ქარ­თუ­ლი ყვე­ლით "შეპყ­რო­ბი­ლი"
28 ნოემბერი, 2014
1623
print

 ნა­ნა კო­ბა­ი­ძე

ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძეს ყვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ. ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ქარ­თუ­ლი ყვე­ლით არის "შეპყ­რო­ბი­ლი" და მი­სი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად იღ­წ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში სო­ფელ-სო­ფელ და­დის და ყვე­ლის უნი­კა­ლურ სა­ხე­ო­ბებს, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ საქ­მის დი­დოს­ტა­ტებს ეძებს, იმე­გობ­რებს და მათ ნა­ხე­ლავს მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს აც­ნობს. ამა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი "ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლიც," რო­მე­ლიც უკ­ვე შე­იყ­ვა­რეს ყვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა. სა­მი­ო­დე თვის წინ თბი­ლის­ში "ყვე­ლის სახ­ლი" გახ­ს­ნა, სა­დაც მომ­ხ­მა­რე­ბელს 53 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს. აქ­ვე ამ ყვე­ლაფ­რის შე­ძე­ნა და და­გე­მოვ­ნე­ბაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, რომ­ლის დრო­საც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­ვიტყ­ვე, სწო­რედ "ყვე­ლის სახ­ლ­ში" შედ­გა.

ყვე­ლი ძალ­ზე ფა­ქი­ზი, მგრძნო­ბი­ა­რე პრო­დუქ­ტია. მის ამოყ­ვა­ნა­ში ხე­ლე­ბი, თვა­ლე­ბი, გუ­ლი და სუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. არ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დი ენერ­გე­ტი­კის ადა­მი­ან­მა კარ­გი ყვე­ლი გა­ა­კე­თოს. ყვე­ლი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, ბავშვს ჰგავს: იბა­დე­ბა, იზ­რ­დე­ბა, ვი­თარ­დე­ბა... სიტყ­ვის ძი­რი "ამოყ­ვა­ნას" უკავ­შირ­დე­ბა. სა­ი­დან ამოგ­ვ­ყავს? შრა­ტი­დან, შრა­ტია მი­სი დე­და, ამი­ტო­მაა, რომ ამ გა­რე­მო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობს თავს. ყვე­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არის ცი­ლა კა­ზე­ი­ნი, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მონს შე­ი­ცავს. ამი­ტო­მაც და­დი­ოდ­ნენ ყვე­ლის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი მუ­დამ გა­ღი­მე­ბულ­ნი (ხომ გახ­სოვთ გა­მოთ­ქ­მა, რა ყვე­ლის ვა­ჭა­რი­ვით იცი­ნიო). ცოდ­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და დაკ­ვირ­ვე­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და, თუმ­ცა იყო დრო, რო­დე­საც მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს პრო­დუქ­ტი მთა­ვარ როლს არ თა­მა­შობ­და.

ამ თე­მას სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ე­ჯა­ხა. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლოგ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეთ­ნოგ­რა­ფი თა­მი­ლა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი გა­იც­ნო, რო­მელ­მაც მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა. სწო­რედ მი­სი წყა­ლო­ბით შე­იტყო ქარ­თუ­ლი ყვე­ლის მდი­და­რი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. "ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტის­თ­ვის ყვე­ლის თე­მა­ტი­კა­ზე ვმუ­შა­ობ­დით და ვკითხე, ნუ­თუ ამ­ხე­ლა ის­ტო­რი­ის ქვე­ყა­ნას ოთხი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლის მე­ტი არ გვქონ­და-მეთ­ქი? რო­გორ არაო, მითხ­რა, ბევ­რ­ნა­ი­რი ყვე­ლი გვქონ­და, თუმ­ცა ეს ძალ­ზე რთუ­ლი და მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თე­მაა და მას­თან შე­ჭი­დე­ბას არ გირ­ჩევ. უამ­რა­ვი მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც თით­ქ­მის არა­ვის უკ­ვ­ლე­ვიაო". სა­ოც­რად აენ­თო. ამ თე­მა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა გა­ი­გო და იმა­ვე სა­ღა­მოს შინ მი­ად­გა. ღა­მე კითხ­ვა­ში გა­ა­თე­ნა, დი­ლით კი უკ­ვე იცო­და, რომ პრო­ექ­ტი "ქარ­თუ­ლი ყვე­ლი" აუცი­ლებ­ლად შედ­გე­ბო­და.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­ხე­ლე­ბებ­მა მო­ხიბ­ლა: მო­თა­ლი, შო­რა, ტე­ნი­ლი, დამ­ბალ­ხა­ჭო, კალ­ტი, იაკინ კალ­ტი, ჩო­გი... ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­დ­ნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა რა­ღაც ეტაპ­ზე ქარ­თუ­ლი ყვე­ლის მრა­ვალ­სა­ხე­ო­ბა მომ­ხ­მა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან გაქ­რა. ეს იყო საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბის მსგავ­სად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს არც კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში აძ­ლევ­დ­ნენ გა­სა­ქანს. "ყვე­ლის სა­ხე­ო­ბა­თა ასე­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა საბ­ჭო­თა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თ­ვის ფა­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ას გა­არ­თუ­ლებ­და: "ჩოგს", მა­გა­ლი­თად, იაფად ვერ იშო­ვი - ოჯა­ხუ­რი ყვე­ლია და მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მზად­დე­ბა, ამი­ტომ ამ საქ­მის "ზე­დამ­ხედ­ვე­ლებ­მა" პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რეს: მომ­ხ­მა­რე­ბელს არ­ჩე­ვა­ნი შე­უზღუ­დეს და ოთხი ყვე­ლის ამა­რა და­ტო­ვეს. აქე­დან ორი - "იმე­რუ­ლი" და "სულ­გუ­ნი" და­ა­რე­გის­ტ­რი­რეს და ახა­ლი სა­ხე­ო­ბა - "ქარ­ხ­ნის" ყვე­ლი შექ­მ­ნეს. იმ თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს ემახ­სოვ­რე­ბათ "ბრინ­ზაც", რო­მე­ლიც ბერ­ძ­ნუ­ლი "ფე­ტას" საბ­ჭო­თა ანა­ლო­გი გახ­ლ­დათ." სწო­რედ იმ 70 წლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­მა­რებ­ლის 90% მხო­ლოდ "იმე­რუ­ლით" და "სულ­გუ­ნით" შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ამ ფონ­ზე ნამ­დ­ვი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი შო­კი იყო ის, რაც 2010 წელს, ყვე­ლის პირ­ველ ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ხი­ლეთ.

ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლი

ფეს­ტი­ვა­ლის იდეა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნ­და. მა­ნამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იკ­ვ­ლევ­და ამ სა­კითხს, ეძებ­და ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­ნიც ავ­თენ­ტუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის ყველს ამ­ზა­დებ­დ­ნენ და პო­უ­ლობ­და კი­დეც. ბევრს გი­ჟი ეგო­ნა, ბევ­რი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხუმ­რო­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და, ბევ­რიც უბ­რა­ლოდ, სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა თა­ვი­სას ჯი­უ­ტად გა­ნაგ­რ­ძობ­და - და­დი­ო­და რე­გი­ო­ნებ­ში და მეყ­ვე­ლე­ებს ეძებ­და. რა­ღაც ეტაპ­ზე მიხ­ვ­და, რომ "ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის" სა­ჭი­რო "მა­სა­ლა" შე­აგ­რო­ვა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­რო­ში პრო­ექ­ტი შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა იმ ეტაპ­ზე არა­ვინ შეხ­მი­ა­ნე­ბია. მხო­ლოდ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და ღვი­ნის 33-ე კონ­გ­რე­სის ფარ­გ­ლებ­ში სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. ეს იყო 2010 წელს, სიღ­ნაღ­ში. წი­ნას­წარ მო­ი­ა­რა რე­გი­ო­ნე­ბი, შე­უ­თან­ხ­მ­და ად­გი­ლობ­რივ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას, ყვე­ლის მწარ­მო­ებ­ლებს, თუმ­ცა დათ­ქ­მულ დროს "ბებ­რის ბაღ­ში" ერ­თი მო­ნა­წი­ლეც არ დახ­ვ­და. სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი იჯ­და და არ იცო­და, რო­მელ წყალ­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო. უცებ ყვე­ლა მხრი­დან სო­კო­ე­ბი­ვით ამო­ი­ზარ­დ­ნენ ავ­ტო­ბუ­სე­ბი. უამ­რა­ვი ხალ­ხი მოგ­როვ­და. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს. "სულ­გუ­ნი­სა" და "იმე­რუ­ლის" ფონ­ზე ნამ­დ­ვი­ლი სა­ოც­რე­ბა იყო ღვი­ნო­ში და­ბე­რე­ბუ­ლი ყვე­ლი, მეს­ხუ­რი ტე­ნი­ლი - ქო­თან­ში ჩა­ტე­ნი­ლი ყვე­ლის ძა­ფე­ბი, ვა­ზის ფოთ­ლებ­ში გახ­ვე­უ­ლი თხის ყვე­ლი, მეგ­რუ­ლი გუ­და, წალ­კის ქერ­ქი­ა­ნი ყვე­ლი, ჩო­გი, კალ­ტი - ნედ­ლი და მშრა­ლი... ერ­თი სიტყ­ვით, ფეს­ტი­ვა­ლი შედ­გა. ამის შემ­დეგ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე არ ეფიქ­რა. გა­აგ­რ­ძე­ლა კი­დეც. ფეს­ტი­ვა­ლის დას­რუ­ლე­ბი­დან ცო­ტა ხან­ში ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" ორ­გა­ნი­ზე­ბით წი­ნან­დალ­ში ყვე­ლის გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ბიზ­ნეს-წრე­ე­ბი­დან სო­ლი­დუ­რი მა­ღა­ზი­ის გახ­ს­ნაც შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა მიხ­ვ­და, რომ ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი წა­მოწყე­ბის­თ­ვის მზად არ იყო და შე­და­რე­ბით მცი­რე მას­შ­ტა­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა - პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე ყვე­ლის პა­ტა­რა მა­ღა­ზია აამუ­შა­ვა, თუმ­ცა ორი წლის თავ­ზე ამ ადა­მი­ა­ნებს და­ემ­შ­ვი­დო­ბა და ახა­ლი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გა.

შო­რია ბიზ­ნე­სამ­დე?

"ყვე­ლის სახ­ლი" სა­მი თვის წინ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით გახ­ს­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ღა­ზი­ა­ში ყვე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყი­დე­ბა, ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ბიზ­ნე­სად ჯერ არ მი­იჩ­ნევს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბიზ­ნე­სამ­დე შო­რი გზაა, ეს კი უფ­რო შო­უ­რუ­მია, ქარ­თუ­ლი ყვე­ლის მი­ნი-გა­მო­ფე­ნა, სა­დაც მომ­ხ­მა­რე­ბელს 53 და­სა­ხე­ლე­ბის ყვე­ლის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­უძ­ლია - ავ­თენ­ტუ­რი, იშ­ვი­ა­თი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბით დაწყე­ბუ­ლი - ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ჩათ­ვ­ლით, რომ­ლის ხა­რის­ხ­საც მკაც­რად აკონ­ტ­რო­ლებს. ჰყავს თა­ვი­სი მომ­წო­დებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც მთა­ვარ პი­რო­ბად სა­კუ­თა­რი ფერ­მის არ­სე­ბო­ბას უყე­ნებს. თი­თო­ე­უ­ლის ამ­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად იცის - დაწყე­ბუ­ლი ძრო­ხე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი­დან - მა­თი კვე­ბის რე­ჟი­მი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ჩათ­ვ­ლით. ამ ეტაპ­ზე 6 ფერ­მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობს. "ყვე­ლის სახ­ლ­ში" იმ ძრო­ხე­ბის და თხე­ბის რძით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ციაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­თაც პი­რა­დად ვიც­ნობ და სა­შინ­ლად გან­ვიც­დი თუ გა­ვი­გე, რომ დაკ­ვ­ლას უპი­რე­ბენ. ბევ­რი ფუ­ლი რომ მქონ­დეს, ყვე­ლას ვი­ყიდ­დი და სა­ნამ არ მოკ­ვ­დე­ბოდ­ნენ, შე­ვი­ნა­ხავ­დი". თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ეს აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბა­თა სფე­როა, რე­ა­ლურს რაც შე­ე­ხე­ბა, სექ­ტემ­ბ­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მომ­ხ­მა­რე­ბელს არა­ერთ სი­ურ­პ­რიზს ჰპირ­დე­ბა. არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია და ძა­ლი­ან უყ­ვარს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა პა­ტა­რა ზე­ი­მე­ბი აქ მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­საც მო­უწყოს. სამ­შა­ბა­თი ყვე­ლის დღე იქ­ნე­ბა - გა­რეთ გა­ი­ტა­ნენ მა­გი­დებს, გა­და­კე­ტა­ვენ ქუ­ჩას და გამ­ვ­ლე­ლებს ყველს და ღვი­ნოს, ყველს და ლუდს, ყვე­ლის ნამ­ცხ­ვ­რებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. პირ­ვე­ლი "ფარ­თი" ლუდს მი­ეძღ­ვ­ნე­ბა - ზამ­თა­რი მო­დის და ეს სას­მე­ლი ნაკ­ლე­ბად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა - შე­ბო­ლი­ლი ყვე­ლის გა­რე­მოც­ვა­ში ლუდს გა­ა­ცი­ლე­ბენ და ღვი­ნოს შეხ­ვ­დე­ბი­ან.

 

თე­ლე­თუ­რი ამ­ბე­ბი

ცო­ტა ხნის წინ კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს შე­ე­ჭი­და - თე­ლეთ­ში ყვე­ლის სა­წარ­მო-მუ­ზე­უმს აშე­ნებს. ეს იქ­ნე­ბა შე­რე­უ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ფერ­მი­თა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ქარ­თუ­ლი სა­წარ­მო­თი. ყველს ისე­ვე და­ამ­ზა­დებს, რო­გორც ძვე­ლად ხდე­ბო­და, თუმ­ცა პას­ტე­რი­ზა­ცი­ა­საც გა­ა­კე­თებს, გა­მა­ცი­ე­ბელ­საც დად­გამს და ა. შ. "ამ სა­წარ­მო­ში ყვე­ლა მი­ვიწყე­ბუ­ლი ყვე­ლის აღ­დ­გე­ნას ვა­პი­რებ. ამის­თ­ვის რძეს აუცი­ლებ­ლად შე­სა­ბა­მის რე­გი­ონ­ში შე­ვი­ძენ. ვა­კე­თებ უზარ­მა­ზარ სარ­დაფს, სა­დაც ყველს ისე და­ვა­ბე­რებ, რო­გორც წყა­რო­ებ­შია აღ­წე­რი­ლი, თან და­ვაკ­ვირ­დე­ბი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ესა­თუ­ის სა­ხე­ო­ბა კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში". ეს იქ­ნე­ბა მცი­რე, თუმ­ცა მთლი­ა­ნად ევ­რო­პულ თარ­გ­ზე აწყო­ბი­ლი სა­წარ­მო - სულ 100 ძრო­ხით. "ქარ­თუ­ლი ფერ­მის კონ­ცეფ­ცია არ არის სწო­რი - ძა­ლი­ან და­ბალ­პ­რო­დუქ­ტი­ულ რძეს იძ­ლე­ვა. ჩემს ფერ­მა­ში აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი, ბუ­ზი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ იჭა­ჭა­ნებს; მოხ­დე­ბა შარ­დი­სა და ნა­კე­ლის სე­პა­რა­ცია. შარდს ბი­ო­ჰუ­მუ­სის სა­ხით გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ნა­კე­ლის­გან კი სპე­ცი­ა­ლურ ლე­ი­ბებს გა­ვა­კე­თებ, რო­მელ­ზეც ძრო­ხა წვე­ბა და თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. რაც მთა­ვა­რია, გვექ­ნე­ბა უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მე­ურ­ნეო და ყო­ფი­თი კულ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა - უძ­ვე­ლე­სი საყ­ვე­ლე და სარ­ძე­ვე ჭურ­ჭ­ლის წა­ნა­ბა­ძე­ბი. აქ მო­სულ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მ­ნე­ბა ყვე­ლის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. გა­ი­მარ­თე­ბა მას­ტერ-კლა­სე­ბი და ა.შ. ეს ჩე­მი ოც­ნე­ბაა და იმე­დია, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ."      

სა­ჩუ­ქა­რი მსოფ­ლი­ოს

"ქარ­თუ­ლი ყვე­ლი იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნოს, მით უფ­რო, რომ ამი­სათ­ვის ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი გვაქვს. ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა 80 სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ყვე­ლის ჭურ­ჭე­ლი. მცხე­თის მუ­ზე­უმ­ში 28 სა­უ­კუ­ნის ისე­თი სრულ­ყო­ფი­ლი ჭურ­ჭე­ლი დევს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თი იმ­დე­ნი წინ არ ჰქონ­დეს. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლის ის­ტო­რია 4 ათას წელს ით­ვ­ლის, ჩვენ კი 6 ათა­სი წლის ჭურ­ჭე­ლი გვაქვს. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს თა­მა­მად გან­ვაცხა­დოთ, რომ უძ­ვე­ლე­სი ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ვართ. აქ უკ­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­და ჩა­ერ­თოს, მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფე­ბი ამუ­შავ­დ­ნენ, კვლე­ვა და­იწყოს იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, თუ რა იყო ამ ჭურ­ჭელ­ში - ყვე­ლი, ხა­ჭო თუ სხვა პრო­დუქ­ტი".

სა­ხელ­მ­წი­ფომ ერ­თ­გ­ვა­რად შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მი­სია, რო­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ 14 სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი და­ა­რე­გის­ტ­რი­რა, მათ შო­რის, ორი ტი­პის "ჩე­ჩი­ლი:" აჭა­რუ­ლი "ჩლე­ჩი­ლი" და "ჩე­ჩი­ლი," რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ყვე­ლია, თუმ­ცა ეს არ კმა­რა. ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად უნ­და შე­ი­ფუ­თოს და მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნოთ. მით უმე­ტეს, პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს - ტე­ნილ ყველს იუნეს­კომ უკ­ვე მი­ა­ნი­ჭა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი, რიგ­ში "დამ­ბალ­ხა­ჭოა".

"შარ­შან, მი­უ­ხე­და­ვად წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბი­სა, ჯი­უ­ტად და­ვარ­ქ­ვი ფეს­ტი­ვალს გრძე­ლი სა­ხე­ლი - "ქარ­თუ­ლი ყვე­ლის ათას­წ­ლე­უ­ლე­ბი და მი­სი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი." ევ­რო­პულ ოჯახ­ში, სა­ი­თაც ასე მი­ვის­წ­რა­ფით, ყვე­ლის სა­ო­ცა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა. იმით, რაც უკ­ვე გვაქვს, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი ნი­შა და­ვი­კა­ვოთ - უძ­ვე­ლე­სი წარ­მო­შო­ბის ბუ­ტი­კუ­რი ყვე­ლე­ბი, ავ­თენ­ტუ­რი გე­მო­ე­ბი - აი, რი­თი შეგ­ვიძ­ლია მა­თი გა­ო­ცე­ბა. იმის­თ­ვის, რომ გა­დავ­რ­ჩეთ და ღირ­სე­უ­ლად წარ­ვ­დ­გეთ მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე, ორი გზა გვაქვს: ბო­ლომ­დე უნ­და ჩავ­ყ­ვეთ გა­ნათ­ლე­ბას და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ყვე­ლი კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში არც ისე ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი თე­მაა". 

გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო წლებ­ში არა­ერ­თი მი­ვიწყე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი "გა­მო­ამ­ზე­უ­რა," მი­იჩ­ნევს, რომ ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია. აჭა­რა­სა და ლა­ზეთ­ში ყვე­ლის სა­ხე­ო­ბა­თა ცალ­კე "სა­ბა­დო" გვე­ლო­დე­ბა. "აჭა­რა­ში ახ­ლა­ხან მი­ვა­გე­ნი ყველს, რო­მელ­საც კარ­გა ხა­ნია ვე­ძებ­დი. ვე­ძებ­დი, რო­გორც "მო­შუ­შულს" და ვი­პო­ვე, რო­გორც "შუშ­ვე­ლა". ეს არის ყვე­ლი, რო­მელ­საც ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ სით­ბო­ში ტო­ვე­ბენ. ცო­ტა ხნით კომ­ბოს­ტოს ფო­თოლ­ში ახ­ვე­ვენ, რის გა­მოც მო­ვარ­დის­ფ­რო შე­ფე­რი­ლო­ბას იღებს, შემ­დეგ ობს იკი­დებს და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­რო­ზე ძველ­დე­ბა. გე­მო­თი ძა­ლი­ან ჰგავს ბე­ბერ "პარ­მე­ზანს". მას მხო­ლოდ შუ­ა­ხევ­ში მცხოვ­რე­ბი და ადი­გენ­ში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი აჭარ­ლე­ბი ამ­ზა­დე­ბენ".

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა "კა­მამ­ბე­რის" და "ბრის" ტი­პის აჭა­რუ­ლი ყვე­ლი თეთ­რი ობით, რო­მელ­საც იმე­რუ­ლის კონ­სის­ტენ­ცია აქვს და გა­რეგ­ნუ­ლა­დაც ჰგავს, მაგ­რამ "კა­მამ­ბე­რი­სა" და "ბრის" მსგავ­სად აბე­რე­ბენ. ამ ყველ­საც შემ­თხ­ვე­ვით წა­აწყ­და აჭა­რე­ლი მას­პინ­ძ­ლის ოჯახ­ში. ად­გი­ლობ­რივ­ნი "დამ­პალს" ეძა­ხი­ან და ძა­ლი­ან უყ­ვართ. ანუ, ყვე­ლა ის ყვე­ლი, რომ­ლის გა­მოყ­ვა­ნა­ზე მსოფ­ლი­ომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბი და­ხარ­ჯა, ჩვენ გა­ცი­ლე­ბით ად­რე გვქონ­და. მათ შო­რის, ობი­ა­ნი, პურ­ზე წა­სას­მე­ლი, მშრა­ლი, მყა­რი, მყრა­ლი ყვე­ლე­ბის კა­ტე­გო­რია. ეს დი­დი სიმ­დიდ­რეა, რო­მელ­საც ღირ­სე­უ­ლად მოპყ­რო­ბა და წარ­მო­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა.

"უფ­ლის­ცი­ხის არა­სა­მუ­ზე­უ­მო ნა­წი­ლის მხა­რეს უამ­რა­ვი გა­მოქ­ვა­ბუ­ლია, სა­დაც ყვე­ლის არ­სე­ბო­ბის ნიშ­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა. რო­გორც ჩანს, ამ ად­გი­ლებ­ში თხე­ბი ის­ვე­ნებ­დ­ნენ. მათ იქ­ვე წვე­ლიდ­ნენ და ყვე­ლიც ამოჰ­ყავ­დათ. არა­ერ­თი ასე­თი გა­მოქ­ვა­ბუ­ლია რა­ჭა­შიც. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­დაც თხა და ცხვა­რი ჩერ­დე­ბო­და, ყველ­გან იქ­ნე­ბო­და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა - მწყემ­სი ამ­დენ რძეს ციკ­ნის­თ­ვის ვერ გა­ი­მე­ტებ­და და აუცი­ლებ­ლად და­ამ­ზა­დებ­და ყველს. სად წა­ი­ღებ­და? თა­რო­ზე (მთა­ში მა­რი­ლი სად ექ­ნე­ბო­და?), სა­დაც ყვე­ლი ქერქს გა­ი­კე­თებ­და. ამას ობი მოჰ­ყ­ვე­ბო­და და იქ და­ბერ­დე­ბო­და კე­თი­ლად და ლა­მა­ზად. თუ გა­მოქ­ვა­ბულ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი "როკ­ფო­რი" არ­სე­ბობს, რა­ტომ არ გვინ­და უფ­ლის­ცი­ხის გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ჩვე­ნი ობი­ა­ნი ყვე­ლი ვე­ძე­ბოთ, ესეც ხომ ჩვე­ნი ის­ტო­რიაა?"

ყვე­ლი და ღვი­ნო

ეს კი­დევ ერ­თი თე­მაა. "ჩვენ ხომ ქვევ­რი­სა და დერ­გის ყვე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ. თი­ხა­ში გვქონ­და ყვე­ლი, რო­გორც ღვი­ნო. ერ­თად და­ი­ბად­ნენ. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უნ­და მოხ­დეს ყვე­ლის პო­ზი­ცი­რე­ბა ღვი­ნოს­თან ერ­თად. სა­დაც ღვი­ნო გა­დად­გამს ფეხს, კარ­გი მე­ო­ჯა­ხე დე­და­კა­ცი­ვით ყვე­ლიც გვერ­დ­ში უნ­და მიჰ­ყ­ვე­ბო­დეს." სწო­რედ ეს კონ­ცეფ­ცია და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად 2010 წელს ანაკ­ლი­ა­ში გა­მარ­თულ ყვე­ლი­სა და ღვი­ნის "ქორ­წილს" - სიმ­ბო­ლურ პერ­ფორ­მანსს, რო­მე­ლიც "თე­ლი­ა­ნი ველ­თან" ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­და: ყველს პა­ტარ­ძ­ლის იმი­ჯი შე­ურ­ჩი­ეს, ღვი­ნოს ჩო­ხე­ბი შე­მო­აც­ვეს და ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბა მო­აწყ­ვეს. "ამი­ე­რი­დან ასე უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს - სა­დაც ღვი­ნო გა­დად­გამს ფეხს, ყვე­ლიც იქ­ვე უნ­და იყოს. სა­დაც შე­ნი და­იკ­ვე­ხო, იქ ჩე­მი­ცა თქვიო".

ცო­ტა ხნის წინ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რ­მა შეხ­ვედ­რა­ზე სწო­რედ ეს კონ­ცეფ­ცია და­უ­დო და სთხო­ვა, ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი შე­არ­ჩი­ოს, სა­მი­ნის­ტ­რო კი მათ სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­ჩე­ნა­ზე იზ­რუ­ნებს. ამის შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­დან და­უ­კავ­შირ­დ­ნენ და მა­თაც რამ­დე­ნი­მე სა­ხის ყვე­ლის შერ­ჩე­ვა სთხო­ვეს, რო­მელ­თაც ღვი­ნოს­თან ერ­თად ლა­მა­ზად შე­ფუ­თა­ვენ და სა­ელ­ჩო­ებს და­უგ­ზავ­ნი­ან. ეს უკ­ვე კარ­გი და­საწყი­სია, იმე­დია, ასე­თი­ვე გაგ­რ­ძე­ლე­ბით.

გარ­და ამი­სა ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს „ღვი­ნის კლუბ­თან", სა­დაც ღვი­ნოს­თან და ყველ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი აქ­ცია მო­ეწყო, ისა­უბ­რეს ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ყვე­ლის მო­მა­ვალ­ზე, შე­ხა­მე­ბა­ზე. ერ­თ­მა­ნეთს შე­უ­ხა­მეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ყვე­ლე­ბი და ღვი­ნო­ე­ბი.

ქარ­თუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი­დან - კავ­კა­სი­უ­რამ­დე

8 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში ყვე­ლის მო­რი­გი ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მწარ­მო­ე­ბელ­თა პრო­დუქ­ცია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­ზაფხულ­ზე კი რე­გი­ო­ნულ ფეს­ტი­ვალს გეგ­მა­ვენ. "გვინ­და მას­შ­ტა­ბი გავ­ზარ­დოთ და კავ­კა­სი­უ­რი ყვე­ლის ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ვა­ტა­როთ, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი, ოსუ­რი, აფხა­ზუ­რი, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­უ­რი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კავ­კა­სი­ის სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რაა, რომ­ლის და­კარ­გ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დეს, რად­გან თბი­ლი­სი ოდით­გან­ვე იყო კავ­კა­სი­ის გუ­ლი. ვფიქ­რობ, ამ­გ­ვა­რი ფეს­ტი­ვა­ლი ქა­ლაქს ძველ ფუნ­ქ­ცი­ას და­უბ­რუ­ნებს".

 

 

 

 

lika andiashvili