რეცეპტები
05 დეკემბერი, 2014
1371
print

თევ­ზის წვნი­ა­ნი ბოს­ტ­ნე­უ­ლით

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

3 ლ თევ­ზის ბუ­ლი­ო­ნი, 4 ცა­ლი მსხვი­ლად დაჭ­რი­ლი სტა­ფი­ლო, 1 ძირ­ხ­ვე­ნა გრძელ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ნი­ა­ხუ­რი + 2-3 ღე­რი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ფოთ­ლე­ბი, 1 -2 ძი­რი წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­ში, 1-2 ს.კ. ფქვი­ლი, 250 მლ სქე­ლი ნა­ღე­ბი, 2 ს.კ. შა­ქა­რი, 60 მლ წი­თე­ლი ღვი­ნის ძმა­რი, 120 მლ სა­ქონ­ლის ბუ­ლი­ო­ნი, 700 გ 5 სმ. კუ­ბე­ბად დაჭ­რი­ლი სხვა­დას­ხ­ვა თევ­ზის ფი­ლე, 3 კვერ­ცხის გუ­ლი, 225 მლ არა­ჟა­ნი, ზღვის მა­რი­ლი, პილ­პი­ლი, შა­ქა­რი - გე­მოვ­ნე­ბით. წვრი­ლად დაჭ­რი­ლი მწვა­ნე ხახ­ვი - მო­საყ­რე­ლად.

მომ­ზა­დე­ბა:

თევ­ზის ბუ­ლი­ო­ნი ავა­დუ­ღოთ, და­ვუ­მა­ტოთ ბოს­ტ­ნე­უ­ლი და რამ­დე­ნი­მე წუ­თი ვა­დუ­ღოთ. ფქვი­ლი გავ­ხ­ს­ნათ ნა­ღებ­ში და შე­ვუ­რი­ოთ ბუ­ლი­ონს. რო­ცა ადუღ­დე­ბა, და­ვუ­მა­ტოთ ძმა­რი და შა­ქა­რი ისე, რომ მსუ­ბუ­ქი, მომ­ჟა­ვო-მოტ­კ­ბო გე­მო ჰქონ­დეს. და­ვუ­მა­ტოთ მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და სა­ქონ­ლის ბუ­ლი­ო­ნი, და­ვუ­მა­ტოთ თევ­ზის ნაჭ­რე­ბი და 7-8 წუ­თი ვა­დუ­ღოთ. პა­რა­ლე­ლუ­რად მსუ­ბუ­ქად ავ­თ­ქ­ვი­ფოთ კვერ­ცხის გუ­ლე­ბი და არა­ჟა­ნი და სუფ­რა­ზე გა­ტა­ნის წინ თი­თო­ე­ულ ულუ­ფას თი­თო სა­დი­ლის კოვ­ზი სო­უ­სი მო­ვას­ხათ. ზე­მო­დან მო­ვა­ყა­როთ მწვა­ნე ხახ­ვი.

კალ­მა­ხი შვე­დუ­რად

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

2 შეკ­ვ­რა (500 გ) ფე­ნო­ვა­ნი ცო­მი, 400 გ შე­ბო­ლი­ლი კალ­მა­ხი, 4 ცა­ლი კვერ­ცხი, 400 გ გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი (გრუ­ი­ე­რი), 1 კო­ნა კა­მა, მწიკ­ვი ზღვის მა­რი­ლი, მწიკ­ვი ჯავ­ზი, მწიკ­ვი შა­ვი პილ­პი­ლი.

მომ­ზა­დე­ბა:

ფე­ნო­ვა­ნი ცო­მის ფე­ნა ცხიმ­წას­მულ თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე მო­ვა­თავ­სოთ. ზედ და­ვაწყოთ პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი კალ­მა­ხი. კვერ­ცხი, სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ყვე­ლი ავუ­რი­ოთ და თევ­ზ­ზე გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ. ვაცხოთ 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 180 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში.

 ფე­ტას კრე­მი

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

200 გ ყვე­ლი ფე­ტა, 200 გ ყვე­ლი ფი­ლა­დელ­ფია, 1 ცა­ლი ტკბი­ლი, წი­თე­ლი წი­წა­კა, 1 ს.კ. პრო­ვან­სუ­ლი ბა­ლა­ხე­ბის ნა­რე­ვი, 0,5 ს.კ. თავ­შა­ვა, 1 ს.კ. ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, 3 კბი­ლი ნი­ო­რი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

წი­წა­კა წვრი­ლად დავ­ჭ­რათ, და­ვუ­მა­ტოთ ყვე­ლი და ბლენ­დე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვა­ქუც­მა­ცოთ, სა­ნამ ერ­თ­გ­ვა­რო­ვან მა­სას არ მი­ვი­ღებთ. შე­ვუ­რი­ოთ და­ნა­ყი­ლი ნი­ო­რი, პრო­ვან­სუ­ლი ბა­ლა­ხე­ბის ნა­რე­ვი, თავ­შა­ვა, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. მი­ვირ­თ­ვათ გა­ხუ­ხულ პურ­თან ერ­თად. კრე­მი შე­ვი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში.

 გა­მომ­ცხ­ვა­რი ბოს­­ნე­­ლი

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

300 გ პა­ტა­რა ზო­მის კარ­ტო­ფი­ლი, 1 ს.კ. ზე­თი, 1 ცა­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა, 1 ცა­ლი ცუ­კი­ნი, 1 კბი­ლი ნი­ო­რი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი, ხმე­ლი ტარ­ხუ­ნა - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

ღუ­მე­ლი 200 გრა­დუს­ზე გა­ვა­ხუ­როთ. კარ­ტო­ფი­ლი ცხელ წყალ­ში კარ­გად გავ­რეცხოთ ჯაგ­რი­სით და შუა-შუა გავ­ჭ­რათ. შე­ვუ­რი­ოთ ზე­თი, მა­რი­ლი და ღრმა ფორ­მა­ში მო­ვა­თავ­სოთ. 30 წუ­თით შევ­დ­გათ ღუ­მელ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­რეცხოთ და­ნარ­ჩე­ნი ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ლუკ­მი­სო­დე­ნა ნაჭ­რე­ბად დავ­ჭ­რათ, და­ვუ­მა­ტოთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ნი­ო­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­ტო­ფილს და­ვუ­მა­ტოთ. ზე­მო­დან მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და ტარ­ხუ­ნა. ვაცხოთ ღუ­მელ­ში 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 დო­რა­და ტოს­კა­ნუ­რად

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

650 გ თევ­ზი დო­რა­და, 0,5 ლი­მო­ნი, 2 თა­ვი ხახ­ვი, 1-2 კბი­ლი ნი­ო­რი, 4 ს.კ. ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, 1 ცა­ლი წი­თე­ლი ტკბი­ლი წი­წა­კა, 300 გ ცუ­კი­ნი, 500 გ პა­მი­დო­რი, 125 მლ თეთ­რი მშრა­ლი ღვი­ნო, 12 ცა­ლი ზე­თის­ხი­ლი, 2 ს.კ. ხმე­ლი რე­ჰა­ნი, 1/4 ს.კ. ზღვის მა­რი­ლი, პილ­პი­ლი, ხმე­ლი ტარ­ხუ­ნა და როზ­მა­რი­ნი - გე­მოვ­ნე­ბით.

მომ­ზა­დე­ბა:

დო­რა­და გა­ვა­სუფ­თა­ვოთ, გავ­რეცხოთ და ორი­ვე მხრი­დან 0,5 სმ სიღ­რ­მე­ზე დავ­სე­როთ. მო­ვა­წუ­როთ ლი­მო­ნი და ცო­ტა ხა­ნი გა­ვა­ჩე­როთ, რომ გა­უჯ­დეს. ხახ­ვი და ნი­ო­რი წვრი­ლად დავ­კე­პოთ და 2 ს.კ. ზეთ­ში მოვ­შუ­შოთ. და­ვუ­მა­ტოთ მოგ­რ­ძო ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი წი­წა­კა, კან­გაც­ლი­ლი და თეს­ლა­მოც­ლი­ლი, დაჭ­რი­ლი პა­მი­დო­რი და ნა­ხე­ვარ­რ­გო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი ცუ­კი­ნი. ვშუ­შოთ რამ­დე­ნი­მე წუ­თი. მო­ვა­ყა­როთ სა­ნე­ლებ­ლე­ბი, ხმე­ლი მწვა­ნი­ლი და მო­ვას­ხათ ღვი­ნო. რო­ცა წა­მო­დუღ­დე­ბა, გა­და­ვი­ტა­ნოთ ღრმა ფორ­მა­ში, ზედ და­ვა­დოთ თევ­ზი, მო­ვას­ხათ და­ნარ­ჩე­ნი ზე­თი და 200 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში შევ­დ­გათ. 20 წუ­თის შემ­დეგ თევ­ზი ამო­ვატ­რი­ა­ლოთ, და­ვუ­მა­ტოთ ზე­თის­ხი­ლი და კი­დევ 20 წუ­თი ვაცხოთ.

 სო­კო გრილ­ზე

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 500 გ ქა­მა სო­კო, 100 მლ ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, 6 ს.კ. სო­ი­ის სო­უ­სი, 1 ს.კ. ბეგ­ქონ­და­რა, 1 ს.კ. თავ­შა­ვა, 2 კბი­ლი ნი­ო­რი.

 მომ­ზა­დე­ბა:

 სო­კო გა­ვა­სუფ­თა­ვოთ. ნი­ო­რი დავ­ნა­ყოთ, შე­ვუ­რი­ოთ და­ნარ­ჩე­ნი ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი და და­ვას­ხათ სო­კო­ებს. ასე გა­ვა­ჩე­როთ მთე­ლი ღა­მით. შემ­დეგ სო­კო­ე­ბი შამ­ფუ­რებ­ზე წა­მო­ვა­გოთ და 10 წუ­თით გრილ­ზე შევ­წ­ვათ.

 ავო­კა­დო­სა და კიტ­რის სა­ლა­თა

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

1 ცა­ლი მწი­ფე ავო­კა­დო, 2 ს.კ. ლი­მო­ნის წვე­ნი, 250 გ კიტ­რი, 1 ღე­რი პიტ­ნა, 1 პა­ტა­რა ცხა­რე წი­თე­ლი წი­წა­კა, 150 გ იოგურ­ტი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

მომ­ზა­დე­ბა:

ავო­კა­დოს გა­ვა­ცა­ლოთ კა­ნი, ამო­ვა­ცა­ლოთ კურ­კა, ჯერ მე­ოთხე­დე­ბად, შემ­დეგ კი თხლად დავ­ჭ­რათ. მო­ვა­წუ­როთ ლი­მო­ნი. კიტ­რი გავ­ფ­ც­ქ­ვ­ნათ, შუ­ა­ზე გავ­ჭ­რათ, თეს­ლი კოვ­ზით ამო­ვა­ცა­ლოთ, შემ­დეგ თხლად დავ­ჭ­რათ და ავო­კა­დოს და­ვუ­მა­ტოთ. და­ვა­ყა­როთ წვრი­ლად და­კე­პი­ლი პიტ­ნა და წი­წა­კა. იოგურ­ტ­ში ავუ­რი­ოთ მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და მო­ვას­ხათ სა­ლა­თას.

 ბელ­გი­­რი ბრინ­ჯის ღვე­ზე­ლი

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

გულ­სარ­თის­თ­ვის - 1 ლ რძე, 125 გ შა­ქა­რი, მწიკ­ვი ვა­ნი­ლი, მწიკ­ვი მა­რი­ლი, 175 გ მრგვა­ლი ბრინ­ჯი.

ცო­მის­თ­ვის - 300 გ ფქვი­ლი, 1 ს.კ. მშრა­ლი სა­ფუ­ა­რი, 50 გ შა­ქა­რი, 3 ცა­ლი კვერ­ცხი, 125 მლ თბი­ლი რძე, 100 გ გამ­დ­ნა­რი და შეგ­რი­ლე­ბუ­ლი კა­რა­ქი.

 მომ­ზა­დე­ბა:

გულ­სარ­თის­თ­ვის რძე და შა­ქა­რი ავუ­რი­ოთ, და­ვუ­მა­ტოთ ვა­ნი­ლი, მა­რი­ლი და ავა­დუ­ღოთ. და­ვუ­მა­ტოთ ბრინ­ჯი და რო­ცა ადუღ­დე­ბა, ასე ცხლად დავ­ტო­ვოთ 45 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ კარ­გად დალ­ბეს. შემ­დეგ ბრინ­ჯი 2-3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გა­ცივ­დეს.

მო­ვამ­ზა­დოთ ცო­მი: თას­ში ჩავ­ყა­როთ ფქვი­ლი და შე­ვუ­რი­ოთ სა­ფუ­ა­რი. და­ვუ­მა­ტოთ შა­ქა­რი, ვა­ნი­ლის შა­ქა­რი, 1 ცა­ლი კვერ­ცხი, რძე, კა­რა­ქი და მო­ვამ­ზა­დოთ ცო­მი. მზა ცომს გა­და­ვა­ფა­როთ ტი­ლო და თბი­ლად დავ­დ­გათ ასა­ფუ­ებ­ლად. აფუ­ე­ბუ­ლი ცო­მი გა­ვაბ­რ­ტყე­ლოთ და 28 სმ დი­ა­მეტ­რის ფორ­მა­ში მო­ვა­თავ­სოთ ისე, რომ 3 სმ-ზე გვერ­დებ­ზეც ამო­ვი­დეს. დარ­ჩე­ნი­ლი კვერ­ცხი ავ­თ­ქ­ვი­ფოთ, 1 ს.კ. შე­ვი­ნა­ხოთ, და­ნარ­ჩე­ნი კი ბრინ­ჯის მა­სა­ში ავუ­რი­ოთ და ცომ­ჩა­ფე­ნილ ფორ­მა­ში მო­ვა­თავ­სოთ. ზე­მო­დან წა­ვუს­ვათ 1 ს.კ. გათ­ქ­ვე­ფი­ლი კვერ­ცხი და 25-30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 190 გრა­დუს­ზე გა­მო­ვაცხოთ. მზა ღვე­ზე­ლი 2 სა­ა­თის შემ­დეგ დავ­ჭ­რათ.

lika andiashvili
ტეგები