ქარ­თუ­ლი ვა­ზი ბრა­ზი­ლი­ა­ში - Olá Usachelari!
12 დეკემბერი, 2014
795
print

ნი­ნა ახ­ლო­­რი

ჯერ კი­დევ ოთხი წლის წინ, აკუ­პუნ­ქ­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლისტს, ბრა­ზი­ლი­ელ ჯე­იმს კარლს ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბა მი­სი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გახ­დე­ბო­და. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად გვითხ­რა, წი­ნას­წარ ვე­რა­სო­დეს გა­ი­გებ, მო­მა­ვალ­ში „გუ­ლი სად მი­გიყ­ვანს". რად­გან ეს სფე­რო ძა­ლი­ან იზი­დავ­და, ყურ­ძ­ნის კა­ტა­ლო­გე­ბის შეს­წავ­ლა და­იწყო. სულ მა­ლე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და და სამ­ხ­რეთ ბრა­ზი­ლი­ის კლი­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეს­წავ­ლა­საც სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­და ხე­ლი. ცო­ტა ხან­ში, კარ­ლი იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვი­და, რომ მი­სი ქვეყ­ნის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში ქარ­თუ­ლი და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი (ნეს­ტი­ა­ნი და მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის­თ­ვის) და ასე­ვე, ბერ­ძ­ნუ­ლი (ცხე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის­თ­ვის) ვა­ზის ჯი­შე­ბი ყვე­ლა­ზე „ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი" შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო.

„ჩე­მი გუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თულ­მა ყურ­ძენ­მა, მის­მა არო­მატ­მა და უნი­კა­ლურ­მა გე­მომ და­იპყ­რო. ამას­თან, მივ­ხ­ვ­დი, რომ ის აქა­ურ სი­ნეს­ტეს არ შე­უ­შინ­დე­ბო­და. ბრა­ზი­ლი­ა­ში ჩვენ ხომ მუდ­მი­ვად ტენს ვებ­რ­ძ­ვით. ამი­ტომ, ბრა­ზი­ლი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩოს და­ვუ­კავ­შირ­დი და ვთხო­ვე, ქარ­თუ­ლი ყურ­ძ­ნის სე­რი­ო­ზულ მკვლე­ვარ­თან და­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნე. მათ პრო­ფე­სორ და­ვით მაღ­რა­ძის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­ცეს. 2012 წლის შემ­დეგ ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით ერ­თ­მა­ნეთს", - გვითხ­რა ჯე­იმ­ს­მა.

იმ პე­რი­ოდ­ში მან ჟო­ზე აიუბი, მეღ­ვი­ნე­ო­ბა Campos de Cima-ს მფლო­ბე­ლი გა­იც­ნო. აიუბას მი­წე­ბი ბრა­ზი­ლი­ის უკი­დუ­რეს სამ­ხ­რე­თით მდე­ბა­რე შტატ­ში, რიუ-გრან­დი-დუ-სულ­ში (Rio Grande do Sul) მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც არ­გენ­ტი­ნა­სა და ურუგ­ვა­ის ესაზღ­ვ­რე­ბა. აიუბის ოჯახ­მა პირ­ვე­ლად ღვი­ნო სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხე­ბი­დან მოკ­რე­ფი­ლი ყურ­ძ­ნი­დან 2006 წელს და­წუ­რა, თუმ­ცა ღვი­ნის ქარ­ხ­ნის შე­ნე­ბა მხო­ლოდ 2012 წელს და­იწყო. მათ პა­ტა­რა მე­ურ­ნე­ო­ბა აქვთ, ამი­ტომ, პრი­ო­რი­ტე­ტიც ხა­რის­ხი­ა­ნი, ძვირ­ფა­სი ღვი­ნო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა გახ­ლავთ. კარ­ლ­სა და აიუბს, ფრანგ მეღ­ვი­ნეს­თან, მი­შელ ფაბ­რ­თან ერ­თად, იმე­დი აქვთ, რომ ქარ­თუ­ლი ვა­ზი პამ­პას და­უ­მე­გობ­რ­დე­ბა და ძა­ლი­ან ცხელ ზაფხულ­სა და მკაცრ ზამ­თარს იოლად გა­და­ი­ტანს.

დღეს Campos de Cima-ს ვე­ნა­ხებ­ში ქარ­თუ­ლი ვა­ზის თერ­თ­მე­ტი სა­ხე­ო­ბაა გა­შე­ნე­ბუ­ლი: სა­ფე­რა­ვი, ოჯა­ლე­ში, უსა­ხე­ლო­უ­რი, ნა­კა­ში­ძის ჯა­ნი, ალექ­სან­დ­რო­უ­ლი, თავ­კ­ვე­რი, მუ­ჯუ­რე­თუ­ლი, ჩი­ნუ­რი, მწვა­ნე, რქა­წი­თე­ლი და გო­რუ­ლა. რო­გორც ჯე­იმ­ს­მა გვითხ­რა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რად მო­სა­უბ­რე­ე­ბის­თ­ვის ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის წარ­მოთ­ქ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია, რამ­დე­ნი­მე ჯი­შის სა­ხე­ლის შეც­ვ­ლა გახ­და სა­ჭი­რო. ასე გაჩ­ნ­და მათ ვე­ნა­ხებ­ში წარ­წე­რე­ბი Usachelari, Taveri...

ბრა­ზი­ლი­ელ მკვლე­ვარს სჯე­რა, რომ ქარ­თულ ვაზს ბრა­ზი­ლი­ა­ში დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თუმ­ცა ჯერ მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო დაკ­ვირ­ვე­ბებს აწარ­მო­ე­ბენ. მათ ვა­ზი ოთხ ტე­რუ­არ­ში დარ­გეს. ოთხი წლის ანა­ლი­ზი­სა და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, მათ შო­რის, ფე­ნო­ლო­გი­უ­რი სა­კითხე­ბის გარ­კ­ვე­ვის შე­დე­გად, კვლე­ვის ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ბრა­ზი­ლი­ა­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხ­რეთ რე­გი­ო­ნებ­ში. ქვეყ­ნის ამ ნა­წილ­ში კლი­მა­ტი სუბ­ტ­რო­პი­კუ­ლია, ჰა­ვა ძლი­ერ ნეს­ტი­ა­ნია. უხ­ვი ტე­ნი­ა­ნო­ბა ბრა­ზი­ლი­ე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის­თ­ვის მუდ­მივ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც ისი­ნი სულ ებ­რ­ძ­ვი­ან, თუმ­ცა ეს რთუ­ლია, რო­დე­საც ფრან­გუ­ლი ყურ­ძ­ნის ჯი­შებ­თან გვაქვს საქ­მე. კვლე­ვის შე­დე­გად იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვე­დი, რომ ქარ­თუ­ლი ყურ­ძე­ნი ტე­ნი­ა­ნო­ბას კარ­გად უმ­კ­ლავ­დე­ბა, ამი­ტომ ის ფრან­გუ­ლის კარ­გი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თქვენს მშვე­ნი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვა­ზი ხა­რობს. უკ­ვე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მე­სინ­ჯა უსა­ხე­ლო­უ­რი, ასე­ვე სა­ფე­რა­ვის ჯი­შის­გან და­ყე­ნე­ბუ­ლი ავ­ს­ტ­რა­ლი­უ­რი ღვი­ნო. მო­მე­წო­ნა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ცქრი­ა­ლა ღვი­ნოც. ძა­ლი­ან მინ­და თქვე­ნი ნა­ხევ­რად­ტ­კ­ბი­ლი ღვი­ნო­ე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც."

ჯე­იმს კარ­ლი გა­მოტყ­და, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მი­სი ფა­ვო­რი­ტი ჩი­ნუ­რი და უსა­ხე­ლო­უ­რია. „მა­რან­თან" სა­უ­ბარ­ში ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­თა­ლია, სა­ფე­რა­ვის და­ყე­ნე­ბა ად­ვი­ლია, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის სი­ლა­მა­ზე­სა და ელე­გან­ტუ­რო­ბას მა­ინც მხო­ლოდ უსა­ხე­ლო­ურ­ში ხე­დავს.

რო­გორც გა­ვი­გეთ, ბრა­ზი­ლი­ელ მკვლე­ვარს ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბა­სა და ქვევ­რ­ზე უკ­ვე ბევ­რი წა­უ­კითხავს და თვი­თო­ნაც აპი­რებს ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ჩვე­ნე­ბურ მე­თოდს მი­მარ­თოს, თუმ­ცა Campos de Cima ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­ინც ევ­რო­პულ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზეა. ქვევ­რ­თან გაც­ნო­ბის მიზ­ნით, შემ­დეგ წელს ჯე­იმ­სი აპი­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეს­ტუმ­როს და მე­ტი გა­ი­გოს იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­ზე, რო­მელ­მაც ბრა­ზი­ლი­ურ მეღ­ვი­ნე­ო­ბას ახა­ლი მო­მა­ვა­ლი აჩუ­ქა.

 

 

lika andiashvili