ნოემბრის ღვინოები
28 ნოემბერი, 2014
1573
print

 სვი­რი, ხა­რე­ბა, 2013  

 მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ერ­თად-ერ­თი იმე­რუ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო, სვი­რი გა­მოჩ­ნ­და. კონ­ტ­რე­ტი­კეტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ღვი­ნო მხო­ლოდ ციც­ქი­სა და კრა­ხუ­ნას ჯი­შის ყურ­ძ­ნი­და­ნაა და­ყე­ნე­ბუ­ლი (შე­გახ­სე­ნებთ, ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო, სვი­რი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მხო­ლოდ სა­მი ჯი­ში­დან, ცო­ლი­კო­უ­რი, ციც­ქა, კრა­ხუ­ნა). მომ­წ­ვა­ნო ჩა­ლის­ფე­რი ღვი­ნოა, მო­ოქ­როს­ფ­რო სხი­ვე­ბით. მკაც­რი პირ­ვე­ლი სურ­ნე­ლი აქვს, ნედ­ლი თხი­ლი და მცე­ნა­რე­უ­ლი ტო­ნე­ბი, მცი­რე­დი ყვი­თე­ლი ხი­ლი (თეთ­რი ქლი­ა­ვი). ახა­ლი ღვი­ნოა, თუმ­ცა სი­ხა­ლა­სეს­თან და სი­ხის­ტეს­თან ერ­თად დამ­დ­გა­რი ხა­სი­ა­თიც იგ­რ­ძ­ნო­ბა.

 წი­ნან­და­ლი, კონ­ჭო და კომ­პა­ნია, 2011    

 კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღვი­ნო მუ­ხა­ში დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი თეთ­რი ღვი­ნო­ე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის. კლა­სი­კუ­რი წი­ნან­და­ლია, სა­დაც სი­ხა­ლა­სეც იგ­რ­ძ­ნო­ბა და მუ­ხის ტო­ნე­ბიც. ჩა­ლის­ფე­რი ღვი­ნოა მო­ოქ­როს­ფ­რო სხი­ვე­ბით. ხა­სი­ათ­დე­ბა ატ­მის, ყვი­თე­ლი ხი­ლი­სა და მოტ­კ­ბო სუ­ნე­ლე­ბის არო­მა­ტე­ბით. სა­სი­ა­მოვ­ნო მჟა­ვი­ა­ნო­ბის რბი­ლი ღვი­ნოა, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი და ხა­სი­ა­თი­ა­ნი.

 ქი­სი, GWine, 2013    

 ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭი­კა­ან­ში დაკ­რე­ფი­ლი ქი­სი­და­ნაა ღვი­ნო და­ყე­ნე­ბუ­ლი, კლა­სი­კუ­რი წე­სით, უდე­დოდ. მო­ოქ­როს­ფ­რო-ჩა­ლის­ფე­რი ღვი­ნოა, პირ­ვე­ლი­ვე სურ­ნე­ლებ­ში მოტ­კ­ბო არო­მა­ტე­ბი იკითხე­ბა - და­შაქ­რუ­ლი თხი­ლი, ტრო­პი­კუ­ლი ხი­ლი (ანა­ნა­სი), მცი­რე­ო­დე­ნი ნიგ­ვ­ზის ტო­ნე­ბი. და­გე­მოვ­ნე­ბი­სას ციტ­რუ­სის ტო­ნებ­საც იგ­რ­ძ­ნობთ (ფორ­თოხ­ლის ცედ­რა). გე­მო­ზე სავ­სეა, ინ­ტენ­სი­უ­რი და მრალ­ფე­რო­ვა­ნი. ხა­სი­ათ­დე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და­ბო­ლო­ე­ბით. კარ­გი გას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ღვი­ნოა, ბევრ კერძს მო­იხ­დენს, სა­ლა­თე­ბით დაწყე­ბუ­ლი თევ­ზით და ფრინ­ვე­ლის ან ღო­რის თეთ­რი ხორ­ცით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

 ქი­სი, Danieli, 2013   

 და­ნი­ე­ლი კი­დევ ერ­თი ახა­ლი ბრენ­დია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ბა­ზარ­ზე. იგი 35 ჰექ­ტარს ფლობს ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ჯი­ში­თაა გშე­ნე­ბუ­ლი (სა­ფე­რა­ვი, რქა­წი­თე­ლი, მწვა­ნე კა­ხუ­რი, ხიხ­ვი). ეს ქი­სიც არ­გოხ­შია მოყ­ვა­ნი­ლი. ჩა­ლის­ფე­რია, მა­ი­სის თაფ­ლის ელ­ფე­რე­ბით. სა­სი­ა­მოვ­ნო, მოტ­კ­ბო პირ­ვე­ლი სურ­ნე­ლე­ბი აქვს, სა­დაც თეთ­რი ატა­მი, მწი­ფე მსხა­ლი და მდი­და­რი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი სურ­ნე­ლე­ბი ჩნდე­ბა. მა­ღალ­მ­ჟა­ვი­ა­ნი, გემ­რი­ე­ლი ღვი­ნოა, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და­ბო­ლო­ე­ბით. და­ლი­ეთ გაგ­რი­ლე­ბუ­ლი, მი­ა­ყო­ლეთ თევზს, ზღვის ნო­ბათს, ხი­ლი­ან-ციტ­რუ­სი­ან სა­ლა­თებს. 

რქა­წი­თე­ლი-ქი­სი-ხიხ­ვი, ნა­­ტა­რი, 2013    

 სო­ფელ ჭი­კა­ან­ში, ნა­ო­ტა­რის ზვრებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი სა­მი ჯი­ში­დან, რქა­წით­ლი­დან, ქი­სი­დან და ხიხ­ვი­დან და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნოა (პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ფარ­დე­ბა - 40-40-20%). ქვევ­რ­ში, კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სი­თაა ჩა­წუ­რუ­ლი და და­ვარ­გე­ბუ­ლი, 3 თვე ჭა­ჭა­ზე და კლერ­ტ­ზე. ქარ­ვის­ფე­რი ღვი­ნოა, პირ­ვე­ლი­ვე სურ­ნე­ლებ­ში მცე­ნა­რე­ულ და თხი­ლის და ნიგ­ვ­ზის სურ­ნელს იგ­რ­ძ­ნობთ, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სუ­ნე­ლე­ბის არო­მა­ტი ავ­სებს. და­ბო­ლო­ე­ბა­ში მცი­რე­დი ყა­ვის ტო­ნე­ბიც მო­ჩანს. ძლი­ე­რი, მა­ღალ­ტა­ნი­ნი­ა­ნი, ახალ­გაზ­რ­და ღვი­ნოა, კარ­გი მი­სა­ყო­ლე­ბე­ლია სა­ქონ­ლის და ღო­რის მო­ხარ­შულ ხორ­ც­თან.

 ქი­სი, ზა­ქა­რი­ას მა­რა­ნი, 2012    

 ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში, ბე­თა­ან­ში მოყ­ვა­ნი­ლი ქი­სი­და­ნაა ეს ღვი­ნო და­წუ­რუ­ლი. ინ­ტენ­სი­უ­რი ქარ­ვის­ფე­რია, ჩა­ის­ფე­რიც კი ეთ­ქ­მის. პირ­ვე­ლი­ვე სურ­ნელ­ში ბერ­გა­მო­ტის ჩა­ის, ტკბი­ლი სუ­ნე­ლე­ბი­სა და ჩი­რის მძლავ­რი არო­მა­ტე­ბი მო­დის, რო­მე­ლიც და­გე­მოვ­ნე­ბი­სას მუ­ხის ტო­ნე­ბი­თა და მცი­რე­დი პი­კან­ტუ­რი არო­მა­ტე­ბით ივ­სე­ბა (ტყე, სო­კო, ნე­შომ­პა­ლა). ღვი­ნო მუ­ხის კას­რ­შია და­დუ­ღე­ბუ­ლი და აკა­ცი­ის კას­რ­შია და­ვარ­გე­ბუ­ლი. ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი (13%) და გა­მორ­ჩე­უ­ლი ქი­სია, ჭა­ჭა­ზე და მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით კლერ­ტ­ზე და­დუ­ღე­ბუ­ლი. სა­უ­კე­თე­სო მი­სა­ყო­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­ყალ­ზე შემ­წ­ვარ მძი­მე ხორ­ცი­ან კერ­ძებ­თან, მა­ყალ­ზე­ვე შემ­წ­ვარ ბოს­ტ­ნე­ულ­თან, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით შე­და­რე­ბით ელე­გან­ტუ­რი ქი­სე­ბის­გან, რო­მე­ლიც კარ­გად მი­დის შეკ­მა­ზულ ცივ ხორ­ცე­ულ­თან და სხვ. მსუ­ბუქ კერ­ძებ­თან.

 ქი­სი ქვევ­რი, დუ­რუ­ჯის ვე­ლი, 2012    

 ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში, მდი­ნა­რე დუ­რუ­ჯის ნა­პი­რებ­ზე, სა­მე­ბის ზვრებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ქი­სი­და­ნაა ღვი­ნო და­ყე­ნე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ხუ­რი წე­სით, ქვევ­რებ­ში. საკ­მა­ოდ ხა­სი­ა­თი­ა­ნი ღვი­ნოა, სქლად ის­ხ­მე­ბა, გა­მო­ირ­ჩე­ვა თაფ­ლის და ქაც­ვის სურ­ნე­ლე­ბით. ასე­ვე იგ­რ­ძ­ნობთ ტკბი­ლი სუ­ნე­ლე­ბის არო­მა­ტებ­საც. გე­მო­ზე რბი­ლია, დამ­დ­გა­რი. და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ღვი­ნოა, სა­სი­ა­მოვ­ნო და­ბო­ლო­ე­ბით. კარ­გი მი­სა­ყო­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ხორ­ცი­ან სა­ლა­თებ­თან.

 ატე­ნუ­რი თავ­­ვე­რი, გი­ორ­გი რე­ვა­ზაშ­ვი­ლის მა­რა­ნი, 2013    

 ატე­ნის ხე­ო­ბა­ში დაკ­რე­ფი­ლი თავ­კ­ვე­რი­და­ნაა ღვი­ნო და­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­და­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­დის­ფე­რია, ან მკრთა­ლი ლა­ლის­ფე­რი. ხა­სი­ათ­დე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლი და წი­თე­ლი ხი­ლის არო­მა­ტე­ბით, და­გე­მოვ­ნე­ბი­სას კი წი­თე­ლი კენ­კ­რის სურ­ნე­ლე­ბი­თაც. პირ­და­პი­რი, ალალ­მარ­თა­ლი ღვი­ნოა, თხე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო და­სა­ლე­ვი.

 თავ­­ვე­რი, და­სა­ბა­მი, 2013    

უკ­ვე არა­ერ­თხელ აღ­გ­ვი­ნიშ­ნავს, რომ თავ­კ­ვე­რის ჯი­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა ახალ­გაზ­რ­და ღვი­ნო­ე­ბის­თ­ვის, ისე­თი ღვი­ნო­ე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე წელ­საა ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი. ეს ღვი­ნო დარ­სა­ვე­ლი­ძე­ე­ბის მა­რან­შია და­ყე­ნე­ბუ­ლი, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თა­მა­რის­ში. ვე­ნა­ხი ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბი­თაა მოვ­ლი­ლი, ღვი­ნო კი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი­თაა და­ყე­ნე­ბუ­ლი. ძალ­ზე ხა­ლა­სი გა­რეგ­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ჟო­ლოს­ფე­რია, პირ­ველ სურ­ნე­ლებ­ში კი ჩაჭყ­ლე­ტი­ლი ღოღ­ნა­შო­სა და მწი­ფე წი­თე­ლი ტყემ­ლის ტო­ნებს იგ­რ­ძ­ნობთ, რო­მელ­საც გე­მო­ზე კენ­კ­რი­სა და მცე­ნა­რე­უ­ლი ტო­ნე­ბი ავ­სებს. საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და­ბო­ლო­ე­ბა აქვს და გა­მორ­ჩე­უ­ლად ე.წ. გას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ღვი­ნოა. ბევრ კერძს შე­ი­ხა­მებს კარ­გად.

ოჯა­ლე­ში, Vino Martville, 2013   

 Vino Martville-მა წელს თა­ვი­სი მე­ო­რე მო­სავ­ლის ღვი­ნო გა­მო­უშ­ვა, მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თარ­გა­მე­ულ­ში, მდი­ნა­რე ტე­ხუ­რის ნა­პი­რებ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი ოჯა­ლე­ში­დან და­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს ოჯა­ლე­ში შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ჩა­მოს­ხ­მუ­ლი, სულ 650 ბოთ­ლი. სა­სი­ა­მოვ­ნო შინ­დის­ფ­რით ხა­სი­ათ­დე­ბა, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის, შე­და­რე­ბით გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ღვი­ნოა. ჯერ ძალ­ზე ახალ­გაზ­რ­და ღვი­ნოა, ხა­სი­ათ­დე­ბა მცე­ნა­რე­უ­ლი სურ­ნე­ლე­ბით, რო­მელ­საც მწი­ფე წი­თე­ლი ტყემ­ლის და სხვა წი­თე­ლი ხი­ლის სურ­ნე­ლი ავ­სებს. მა­ღალ­მ­ჟა­ვი­ა­ნი, გამ­ჭო­ლი, ხა­სი­ა­თი­ა­ნი ღვი­ნოა.

 ჩხა­ვე­რი, ლაგ­ვი­ნა­რი, 2013   

 ეს ახა­ლი ჩხა­ვე­რი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა სხვა ჩხა­ვე­რის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა შე­და­რე­ბით მუ­ქი შე­ფე­რი­ლო­ბით. გუ­რუ­ლი ჩხა­ვე­რი არ გე­გო­ნოთ, იმე­რუ­ლია, და­ყე­ნე­ბუ­ლია ჭურ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი წე­სით. ლა­ლის­ფე­რი ღვი­ნოა, პირ­ვე­ლი­ვე სურ­ნელ­ში იგ­რ­ძ­ნობთ მწი­ფე ალუბ­ლის ცხად არო­მა­ტებს, რო­მელ­საც წი­თე­ლი კენ­კ­რა და მცე­ნა­რე­უ­ლი ტო­ნე­ბი ერ­წყ­მის (ხენ­დ­რო, კო­წა­ხუ­რი). მა­ღალ­მ­ჟა­ვი­ა­ნი ცოცხა­ლი ღვი­ნოა, შე­გიძ­ლი­ათ გრი­ლა­დაც მი­ირ­თ­ვათ. სა­უ­კე­თე­სო მი­სა­ყო­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ძეხ­ვე­ულ­თან და ლორ­თან. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ სცა­დოთ შემ­წ­ვარ ორა­გულ­თან.

 სა­ფე­რა­ვი, Lukasi, 2012   

 გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში, ფაფ­რის მინ­დ­ვ­რებ­ზე დაკ­რე­ფი­ლი სა­ფე­რა­ვი­და­ნაა ღვი­ნო და­ყე­ნე­ბუ­ლი. ფერ­ში თით­ქ­მის გა­უმ­ჭ­ვირ­ვა­ლეა, მუ­ქი ჟო­ლოს­ფე­რია. პირ­ველ სურ­ნე­ლებ­ში ცხა­დად იგ­რ­ძ­ნობთ მუ­ხი­დან წა­მო­სულ არო­მა­ტებს, შა­ვი ქლი­ა­ვის ჩი­რი­სა და შა­ვი პილ­პი­ლის ტო­ნებს. ღვი­ნო მძლავ­რი ტა­ნი­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ძალ­ზე სხე­უ­ლი­ა­ნია და პირ­ველ რიგ­ში სი­სავ­სით იქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და­ბო­ლო­ე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, სა­დაც კენ­კ­რის ტო­ნებს მუ­ხის ძლი­ე­რი კვა­ლი ერ­წყ­მის. მი­ირ­თ­ვით მა­ყალ­ზე და გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ხორ­ცე­ულ­თან.

 

lika andiashvili