„ფე­რა­რის" და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფა­სი 2.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია
05 დეკემბერი, 2014
788
print

„ფი­ატ კრა­ის­ლერ ავ­ტო­მო­ბილ­ს­მა" თა­ვი­სი მარ­გა­ლი­ტის - „ფე­რა­რის" აქ­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ოღონდ, სა­ნამ მი­სი აქ­ცი­ე­ბის ნა­წილს ბირ­ჟა­ზე გა­მო­ი­ტანს, ჯერ სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფის­გან გა­ნა­ცალ­კე­ვებს. ამი­სათ­ვის კი მა­რა­ნე­ლო­ე­ლებს იტა­ლი­ურ-ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის, გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით, 2.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ. და ეს სა­ხე­ლო­ვა­ნი იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ფა­სუ­რი იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მა­ინც არ იქ­ნე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი. „ფე­რა­რი" აღარ იქ­ნე­ბა „ფი­ატ კრა­ის­ლე­რის" ჯგუ­ფის წევ­რი, თუმ­ცა მი­სი აქ­ცი­ე­ბის 80 პრო­ცენტს სწო­რედ ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­და­ი­ნა­წი­ლე­ბენ. მხო­ლოდ 10 პრო­ცენ­ტი გა­ი­ყი­დე­ბა ამე­რი­კის და შე­საძ­ლოა, ევ­რო­პის სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე, 10 პრო­ცენ­ტი კი „ფე­რა­რის" თა­ნა-თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს და დი­დი ენ­ცო ფე­რა­რის შთა­მო­მა­ვალ პი­ე­რო ფე­რა­რის დარ­ჩე­ბა.

2.8 მი­ლი­არდ დო­ლარს (2.25 მი­ლი­არდ ევ­როს) „ფი­ატ კრა­ის­ლე­რი" ტრან­საქ­ცი­ე­ბის სა­ხით და სა­დის­ტ­რი­ბუ­ციო ქსე­ლი­დან მი­ი­ღებს. გარ­და ამი­სა, ჯგუ­ფი 2.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ვერ­ტი­რე­ბად ობ­ლი­გა­ცი­ებ­საც გა­მო­უშ­ვებს. ამ­გ­ვა­რად მი­ღე­ბულ 5.3 მი­ლი­არდ დო­ლარს კი მიმ­დი­ნა­რე კრე­დი­ტე­ბის და­სა­ფა­რად და სა­წარ­მოო პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნებს.

„ფი­ატ კრა­ის­ლე­რის" მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სერ­ჯო მარ­კი­ო­ნე მიზ­ნად, ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მო­დე­ლო გა­მის გა­ფარ­თო­ე­ბას ისა­ხავს. ამის ხარ­ჯ­ზე უნ­და გა­ი­ზარ­დოს გა­ყიდ­ვე­ბი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით, ჯგუ­ფი მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­თა სი­ა­ში შეს­ვ­ლას აპი­რებს. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბით, „ტო­ი­ო­ტას", „ჯე­ნე­რალ მო­ტორსს" და „ფოლ­კ­ს­ვა­გენს" უნ­და და­ე­წი­ოს. ცნო­ბი­სათ­ვის, ამ­ჟა­მად „ფი­ატ კრა­ის­ლე­რი" გა­ყიდ­ვე­ბის მხრივ, მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მეშ­ვი­დე ავ­ტო­კომ­პა­ნიაა.

lika andiashvili
ტეგები