რეცეპტრბი
28 ნოემბერი, 2014
1392
print

წაბ­ლის წვნი­­ნი 

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 300 გ გარ­ჩე­უ­ლი წაბ­ლი, 3 ცა­ლი დაფ­ნის ფო­თო­ლი, 2 ს.კ. კა­რა­ქი, 500 მლ ძრო­ხის ბუ­ლი­ო­ნი, 125 მლ სქე­ლი ნა­ღე­ბი, 3 ს.კ. კრემ­ფ­რე­ში, 1 კო­ნა მწვა­ნე ხახ­ვი, მა­რი­ლი და ვარ­დის­ფე­რი წი­წა­კა - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

წაბ­ლი წვრი­ლად დავ­ჭ­რათ. მწვა­ნე ხახ­ვი წვრი­ლად დავ­ჭ­რათ. ქვაბ­ში გა­ვად­ნოთ კა­რა­ქი, და­ვუ­მა­ტოთ წაბ­ლი, დაჭ­რი­ლი ხახ­ვის ნა­ხე­ვა­რი და მოვ­შუ­შოთ. და­ვას­ხათ ნა­ღე­ბი და ბუ­ლი­ო­ნი. ვხარ­შოთ 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ფორ­თო­ხალს და­ნით მო­ვა­ცა­ლოთ ქერ­ქი ისე, რომ თეთ­რი რბი­ლო­ბიც მო­შორ­დეს. ასე­ვე მო­ვა­შო­როთ ლებ­ნებს შო­რის თეთ­რი კა­ნი. გაფ­ც­ქ­ვ­ნი­სას წვე­ნი რაც გა­მო­ი­წუ­რე­ბა, შე­ვი­ნა­ხოთ. მო­ხარ­შუ­ლი ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი ბლენ­დე­რით ავ­თ­ქ­ვი­ფოთ. და­ვას­ხათ ფორ­თოხ­ლის წვე­ნი, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. თუ წვნი­ა­ნი სქე­ლი იქ­ნე­ბა, ცო­ტა ბუ­ლი­ო­ნი და­ვუ­მა­ტოთ სა­სურ­ვე­ლი კონ­სის­ტენ­ცი­ის მი­ღე­ბამ­დე. წვნი­ა­ნი თეფ­შებ­ზე გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, ჩა­ვას­ხათ ცო­ტა­ო­დე­ნი კრემ­ფ­რე­ში, მო­ვა­ყა­როთ დარ­ჩე­ნი­ლი დაჭ­რი­ლი მწვა­ნე ხახ­ვი და ჩა­ვაწყოთ ფორ­თოხ­ლის გარ­ჩე­უ­ლი ნაჭ­რე­ბი.

სო­კოს დი­პი

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 250 გ ქა­მა სო­კო (ყა­ვის­ფე­რი), 3 კბი­ლი ნი­ო­რი, 2 ს.კ. ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, 1 ცა­ლი პა­მი­დო­რი, 2 ს.კ. ლი­მო­ნის წვე­ნი, 2 ს.კ. შვრი­ის ფან­ტე­ლი, 1 კო­ნა ახა­ლი ან 1 ს.კ. ხმე­ლი ბა­ზი­ლი­კი ან შაშ­კ­ვ­ლა­ვი, 100 გ უცხი­მო ხა­ჭო, 300 გ ნი­ა­ხუ­რის ღე­რი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით, შა­ვი პუ­რი - მი­სა­ტა­ნებ­ლად.

 მომ­ზა­დე­ბა:

 სო­კო და ნი­ო­რი დავ­კე­პოთ და ზეთ­ში, მა­ღალ ცეცხ­ლ­ზე 3 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოვ­შუ­შოთ. და­ვუ­მა­ტოთ დაჭყ­ლე­ტი­ლი პა­მი­დო­რი და კი­დევ 2-3 წუ­თი ვშუ­შოთ. და­ვუ­მა­ტოთ მა­რი­ლი, ლი­მო­ნის წვე­ნი, პილ­პი­ლი. მო­შუ­შუ­ლი ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი გა­ვაგ­რი­ლოთ, და­ვუ­მა­ტოთ ხა­ჭო, ბა­ზი­ლი­კი, შვრი­ის ფან­ტე­ლი და ბლენ­დე­რით და­ვა­ქუც­მა­ცოთ. მი­ვირ­თ­ვათ ნი­ა­ხურ­სა და შავ პურ­თან ერ­თად.

 პას­ტა-ფრი­ტა­ტა ბე­კო­ნით

  სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 200 გ პას­ტა მა­კა­რო­ნი, 150 გ სო­კო, 1 ცა­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა, 150 გ პრა­სი, 100 გ ბე­კო­ნი, 150 მლ რძე, 2 ცა­ლი კვერ­ცხი, 3 ღე­რი ახა­ლი ან ხმე­ლი ბეგ­ქონ­და­რა, ცო­ტა­ო­დე­ნი ზე­თი, მა­რი­ლი, ახალ­დაფ­ქუ­ლი პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

 პას­ტა მდუ­ღა­რე მა­რი­ლი­ან წყალ­ში მოვ­ხარ­შოთ შე­ფუთ­ვა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით და გა­დავ­წუ­როთ. სო­კო­ე­ბი შუა-შუა, წი­წა­კა კი ოთხად კუ­ბე­ბად დავ­ჭ­რათ. პრა­სი სქელ რგო­ლე­ბად დავ­ჭ­რათ. ბე­კო­ნის ნაჭ­რე­ბი შუ­ა­ზე გავ­ჭ­რათ და გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე მსუ­ბუ­ქად შევ­ბ­რა­წოთ, შემ­დეგ ამო­ვი­ღოთ და და­საწ­რე­ტად ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხოც­ზე და­ვაწყოთ. დაჭ­რი­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი და სო­კო ზეთ­ში მოვ­შუ­შოთ, მოვ­ყა­როთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. კვერ­ცხი და რძე ავ­თ­ქ­ვი­ფოთ, და­ვუ­მა­ტოთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. და­ვუ­მა­ტოთ წვრი­ლად და­კე­პი­ლი ან დაფ­ქუ­ლი ბეგ­ქონ­და­რა. პას­ტა ბოს­ტ­ნე­ულ­თან ერ­თად მო­ვა­თავ­სოთ ტა­ფა­ში. ზე­მო­დან და­ვას­ხათ რძი­სა და კვერ­ცხის ნა­რე­ვი და 12-15 წუ­თით სა­შუ­ა­ლო ცეცხ­ლ­ზე თავ­და­ხუ­რუ­ლი გა­ვა­ჩე­როთ, სა­ნამ არ მომ­ზად­დე­ბა.

ჯამ­ბა­ლაია 

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 1 დი­დი თა­ვი ხახ­ვი, 3-4 კბი­ლი ნი­ო­რი, 1 ცა­ლი ტკბი­ლი, ყვი­თე­ლი წი­წა­კა, 100 გ ნი­ა­ხუ­რის ძი­რი, 4 ცა­ლი ქათ­მის ბარ­კა­ლი (თი­თო 120 გ), 2 ს.კ. ზე­თი, 150 გ დაჭ­რი­ლი ჩო­რი­ზო ან სხვა მსგავ­სი ძეხ­ვი, 3 ს.კ. ტო­მატ­პას­ტა, 800 მლ ქათ­მის ბუ­ლი­ო­ნი, 2-3 ს.კ. კრე­ო­ლუ­რი სა­ნე­ლებ­ლე­ბის ნაკ­რე­ბი ან ბარ­ბე­ქი­უს სა­ნე­ლე­ბე­ლი, 1 ქი­ლა თა­ვის წვენ­ში და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი პა­მი­დო­რი, 8 ცა­ლი დი­დი, გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი კრე­ვე­ტი, 1,5 ჭი­ქა გრძე­ლი ბრინ­ჯი, 5 ს.კ. ფორ­თოხ­ლის წვე­ნი, 2 ს.კ. თაფ­ლი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

მომ­ზა­დე­ბა:

ნი­ა­ხუ­რი, წი­წა­კა და ხახ­ვი დავ­ჭ­რათ. ნი­ო­რი დავ­ჭყ­ლი­ტოთ. ქათ­მის ბარ­კ­ლებს მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. სქელ­ძი­რი­ან ტა­ფა­ში ან ქვაბ­ში გა­ვაცხე­ლოთ ზე­თი, ჩა­ვაწყოთ ქათ­მის ბარ­კ­ლე­ბი და მა­ღალ ცეცხ­ლ­ზე ყვე­ლა მხრი­დან შევ­ბ­რა­წოთ, შემ­დეგ ამო­ვი­ღოთ ქვა­ბი­დან. ჩო­რი­ზო მსხვი­ლად დავ­ჭ­რათ, ჩა­ვა­მა­ტოთ ქვაბ­ში და მოვ­შუ­შოთ. ქვა­ბი­დან ამო­ვი­ღოთ ჩო­რი­ზო და ჩავ­ყა­როთ ბოს­ტ­ნე­უ­ლი. და­ვუ­მა­ტოთ ტო­მატ­პას­ტა და კი­დევ 1-2 წუ­თი ვშუ­შოთ. და­ვას­ხათ 400 მლ ბუ­ლი­ო­ნი და მო­ვა­ყა­როთ კრე­ო­ლუ­რი სა­ნე­ლე­ბე­ლი. და­ვუ­მა­ტოთ დაჭყ­ლე­ტი­ლი პა­მი­დო­რი, ქათ­მის ბარ­კ­ლე­ბი და ჩო­რი­ზო. ქვაბს და­ვა­ხუ­როთ სა­ხუ­რა­ვი და და­ბალ ცეცხ­ლ­ზე 10 წუ­თი ვა­დუ­ღოთ, და­ვას­ხათ და­ნარ­ჩე­ნი ბუ­ლი­ო­ნი და წა­მო­ვა­დუ­ღოთ. და­ვა­ყა­როთ ბრინ­ჯი, კრე­ვე­ტე­ბი 15 წუ­თი ვა­დუ­ღოთ თა­ვახ­დი­ლი, შემ­დეგ ამო­ვუ­რი­ოთ, და­ვა­ხუ­როთ სა­ხუ­რა­ვი და კი­დევ 10 წუ­თი ვხარ­შოთ. და­ვუ­მა­ტოთ თაფ­ლი, ფორ­თოხ­ლის წვე­ნი, გა­მოვ­რ­თოთ ცეცხ­ლი და 10 წუ­თი გა­ვა­ჩე­როთ.

 კარ­ტო­ფი­ლის რუ­ლე­ტი

  სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 კარ­ტო­ფი­ლის ცო­მის­თ­ვის - 750 გ კარ­ტო­ფი­ლი, 75 გ მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი, 75 გ ახალ­გა­ხე­ხი­ლი პარ­მე­ზა­ნი, 1 ცა­ლი კვერ­ცხი, 150 გ კარ­ტო­ფი­ლის სა­ხა­მე­ბე­ლი, ცო­ტა­ო­დე­ნი პუ­რის ფქვი­ლი - სა­ფა­ნე­ლად, 60 გ კა­რა­ქი, 2 ღე­რი ოხ­რა­ხუ­ში, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი, ჯავ­ზი - გე­მოვ­ნე­ბით.

გულ­სარ­თის­თ­ვის - 1 კო­ნა ოხ­რა­ხუ­ში, 1 კო­ნა რე­ჰა­ნი, 75 გ კედ­რის კა­კა­ლი, 75 გ თხი­ლი, 40 გ გა­ხე­ხი­ლი პარ­მე­ზა­ნი, მა­რი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

პა­მიდ­ვ­რის სალ­სის­თ­ვის - 500 გ პა­მი­დო­რი, 1 თა­ვი ხახ­ვი, 0,5 კო­ნა რე­ჰა­ნი, 2 ს.კ. ვაშ­ლის ძმა­რი, 1 ს.კ. ყა­ვის­ფე­რი შა­ქა­რი, ახალ­დაფ­ქუ­ლი შა­ვი პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

 კარ­ტო­ფი­ლი გავ­რეცხოთ და 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რი­ლი­ან წყალ­ში მოვ­ხარ­შოთ კა­ნი­ა­ნად. შემ­დეგ გა­და­ვავ­ლოთ ცი­ვი წყა­ლი და კა­ნი გა­ვა­ცა­ლოთ. ცხელ-ცხე­ლი კარ­ტო­ფი­ლი დავ­ჭყ­ლი­ტოთ, და­ვუ­მა­ტოთ მა­რი­ლი, მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი, პარ­მე­ზა­ნი, კვერ­ცხი, კარ­ტო­ფი­ლის სა­ხა­მე­ბე­ლი, ჯავ­ზი და კარ­გად ავ­ზი­ლოთ.

მო­ვამ­ზა­დოთ გულ­სარ­თი: მწვა­ნი­ლი წვრი­ლად დავ­კე­პოთ. ასე­ვე დავ­კე­პოთ თხი­ლი და კედ­რის კა­კა­ლი. შე­ვუ­რი­ოთ ყვე­ლი, მწვა­ნი­ლი, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. კარ­ტო­ფი­ლის ცო­მი 6-7 მმ სის­ქე­ზე გა­ვაბ­რ­ტყე­ლოთ, ზედ გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ გულ­სარ­თი და ფრთხი­ლად გა­და­ვახ­ვი­ოთ. გა­და­ვი­ტა­ნოთ ტი­ლო­ზე, გა­ვახ­ვი­ოთ და ბო­ლო­ე­ბი ძა­ფით შევ­კ­რათ. მოგ­რ­ძო ფორ­მის მა­ღალ ტა­ფა­ში ან ქვაბ­ში ავა­დუ­ღოთ წყა­ლი, ჩავ­ყა­როთ 1 ს.კ. მა­რი­ლი და შიგ მო­ვა­თავ­სოთ ტი­ლო­ში გახ­ვე­უ­ლი კარ­ტო­ფი­ლის რუ­ლე­ტი ისე, რომ წყალ­მა და­ფა­როს. ვხარ­შოთ და­ბალ ცეცხ­ლ­ზე 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. პა­მიდ­ვ­რე­ბი ოთხად გავ­ჭ­რათ და თეს­ლი ამო­ვუ­ღოთ. შემ­დეგ წვრი­ლად დავ­ჭ­რათ, და­ვუ­მა­ტოთ დაჭ­რი­ლი მწვა­ნი­ლი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი. ცალ­კე გა­ვად­ნოთ კა­რა­ქი. ოხ­რა­ხუ­ში დავ­კე­პოთ. რუ­ლე­ტი წყლი­დან ამო­ვი­ღოთ, გავ­ხ­ს­ნათ და დავ­ჭ­რათ, ზე­მო­დან კი გამ­დ­ნა­რი კა­რა­ქი მო­ვას­ხათ და ოხ­რა­ხუ­ში მო­ვა­ყა­როთ. მი­ვირ­თ­ვათ პა­მიდ­ვ­რის სალ­სას­თან ერ­თად.

 ორა­გუ­ლი ილი­თა და ყა­ვით

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 2 ს.კ. ყა­ვა ეს­პ­რე­სოს ფხვნი­ლი, 80 გ შა­ქა­რი, 1 ს.კ. პილ­პი­ლის მარ­ც­ვ­ლე­ბი, 3 მარ­ც­ვა­ლი ილი, 600 გ ორა­გუ­ლის ფი­ლე, 0,5 ცა­ლი ლი­მო­ნი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით, ცო­ტა­ო­დე­ნი ზე­თი.

მომ­ზა­დე­ბა:

თევ­ზის ფი­ლე ოთხად გავ­ჭ­რათ, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და მო­ვა­წუ­როთ ლი­მო­ნი. ღუ­მე­ლი 200 გრა­დუს­ზე გა­ვა­ხუ­როთ. 200 მლ წყალ­ში გავ­ხ­ს­ნათ ყა­ვა და შა­ქა­რი, და­ვუ­მა­ტოთ პილ­პი­ლი­სა და ილის მარ­ც­ვ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მოვ­ხარ­შოთ, სა­ნამ ვა­ჟინს არ მი­ვი­ღებთ და გა­დავ­წუ­როთ. 20X20 სმ ზო­მის პერ­გა­მენ­ტის ქა­ღალდს ან ფოლ­გას ზე­თი წა­ვუს­ვათ, ზედ მო­ვა­თავ­სოთ თი­თო ნა­ჭე­რი თევ­ზი და ისე შევ­ფუ­თოთ, რომ ზე­მო­დან გახ­ს­ნი­ლი იყოს. ვაცხოთ 12-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ და­ვას­ხათ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვა­ჟი­ნი და ასე მი­ვი­ტა­ნოთ სუფ­რა­ზე.

 ვაშ­ლი­სა და ჭარ­­ლის სა­ლა­თა

  სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 250 გ ჭარ­ხა­ლი, 1 ცა­ლი მჟა­ვე ვაშ­ლი, 2 ს.კ. ლი­მო­ნის წვე­ნი, 3 ს.კ. ვაშ­ლის წვე­ნი, 0,5 ს.კ. შა­ქა­რი, 4 ს.კ. ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, 3 ს.კ. გარ­ჩე­უ­ლი მზე­სუმ­ზი­რა, მწიკ­ვი მა­რი­ლი, 100 გ ყვე­ლი ფე­ტა, ახა­ლი მწვა­ნი­ლი - მო­სარ­თა­ვად.

 მომ­ზა­დე­ბა:

 ჭარ­ხა­ლი გავ­ფ­ც­ქ­ვ­ნათ და თხლად დავ­ჭ­რათ. ვაშ­ლი ოთხად გავ­ჭ­რათ, თეს­ლი ამო­ვა­ცა­ლოთ და თხლად დავ­ჭ­რათ, მო­ვა­წუ­როთ ლი­მო­ნი. 1 ს.კ. ლი­მო­ნის წვენს ავუ­რი­ოთ ვაშ­ლის წვე­ნი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და შა­ქა­რი. და­ვუ­მა­ტოთ ზე­ი­თუ­ნის ზე­თი. მზე­სუმ­ზი­რა მოვ­ხა­ლოთ. მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი. ჭარ­ხალ­სა და ვაშლს მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­უ­სი მო­ვას­ხათ, მო­ვა­ყა­როთ დაფხ­ვ­ნი­ლი ფე­ტა, მწვა­ნი­ლი და მზე­სუმ­ზი­რა.

 შვარ­­ვალ­დუ­რი ბრა­­ნი

 

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 2 ნა­ჭე­რი ბრა­უ­ნი, 3 ს.კ. ალუბ­ლის ლი­ქი­ო­რი, 4 ს.კ. ალუბ­ლის კონ­ფი­ტი­უ­რი, 150 მლ სქე­ლი ნა­ღე­ბი, 2 ს.კ. ვა­ნი­ლის შა­ქა­რი.

 მომ­ზა­დე­ბა:

 ბრა­უ­ნის ნაჭ­რე­ბი სიბ­რ­ტყე­ზე გავ­ჭ­რათ, 3 ს.კ. ალუბ­ლის ლი­ქი­ო­რით დავ­ნა­მოთ და წა­ვუ­ვათ კონ­ფი­ტი­უ­რი. ნა­ღე­ბი და ვა­ნი­ლის შა­ქა­რი კარ­გად ავ­თ­ქ­ვი­ფოთ, ფრთხი­ლად შე­ვუ­რი­ოთ კრემს და კონ­ფი­ტი­ურ­ზე მო­ვას­ხათ, და­ვა­ფა­როთ ნამ­ცხ­ვ­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ზე­მო­დან და­ვა­დოთ კვლავ ალუბ­ლის კონ­ფი­ტი­უ­რი და ნა­ღე­ბი.

lika andiashvili
ტეგები