მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებ­ში. სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კულ­მა ტრა­დი­ცი­ამ, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გოგ­რა­ში კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა ჰპო­ვა და­ნარ­ჩენ სამ­ყა­რო­ში - ამ ფორ­მით დღეს­დღე­ო­ბით ევ­რო­პუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის მრა­ვა­ლი კერ­ძი მზად­დე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გოგ­რა ქვა­ბის როლ­საც ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც კერძს გან­სა­კუთ­რე­ბულ არო­მატს სძენს და ორი­გი­ნა­ლუ­რა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ევ­რო­პულ რე­ცეპ­ტებ­ში შეხ­ვ­დე­ბით უმი გოგ­რის სა­ლა­თებს, ზე­თი­სა და სა­ნე­ლებ­ლე­ბის და­მა­ტე­ბით. ავ­ს­ტ­რი­ა­ში არ­სე­ბობს გოგ­რის­გან შნაპ­სის დამ­ზა­დე­ბის ტრა­დი­ცი­აც. გოგ­რის­გან მზად­დე­ბა აგ­რეთ­ვე წვე­ნი, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ფორ­თოხ­ლის ცედ­რას უმა­ტე­ბენ და თაფ­ლით მი­ირ­თ­მე­ვენ. ნა­ყო­ფის­გან ამ­ზა­დე­ბენ ცუ­კა­ტებს, მუ­რა­ბას, ჩირს. ინ­დო­ეთ­ში გოგ­რის­გან ჰალ­ვის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტ­საც ამ­ზა­დე­ბენ.

გოგ­რის სე­ზო­ნი სექ­ტემ­ბ­რი­დან იწყე­ბა და თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. მე რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ამ მცე­ნა­რის პო­პუ­ლა­რო­ბა გოგ­რის სე­ზონ­მაც გან­საზღ­ვ­რა - მუ­ქი ნა­რინ­ჯის­ფე­რი, სით­ბოს­მას­ხი­ვე­ბე­ლი კვა­ხი თა­ვი­სე­ბურ კო­ლო­რიტ­სა და გან­წყო­ბას ქმნის ზამ­თ­რის უფე­რულ დღე­ებ­ში.

lika andiashvili