ახა­ლი „ას­ტო­ნი" ჯე­იმს ბონ­დის­თ­ვის
12 დეკემბერი, 2014
719
print

4 დე­კემ­ბერს ლონ­დონ­ში ჯე­იმს ბონ­დის 24-ე ფილ­მის, „სპექ­ტ­რის" ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის, აგენტ 007-ის მო­რი­გი ავ­ტო­მო­ბი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი „ას­ტონ მარ­ტინ DB10" გა­იც­ნო. პრე­მი­ე­რა კი­ნოს­ტუ­დია „პე­ინ­ვუდ სტუ­დი­ოს" დარ­ბაზ­ში მო­ეწყო. რა თქმა უნ­და, წარ­დ­გე­ნას იან ფლე­მინ­გის ნო­ვე­ლის გმი­რე­ბის რო­ლე­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი, მათ შო­რის ბონ­დი - და­ნი­ელ კრე­ი­გი და­ეს­წ­რო.

ახალ ფილ­მ­ში ბონ­დის ავ­ტო­მო­ბილ­ზე ბევ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და. ზო­გი მათ­გა­ნი აგენტს „ფი­ატ 500-ში" სვამ­და, ზო­გი კი - „რე­ინჯ რო­ვერ სპორ­ტ­ში", რად­გან ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის ნიუ იორ­კულ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში, „რე­ინჯ რო­ვე­რის" სა­ხემ, და­ნი­ელ კრე­იგ­მაც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ერ­თი ვერ­სი­ით, აგენ­ტი ისევ „ას­ტონ მარ­ტი­ნის" ერ­თ­გუ­ლი რჩე­ბო­და, ოღონდ მის ავ­ტო­მო­ბი­ლად DB9-ს მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ.

მაგ­რამ „ას­ტონ მარ­ტინ­მა" სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნილ ავ­ტო­მო­ბილს DB10 და­არ­ქ­ვა. ეს რიცხ­ვი ალ­ბათ იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო შე­ირ­ჩა, რომ ის მხო­ლოდ 10 ცა­ლი დამ­ზად­დე­ბა და ყვე­ლას ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ავ­ტო­მო­ბი­ლი რა თქმა უნ­და, „ას­ტონ მარ­ტი­ნის" ინ­ჟინ­რე­ბის და დი­ზა­ი­ნერ­თა ჯგუფ­მა შექ­მ­ნა, რომ­ლებ­საც მა­რეკ რა­იხ­მა­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. გარ­და ამი­სა, შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ფილ­მის დი­რექ­ტო­რი სემ მენ­დე­სიც ჩარ­თუ­ლი იყო, ვინც ჯგუ­ფის­გან ლე­გენ­და­რუ­ლი აგენ­ტის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლის დამ­ზა­დე­ბას მო­ითხოვ­და.

მარ­თა­ლია, ათი­ვე DB10 მხო­ლოდ ფილ­მის­თ­ვის დამ­ზად­და, მაგ­რამ ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნია ამ­ბობს, რომ დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ბონ­დის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ში, „ას­ტონ მარ­ტი­ნის" შემ­დე­გი თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სტი­ლის ელე­მენ­ტე­ბი ჩა­აქ­სო­ვეს. DB10-ის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი თქმუ­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მის მოძ­რა­ო­ბას V12 ძრა­ვი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„სიმ­ბო­ლუ­რია, რომ იმა­ვე წელს, რო­ცა აგენტ 007-თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის 50 წლის იუბი­ლეს აღ­ვ­ნიშ­ნავთ, ამ მშვე­ნი­ერ ავ­ტო­მო­ბილს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჯე­იმს ბონ­დის­თ­ვის შევ­ქ­მე­ნით. მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ჩვენ­თან, გე­ი­დონ­ში შე­იქ­მ­ნა", - გა­ნაცხა­და „ას­ტონ მარ­ტი­ნის" მთა­ვარ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა, დოქ­ტორ­მა ენ­დი პალ­მერ­მა.

„სპექ­ტ­რის" გა­და­ღე­ბა ავ­ს­ტ­რი­ის ალ­პებ­ში უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. ფილ­მი მსოფ­ლი­ოს კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზე 2015 წლის 6 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვა.

lika andiashvili