WINE ENTHOUSIAST TOP 100
05 დეკემბერი, 2014
835
print

WINE ENTHOUSIAST TOP 100 

ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მამ - wine enthousiast-მა წლის სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვა­დი ღვი­ნო­ე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ასე­უ­ლი გა­მოქ­ვეყ­ნა. დღეს, რო­ცა ღვი­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა თუ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის თა­რო­ე­ბი სავ­სეა თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი ეტი­კე­ტე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სი ღვი­ნო­ე­ბით, შან­სი იმი­სა, რომ შე­და­რე­ბით იაფად კარ­გი და მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვი­ნო ვი­ყი­დოთ, ძალ­ზე მცი­რეა. Wine Enthousiast-ის სია ამე­რი­კე­ლებს არ­ჩე­ვანს უად­ვი­ლებს, რად­გან აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ღვი­ნო­ე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ცა­ლო ფა­სი 15 დო­ლა­რია. Wine Enthousiast-ის ექ­ს­პერ­ტებ­მა გა­სუ­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით ღვი­ნო და­ა­ჭაშ­ნი­კეს, რო­მელ­თა მხო­ლოდ 6.4%-ს ერ­გო ამ პრეს­ტი­ჟულ სი­ა­ში მოხ­ვედ­რის პა­ტი­ვი. სია მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ახა­ლი და ძვე­ლი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, მათ შო­რის: 30 ამე­რი­კუ­ლი, 13 ფრან­გუ­ლი, 9 პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი, 8 ეს­პა­ნუ­რი, 7 იტა­ლი­უ­რი, 6 ჩი­ლე­უ­რი, 5 არ­გენ­ტი­ნუ­ლი, 4-4 ახალ­ზე­ლან­დი­უ­რი და ავ­ს­ტ­რი­უ­ლი, 3-3 გერ­მა­ნუ­ლი და ავ­ს­ტ­რა­ლი­უ­რი, 2-2 ბერ­ძ­ნუ­ლი და ის­რა­ე­ლის და თი­თო-თი­თო ბულ­გა­რუ­ლი, რუ­მი­ნუ­ლი, სლო­ვე­ნი­უ­რი და სამ­ხ­რე­თაფ­რი­კუ­ლი ღვი­ნო. წარ­მო­გიდ­გენთ სი­ის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლის ღვი­ნო­ებს და მათ მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბას.

 1. Aveleda 2013 Quinta da Aveleda Estate Bottled Loureiro-Alvarinho (Minho); 90 ქუ­ლა, 8$

 ღვი­ნო ვი­ნიო ვერ­დეს რე­გი­ო­ნის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ებს წარ­მო­ა­ჩენს. სხე­უ­ლი­ა­ნი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ღვი­ნოა, სა­სი­ა­მოვ­ნო, მომ­რ­გ­ვა­ლე­ბუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბით. სა­უ­კე­თე­სო და­სა­ლე­ვი იქ­ნე­ბა 2015 წლის ჩათ­ვ­ლით. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 11.5%.

 2. Barnard Griffin 2012 Fumé Blanc Dry Sauvignon Blanc (Columbia Valley); 91 ქუ­ლა, 9$

 გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, მსუ­ბუ­ქი, მცე­ნა­რე­უ­ლი არო­მა­ტე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სო­ვი­ნი­ონ ბლა­ნია, რო­მელ­შიც კარ­გა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ჯი­შუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 12.8%.

 3. Bogle 2012 Essential Red (California); 91 ქუ­ლა, 11$

 ზო­მი­ე­რად სხე­უ­ლი­ა­ნი, შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, წი­თე­ლი მშრა­ლი ღვი­ნოა, სი­რას, კა­ბერ­ნე­სა და პტი სი­რას ჯი­შის ყურ­ძ­ნი­დან და­წუ­რუ­ლი. ხი­ლის, კედ­რი­სა და და­რი­ჩი­ნის შთამ­ბეჭ­და­ვი არო­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­სი­ა­მოვ­ნო, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და­ბო­ლო­ე­ბა აქვს. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 13.5%

 4. Herdade do Esporão 2011 Quinta dos Murças Assobio (Douro); 94 ქუ­ლა, 13 $

 მძლავ­რი, ტა­ნი­ნი­ა­ნი ღვი­ნოა, შა­ვი ხი­ლის არო­მა­ტე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი, რო­მელ­შიც ხის მერ­ქ­ნის ნო­ტე­ბიც გა­მოს­ჭ­ვი­ვის. და­ლე­ვამ­დე სა­სურ­ვე­ლია კი­დევ დაძ­ველ­დეს. სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში იქ­ნე­ბა 2017 წლის­თ­ვის. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 14%.

 5. Mano A Mano 2011 Tempranillo (Vino de la Tierra de Castilla); 90 ქუ­ლა, 9$

 თით­ქ­მის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ასე­თი ხა­რის­ხი­ა­ნი ტემ­პ­რა­ნი­ლიო მხო­ლოდ 9 დო­ლა­რი ღირს! დაწ­მენ­დი­ლი, სხე­უ­ლი­ა­ნი ღვი­ნოა მწი­ფე ალუბ­ლის, შა­ვი მოცხა­რი­სა და ძირ­ტ­კ­ბი­ლას არო­მა­ტე­ბით, და­ბო­ლო­ე­ბა­ში პილ­პი­ლის მსუ­ბუ­ქი ნო­ტე­ბიც გა­მოს­ჭ­ვი­ვის. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 14.5%.

 6. Chateau Ste. Michelle 2013 Dry Riesling (Columbia Valley); 91 ქუ­ლა, 10$

 არო­მა­ტუ­ლი, მშრა­ლი რის­ლინ­გია, სა­სი­ა­მოვ­ნო მჟა­ვი­ა­ნო­ბით, ციტ­რუ­სის და ტრო­პი­კუ­ლი ხი­ლის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი არო­მა­ტით. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 12.5%.

 7. Château Vincens 2011 Prestige (Cahors); 93 ქუ­ლა, 13$

 მდი­და­რი, სავ­სე, ხა­ლი­სი­ა­ნი ღვი­ნოა, ძლი­ე­რი სტრუქ­ტუ­რით, რო­მელ­შიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­წყ­მის ერ­თ­მა­ნეთს მჟა­ვი­ა­ნო­ბა და ტა­ნი­ნე­ბი. დაძ­ვე­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია, სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში იქ­ნე­ბა 2017 წლი­დან. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 15%.

 8. DFJ Vinhos 2011 Portada Winemaker’s Selection Tinto (Lisboa); 90 ქუ­ლა, 7$

 მუ­ქი ძო­წის­ფე­რი, სხე­უ­ლი­ა­ნი, მდი­და­რი ღვი­ნოა. მწი­ფე ქლი­ა­ვი­სა და კენ­კ­რო­ვა­ნი ხი­ლის არო­მა­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რა­საც ცინ­ცხა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბა აბა­ლან­სებს. კი­დევ უფ­რო უკე­თე­სი გახ­დე­ბა დაძ­ვე­ლე­ბის შემ­დეგ. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 12.5% .

 9. Hugl-Wimmer 2013 Wimmer Grüner Veltliner; 90 ქუ­ლა, 14 $

 ხა­ლი­სი­ა­ნი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, მსუ­ბუ­ქი ღვი­ნოა მწი­ფე მსხლის არო­მა­ტით, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­წყ­მის ზო­მი­ე­რი მჟა­ვი­ა­ნო­ბა. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 13.5%.

 10. Blue Fish 2012 Sweet Riesling (Pfalz); 89 ქუ­ლა, 10$

 ორი­გი­ნა­ლუ­რი, მოხ­დე­ნი­ლი შე­ფუთ­ვის მიღ­მა მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო ღვი­ნო იმა­ლე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, მი­ნე­რა­ლუ­რი ნო­ტე­ბი­თა და ხი­ლის არო­მა­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რის­ლინ­გია, ლიმ­ნის ცინ­ცხა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბით. ალ­კო­ჰო­ლუ­რი სი­მაგ­რე - 11%.

lika andiashvili
ტეგები