პატარა წიქებით
05 დეკემბერი, 2014
907
print

ფრანგულ ბარებში კლიენტების სიმყუდროვეზე კატები იზრუნებენ

საფრანგეთის ქალაქ ნანტში 2015 წლიდან ორი, სრულიად ახალი ტიპის ბარი გაიხსნება - Chatouille და Сhat l’Heureux. იქ მისული სტუმრების სიმყუდროვეზე კატები იზრუნებენ. ამ ბარების გახსნის იდეა ფრანგ ქალბატონებს ეკუთვნით. ერთ-ერთი ბარის მფლობელები 25 და 27 წლის ფრანგი დები არიან. მათ ბარში შეგიძლიათ თან ბოკალი ღვინო დააგემოვნოთ და თან მშვენიერი კატების ცქერითა და მოფერებით დატკბეთ. სავარაუდოდ, ბარის კატები მაგიდებსა და სკამებს შორის თავისუფლად ისეირნებენ. მეორე ბარის მფლობელი 34 წლის ფრანგი ქალია. მას ბარში 6-7 კატა ეყოლება და იქ მისულ სტუმრებს, ფისოების მოალერსების გარდა, კლასიკურ სასმელებს, ჩაისა და ფუნთუშეულობას შესთავაზებს.

 სომხეთმა ღვინო პირველად გაიტანა კანადაში

2014 წელს სომხურმა კომპანია "არმენია ვაინ"-მა პირველად გაიტანა ღვინო ექსპორტზე კანადაში. კომპანიის თანამფლობელის, ვაგან მკრტიჩიანის თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან კანადური მხარე მკაცრად აკონტროლებს ალკოჰოლურ ბაზარს, ექსპორტიორების მიერ მიწოდებული საქონლის ხარისხს და მათი კვოტირების საკითხს. აღსანიშნავია, რომ სომხური კომპანიის ღვინო უკვე გადის აშშ-სა და საფრანგეთის ბაზრებზე. "ალბათ ზედმეტია იმისი ახსნა, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის საზღვარგარეთის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებზე, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ადგილის დამკვიდრება", - აღნიშნავს მკრტიჩიანი. 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, "არმენია ვაინ"-მა ექსპორტზე 875,5 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანა, 2013 წელს კი - 1,07 მილიონი ბოთლი, რაც სომხეთის მეღვინეობის მთლიანი მოცულობის 57%-ს შეადგენს.

 ღვინის აბაზანა - ნაოჭების საწინააღმდეგო უახლესი მეთოდი

ევროპისა და ამერიკის სილამაზის სალონებში მისულ კლიენტს ახალ მომსახურებას სთავაზობენ - წითელი ღვინის აბაზანებს. კოსმეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროცედურის წყალობით კანის დაბერების პროცესი ფერხდება და ნაოჭებიც ნაკლებად ჩნდება. მეცნიერები ამ პროცედურის ეფექტურობას ასე ხსნიან - წითელი ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტ რეზვერატროლს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია. გარდა ამისა, ღვინო კანის ფორებს აფართოებს და წმენდს, კლიენტს სისხლის მიმოქცევაც ურეგულირდება და კაპილარებიდან კანქვეშ უამრავი სასარგებლო ნივთიერება აღწევს. ღვინის აბაზანის შემდეგ კანი ისეთივე გადატკეცილი და სუფთაა, როგორც პილინგის პროცედურისას. მართალია, ბევრი ექიმი გაახალგაზრდავების ამ ხერხს ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ უამრავი ქალბატონი მაინც მზად არის, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს, რათა საუკეთესო ბორდოს ღვინით სავსე 100-ლიტრიან აბაზანაში ინებივროს.

კონკურენტებმა გორდონ რემზის რესტორნის გახსნა ჩაშალეს

სულ რამდენიმე დღის წინ ლონდონში გორდონ რემზის ახალი რესტორნის - Heddon Street Kitchen - საზეიმო გახსნა უნდა გამართულიყო. მართალია, რესტორანში 140-ვე ადგილი წინასწარ იყო დაჯავშნილი, მაგრამ გახსნაზე მხოლოდ 40 ადამიანი მივიდა. ცხადია, ნახევრად ცარიელ დარბაზში გახსნის ცერემონია ნაკლებ პომპეზურად ჩატარდა. თავად გორდონ რემზიმ კი განაცხადა, რომ ცრუ ჯავშანი მისი კონკურენტებისა და ავისმსურველთა ნახელავია. წარმატებული და პოპულარული ადამიანები ასეთი ხალხის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. ამ ინციდენტის შემდეგ გორდონ რემზის რესტორანში ადგილების დაჯავშნის სერვისი უკეთ გაკონტროლდება.

 მთელი სიცოცხლე უფასო ლუდი - არც ისე იაფი სიამოვნებაა

ტეხასელი მოქალაქე აცხადებს, რომ ნებისმიერ მსურველს მთელი ცხოვრება უფასო ლუდით მოამარაგებს... ოღონდ ერთი პირობით! ახალბედა მეწარმეს, კერი ჰოდსონს, ლუდსახარში კომპანიის დაარსება სურს და პირობას დებს, რომ ვინც მის ახალწამოწყებულ ბიზნესს 2 ათას დოლარს შესწირავს, მთელი ცხოვრება უფასო ლუდი არ მოაკლდება. ბატონ კერის ამერიკული ოცნების ასასრულებლად სულ 30 ათასი დოლარი სჭირდება და ამ ფულის შესაგროვებლად საიტ сrowdbrewed.com-ს მიმართა. დღეისათვის მის ანგარიშზე უკვე 21 ათას დოლარზე მეტია გადარიცხული. მათ, ვისაც დიდი თანხის გადარიცხვის სურვილი და საშუალება არ გააჩნია, ბატონი კერი განსხვავებულ პირობებს სთავაზობს - მათ შეუძლიათ ნებისმიერი თანხა შესწირონ მომავალ მეწარმეს. შესაწირი თანხის რაოდენობა 10 დოლარიდან იწყება. მათ, ვინც 2 ათას დოლარს გაიმეტებს, ჰოდსონი კვირაში 4 დღე 3 ულუფა ლუდით გაუმასპინძლდება. თუმცა ჰოდსონი არ აკონკრეტებს, რა მოხდება, თუ საჭირო თანხას ვერ შეაგროვებს, ან მისი კომპანია გაკოტრდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ასეთ შემთხვევაში როგორ შეასულებს ის ინვესტორებისათვის მიცემულ პირობას.

 ახ­ლე­ბუ­რი სა­თავ­სო ბოთ­ლე­ბის­თ­ვის

 ახ­ლა­ხან ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნ­და მარ­ტი­ვი და ეფექ­ტუ­რი სა­თავ­სო ლუ­დის ბოთ­ლე­ბის­თ­ვის - ბოტტლეLოფტ. ამ­გ­ვა­რი სა­თავ­სო მე­ტა­ლის­თავ­სა­ხუ­რი­ა­ნი ბოთ­ლე­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის, ვი­საც მა­გი­და­სა თუ თა­რო­ებ­ზე ბოთ­ლე­ბის­თ­ვის ად­გი­ლის გა­მო­ნახ­ვა უჭირს. ბოტტლეLოფტ მძლავ­რ­მაგ­ნი­ტი­ა­ნი სა­თავ­სოა, რო­მელ­ზეც ბოთ­ლე­ბი იმ­დე­ნად სა­ი­მე­დოდ მაგ­რ­დე­ბა, რომ მი­წის­ძ­ვ­რა­საც კი უძ­ლებს.

ღვი­ნის კო­ლექ­ცია - ღვი­ნის კას­რ­ში

 ამე­რი­კულ­მა ფირ­მა The Barrel Rack-მა მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბა ღვი­ნის კას­რის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ნა­ხი კა­რა­დით გა­დაწყ­ვი­ტა. კას­რის ძირ­ზე გა­მოჭ­რი­ლია სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის წრე­ე­ბი, რო­მელ­თა სი­დი­დეც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი ღვი­ნო­ე­ბის შე­ნახ­ვა სურს კონ­კ­რე­ტულ დამ­კ­ვეთს. ზოგს ვიწ­რო ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ღვი­ნის შე­ნახ­ვა სურს, ზოგს კი გა­ნი­ერ ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი შამ­პა­ნუ­რის, ამი­ტომ ჩვენ ყვე­ლა შეკ­ვე­თას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, დამ­კ­ვე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვას­რუ­ლებთ, - აღ­ნიშ­ნეს ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. დამ­კ­ვეთს აგ­რეთ­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა კა­რა­და­ზე სა­სურ­ვე­ლი წარ­წე­რა ამო­ატ­ვიფ­რი­ნოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნი­ამ ასე­თი კა­რა­და ჯერ კი­დევ 2009 წელს წარ­მო­ად­გი­ნა, მაგ­რამ მი­სი და­პა­ტენ­ტე­ბა სულ ახ­ლა­ხან მო­ხერ­ხ­და.

 

br />

lika andiashvili