„ბე­ემ­ვე i8" „ტოპ გი­ა­რის" წლის რჩე­უ­ლია
12 დეკემბერი, 2014
777
print

ბე­ემ­ვე i8" ძვი­რი ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლია, უფ­რო სწო­რედ, პლაგ-ინ ჰიბ­რი­დუ­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სიძ­ვი­რის მი­უ­ხე­და­ვად, იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ბა­ვა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია მი­სი წარ­მო­ე­ბის გაზ­რ­დას აპი­რებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, i8-ს აღი­ა­რე­ბაც არ აკ­ლია. ახ­ლა­ხანს ის წლის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლად, ბრი­ტა­ნულ­მა ჟურ­ნალ­მა და გა­და­ცე­მა „ტოპ გი­არ­მა" და­ა­სა­ხე­ლა.

„ტოპ გი­ა­რის" რე­დაქ­ტო­რებ­მა ავ­ტო­მო­ბილს სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბა და­უ­წე­რეს: „ეს არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუს­ტ­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც დი­დე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დია და ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო და და­დე­ბით მო­მა­ვალს გვიჩ­ვე­ნებს", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ჩარ­ლი ტერ­ნე­რი და დას­ძენს, რომ i8 იმ ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ზე­ი­მის­თ­ვის, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის­თ­ვის გან­გაწყობს. ტერ­ნე­რის თქმით, ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რ­მა სა­კუ­თარ რჩე­უ­ლად სწო­რედ i8 და­ა­სა­ხე­ლა.

BMW i8 კარ­ბო­ნის ბოჭ­კო­სა და ალუ­მი­ნის­გან დამ­ზა­დე­ბულ მო­ნო­კო­კურ შა­სი­ზეა ბა­ზი­რე­ბუ­ლი. მის ჰიბ­რი­დულ სის­ტე­მა­ში, 1.5-ლიტ­რი­ა­ნი სამ­ცი­ლინ­დ­რი­ა­ნი ტურ­ბო ძრა­ვი და ელექ­ტ­რო ძრა­ვი შე­დის. პირ­ვე­ლი უკან გან­ლაგ­და, მე­ო­რე კი - წინ. ში­დაწ­ვის ძრა­ვი 231 ცხე­ნის ძა­ლას და 320 ნი­უ­ტონ­მეტრს იძ­ლე­ვა, ელექ­ტ­რუ­ლი კი - 131 ცხე­ნის ძა­ლას და 250 ნი­უ­ტონ­მეტრს. პირ­ველს 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი ტრან­ს­მი­სია უკავ­შირ­დე­ბა, მე­ო­რეს კი - ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი. ამას­თან, ელექ­ტ­რო ძრავს ენერ­გი­ით 7.1 კი­ლო­ვატ­სა­ა­თი ტე­ვა­დო­ბის ელე­მენ­ტე­ბის ბლო­კი ამა­რა­გებს.

ამ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, ავ­ტო­მო­ბილს ად­გი­ლი­დან ასამ­დე ასაჩ­ქა­რებ­ლად, 4.4 წა­მი ჰყოფ­ნის, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე კი 250 კმ/სთ-ია. ასე­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი ას კი­ლო­მეტ­რ­ზე მხო­ლოდ 2.1 ლიტრ ბენ­ზინს მო­იხ­მარს. ელე­მენ­ტე­ბის ბლოკ­ში დაგ­რო­ვი­ლი ენერ­გია საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ i8-მ და­ახ­ლო­ე­ბით 37 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა შეძ­ლოს. კომ­ბი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში კი (რო­ცა ელექ­ტ­რო ენერ­გი­ას ში­დაწ­ვის ძრავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ტო­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს) სვლის სი­შო­რე 500 კი­ლო­მეტრს აღ­წევს. და­კი­დევ, ყო­ვე­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლი­სას, ავ­ტო­მო­ბი­ლი ატ­მოს­ფე­რო­ში მხო­ლოდ 49 გრამ ნახ­ში­რორ­ჟანგს გა­მოჰ­ყოფს.

lika andiashvili