პატარა წიქებით
12 დეკემბერი, 2014
1076
print

 "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბის" ღვი­ნო

საქ­ვეყ­ნოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლის - "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბის" - ერ­თ­გულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ცხა­რე ცრემ­ლით გა­მო­ი­ტი­რა უამ­რა­ვი პერ­სო­ნა­ჟი - მა­მა­ცი გმი­რე­ბი თუ ბო­რო­ტი გრძნე­უ­ლე­ბი. სულ მა­ლე მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, დარ­დი სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით შთა­გო­ნე­ბუ­ლი ღვი­ნით გა­ი­ქარ­ვონ.

ჯორჯ მარ­ტი­ნის რო­მან­მა, რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზე­ბა­საც ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია HBO ახორ­ცი­ე­ლებს, უამ­რავ მო­დურ ტრენდს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მი­სი მი­ხედ­ვით იქ­მ­ნე­ბა ტან­საც­მე­ლი, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი, თა­მა­შე­ბი და ა.შ. სი­ახ­ლეს არც ავ­ს­ტ­რა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია Common Ventures ჩა­მორ­ჩა და ღვი­ნის ახა­ლი ხა­ზი - Wines of Westeros - გა­მო­უშ­ვა. კო­ლექ­ცი­ა­ში 12 სა­ხის ღვი­ნოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი - ექ­ვ­სი წი­თე­ლი და ექ­ვ­სიც თეთ­რი და ყვე­ლა მათ­გა­ნი ჯორჯ მარ­ტი­ნის გა­მო­გო­ნილ სამ­ყა­რო­სა და მის გმი­რებს ეძღ­ვ­ნე­ბა.

Common Ventures-ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი სას­ტიკ და უმოწყა­ლო, თეთ­რი კი - ცბი­ერ და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ პერ­სო­ნა­ჟებს ეძღ­ვ­ნე­ბა. ალ­ბათ არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, რომ წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი - 2014 წლის პი­ნო ნუ­ა­რი - ლა­ნის­ტე­რებ­მა და ბა­რა­თე­ო­ნებ­მა და­ი­სა­კუთ­რეს.

2014 წლის მერ­ლო­სა­გან და­წუ­რუ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო დოთ­რა­კი­ე­ლე­ბის სა­ხელს ატა­რებს. ამ ღვი­ნის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი გვარ­წ­მუ­ნე­ბენ, რომ სას­მე­ლი "კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რებს ჩვენს ცხო­ვე­ლურ ინ­ს­ტინ­ქ­ტებს და სა­კუ­თა­რი კხა­ლი­სის აღ­მო­ჩე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა". მარ­ტე­ლე­ბის გვარს 2014 წლის კა­ბერ­ნე სო­ვი­ნი­ო­ნი წარ­მო­ად­გენს, ღა­მის გუ­შა­გებ­სა და ტარ­გა­რი­ე­ნებს კი - ში­რა­ზი. თეთ­რი ღვი­ნო­ე­ბი გა­და­ი­ნა­წი­ლეს თეთ­რ­მა მა­ვა­ლებ­მა, ვე­ლუ­რებ­მა და ტა­ი­რე­ლე­ბის, გრე­ი­ჯო­ე­ბი­სა და სტარ­კე­ბის გვა­რებ­მა.

ამ ღვი­ნო­ე­ბის ერ­თი ბოთ­ლი 20 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. ეტი­კეტ­ზე სას­მე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რად იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი - 750 მლ-ის ნაც­ვ­ლად ეწე­რე­ბა 7,5 სტან­დარ­ტუ­ლი თა­სი. მწარ­მო­ებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ღვი­ნო­ებს სე­რი­ა­ლის მე-5 სე­ზო­ნის გა­მოს­ვ­ლამ­დე გა­ყი­დი­ან. ახალ სე­ზონს კი მა­ყუ­რე­ბე­ლი 2015 წლის გა­ზაფხულ­ზე იხი­ლავს. თუმ­ცა დრო რომ არ და­კარ­გოთ, მა­ნამ­დე შე­გიძ­ლი­ათ სას­მე­ლი წი­ნას­წარ და­ჯავ­შ­ნოთ სა­იტ­ზე www.thewinesofwesteros.com.

 იტა­ლი­­ლე­ბი ძველ­რო­მა­ულ ღვი­ნოს და­­ყე­ნე­ბენ

იტა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, ზუს­ტად ისე­თი წი­თე­ლი ღვი­ნო და­წუ­რონ, რო­გორ­საც ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ. იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის თა­ნად­გო­მით, კა­ტა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა სი­ცი­ლი­ა­ში ვე­ნა­ხი უკ­ვე გა­ა­შე­ნეს და ოთხ წე­ლი­წად­ში მო­სა­ვალ­საც ელი­ან.

მეც­ნი­ე­რე­ბი ღვი­ნოს იმ ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ა­ყე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც ძველ ჩა­ნა­წე­რებ­შია აღ­წე­რი­ლი. არ­ქე­ო­ლო­გი და­ნი­ე­ლე მალ­ფი­ტა­ნა აღ­ნიშ­ნავს, რომ მარ­თა­ლია, მას და მის კო­ლე­გებს ურ­ჩევ­ნი­ათ უშუ­ა­ლოდ გათხ­რებ­ზე იმუ­შა­ონ, მაგ­რამ ისი­ნი ამ გზით ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­ქე­ო­ლო­გი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­უღ­რ­მა­ვონ.

მეღ­ვი­ნე­ე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "ძველ­რო­მა­უ­ლი" ვე­ნა­ხი­დან პირ­ველ მო­სა­ვალ­ზე მხო­ლოდ 70 ლიტ­რი ღვი­ნო და­ი­წუ­რე­ბა. ვა­ზის მოვ­ლი­სას ხომ ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მი­კა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, ნი­ა­დაგ­საც ისე­თი­ვე ხის იარა­ღე­ბით და­ა­მუ­შა­ვე­ბენ, რო­გორ­საც ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი იყე­ნებ­დ­ნენ.

ძველ­რო­მა­ულ ღვი­ნოს ტექ­ნო­ლო­გე­ბი არა კას­რებ­ში, არა­მედ ადა­მი­ა­ნის ზო­მის თი­ხის უზარ­მა­ზარ ჭურ­ჭელ­ში და­ა­ყე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან თაფ­ლის სან­თ­ლით იქ­ნე­ბა გა­პო­ხი­ლი. ვიდ­რე ღვი­ნო და­დუღ­დე­ბა, ჭურ­ჭე­ლი თავ­მოხ­დი­ლი იქ­ნე­ბა, შემ­დეგ კი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ლუ­ქა­ვენ.

მეც­ნი­ერ მა­რიო ინ­დე­ლი­კა­ტოს თქმით, ფერ­მენ­ტა­ცი­ის და­საჩ­ქა­რებ­ლად ისი­ნი არა­ნა­ირ ქი­მი­კატს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ყურ­ძ­ნის ნა­ჟუ­რი თა­ვად და­დუღ­დე­ბა. "ამას შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გია," - აღ­ნიშ­ნავს მეც­ნი­ე­რი. ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ცნო­ბი­ლი რო­მა­ე­ლი პო­ე­ტის - ვერ­გი­ლი­უ­სის "გე­ორ­გი­კე­ბით" და ლუ­ცი­უს კო­ლუ­მე­ლას რჩე­ვე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. კო­ლუ­მე­ლა ხომ ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ წერ­და და რომ­ლის რჩე­ვე­ბიც მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში XVII სა­უ­კუ­ნემ­დე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. "ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბის რო­მა­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გია სი­ცი­ლი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წი­ნა­თაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ეს რო­მა­ლე­თა სა­ო­ცარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს," - აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი ინ­დე­ლი­კა­ტო. მი­სი­ვე თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი გლე­ხე­ბი ისე­თი­ვე თოხს იყე­ნებ­დ­ნენ, რო­გო­რიც არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი­სას აღ­მოჩ­ნ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­მა­ელ­თა ხა­ნი­დან ყურ­ძ­ნის ბევ­რი ის ჯი­ში და­ი­კარ­გა, რო­მე­ლიც ძველ წყა­რო­ებ­შია ნახ­სე­ნე­ბი. ამი­ტომ არ­ქე­ო­ლო­გე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, ვერ­გი­ლი­უ­სი­სა და კო­ლუ­მე­ლას რჩე­ვებ­ში შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნონ.

ინ­დე­ლი­კა­ტო იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, იმის­თ­ვის, რომ ღვი­ნო ზედ­მე­ტად მჟა­ვე არ გა­მო­სუ­ლი­ყო, რო­მა­ე­ლე­ბი თაფლს იყე­ნებ­დ­ნე­ნო. გარ­და ამი­სა, აყე­ნებ­დ­ნენ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ღვი­ნოს, რო­მელ­საც მხო­ლოდ დი­დე­ბუ­ლე­ბი მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ, და­ბა­ლი ფე­ნი­სათ­ვის კი შე­და­რე­ბით უხა­რის­ხ­სო ღვი­ნო იწუ­რე­ბო­და.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მის მკვიდ­რ­თა სმის ჩვე­ვა-მა­ნე­რაც კი შე­იც­ვა­ლა. დღეს იტა­ლი­ე­ლე­ბი ზო­მი­ე­რად მი­ირ­თ­მე­ვენ ღვი­ნოს, თა­ნაც აუცი­ლებ­ლად კერძს აყო­ლე­ბენ. ძველ რომ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზი სუ­ლაც არ იყო სა­ჭი­რო, რომ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სმა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი­ყო. ერთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბაც კი აკ­რ­ძა­ლა, რად­გან ხალ­ხი ხორ­ბ­ლის ნაც­ვ­ლად ყურ­ძენს რგავ­და.

ტა­რან­ტულს, ბაღ­ლინ­ჯო­სა და მუხ­ლუ­ხოს ღვი­ნო­­ბი შე­ურ­ჩი­ეს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ღვი­ნის უნი­კა­ლუ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი გა­მო­ი­ცა, რო­მე­ლიც სუს­ტი ნერ­ვე­ბის მქო­ნე და ზიზღი­ან ადა­მი­ა­ნებს არ გა­მო­ად­გე­ბათ. გზამ­კ­ვ­ლევ­ში აღ­წე­რი­ლია, რო­მე­ლი ღვი­ნო რო­მე­ლი მწე­რის კერძს მი­ე­სა­და­გე­ბა. ასე­თი უც­ნა­უ­რი გა­მო­ცე­მა პირ­ვე­ლად კომ­პა­ნია Laithwaite's Wine-მა გა­მო­უშ­ვა. რო­მე­ლი ღვი­ნო უხ­დე­ბა ტა­რან­ტულს და რო­მე­ლი მუხ­ლუ­ხოს, ღვი­ნის ცნო­ბილ­მა ბა­ი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს.

ბა­ი­ე­რებ­მა 1,5 ათა­სამ­დე ღვი­ნი­დან, რომ­ლე­ბიც Laithwaite's Wine-მა გა­სა­ყი­დად გა­მო­ი­ტა­ნა, 10 სა­ხე­ო­ბა შე­არ­ჩი­ეს. მა­თი აზ­რით, სწო­რედ ეს ღვი­ნო­ე­ბი შე­ე­ხა­მე­ბა მწე­რე­ბით მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს. მწე­რე­ბი კი გურ­მან­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ მა­ღა­ზი­ებ­ში და ელი­ტურ სუ­პერ­მარ­კეტ Selfridges-ში შე­ი­ძი­ნეს.

Laithwaite's-ის ღვი­ნის ბა­ი­ე­რი, ბეტ უილარ­დი აღ­ნიშ­ნავს: "სა­შუ­ა­ლოდ ბა­ი­ე­რი წე­ლი­წად­ში 10 ათა­სამ­დე ღვი­ნოს სინ­ჯავს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან ჩა­მო­აქვთ. თუმ­ცა ჩვენ არც კი გვი­ფიქ­რია, რომ ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას მწე­რებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გვე­ფიქ­რა. არა­და, სწო­რედ მწე­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­სათ­ვის უნ­და შეგ­ვერ­ჩია ღვი­ნო."

უილარ­დი­სა­ვე თქმით, მწე­რე­ბი­სად­მი, რო­გორც საკ­ვე­ბი­სად­მი, ინ­ტე­რე­სი დღი­თიდღე იზ­რ­დე­ბა. "რო­ცა გა­აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სიტყ­ვით, რო­მელ­საც ღვი­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას ვი­ყე­ნებთ - მი­წის, ბა­ლა­ხის, ყვა­ვი­ლის არო­მა­ტი­ა­ნი - ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მწე­რე­ბიც და­ვა­ხა­სი­ა­თოთ, აღარ გა­გიკ­ვირ­დე­ბა, რომ ღვი­ნო სწო­რე­დაც რომ ავ­სებს და უხ­დე­ბა მწე­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოს." ასე რომ, Laithwaite's-ის ბა­ი­ე­რე­ბი გვირ­ჩე­ვენ, აზი­ურ შავ მო­რი­ელს პი­ნო ნუ­ა­რი­სა­გან და­წუ­რუ­ლი, სხე­უ­ლი­ა­ნი ვარ­დის­ფე­რი Paris Street მი­ვა­ყო­ლოთ. მო­რი­ე­ლის მომ­წა­რო გე­მოს Paris Street-ის ტკბი­ლი, ხი­ლის არო­მა­ტი სა­ოც­რად შე­ე­ხა­მე­ბა.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფქვი­ლის მატ­ლებს, რომ­ლებ­საც თხი­ლის გე­მო აქვს, ხი­ლი­სა­რო­მა­ტი­ან ავ­ს­ტ­რა­ლი­ურ ღვი­ნო Viognier-ს მი­ა­ყო­ლებთ. ზო­ლი­ან ტა­რან­ტულს კი, რო­მელ­საც რეს­ტო­რან­ში კარ­გად დაბ­რა­წულს მო­გარ­თ­მე­ვენ, შარ­დო­ნე უხ­დე­ბა. სა­გოს პალ­მის მუხ­ლუ­ხო (დე­ლი­კა­ტე­სია აფ­რი­კა­ში) კი ბე­კონს მო­გა­გო­ნებთ, ამი­ტომ მას ძა­ლი­ან უხ­დე­ბა წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, McLaren Vale Shiraz. კა­ლი­ე­ბის პი­კან­ტურ ბარ­ბე­ქი­უს ვარ­დის­ფე­რი შუშ­ხუ­ნა ღვი­ნო Hacienda de Lluna Moscatel ეხა­მე­ბა. მაგ­რამ სულ სხვა ღვი­ნო უხ­დე­ბა ამ მწე­რე­ბი­სა­გან მომ­ზა­დე­ბულ დე­სერტს - კა­ლია შო­კო­ლად­ში. ასეთ კა­ლი­ას მზე­სუმ­ზი­რის გე­მო აქვს, შო­კო­ლა­დი კი სიტ­კ­ბოს ჰმა­ტებს, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას ხი­ლის არო­მა­ტით მდი­დარ ღვი­ნოს მი­ვა­ყო­ლებთ. წყლის მსხვი­ლი ბაღ­ლინ­ჯოს ტანს მოტ­კ­ბო მო­ლუს­კის გე­მო, თავს კი - ანი­სუ­ლის არო­მა­ტი აქვს. ამი­ტომ, თუ წყლის ბაღ­ლინ­ჯოს მი­ირ­თ­მევთ, უმ­ჯო­ბე­სია, ისე­თი ღვი­ნო შე­არ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ზღვის პრო­დუქ­ტებ­საც უხ­დე­ბა და მძაფ­რა­რო­მა­ტი­ან საკ­ვებ­საც. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ექ­ს­პერ­ტე­ბი მშრალ ხე­რესს, მა­გა­ლი­თად, Fino-ს გვთა­ვა­ზო­ბენ. ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბის კერძს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ისე­თი თეთ­რი ღვი­ნო, რო­მელ­საც ხი­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის არო­მა­ტი გას­დევს, მა­გა­ლი­თად, გე­ვურ­ც­ტ­რა­მი­ნე­რი. იმის გა­მო, რომ კუტ­კა­ლი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო არა აქვს, ბევ­რი ნივ­რი­თა და მა­რი­ლით ამ­ზა­დე­ბენ. ამი­ტომ გირ­ჩევთ, მას Albarino-ს მსგავ­სი თეთ­რი ღვი­ნო მი­ა­ყო­ლოთ. თუ მექ­სი­კა­ში კუ­ტა­კა­ლი­ი­სა­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძით, ნივ­რი­ა­ნი ჩა­პუ­ლი­ნე­სით, გა­გი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ მას­თან ერ­თად რბილ, მშრალ შამ­პა­ნურ­საც მო­ითხოვთ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მწე­რე­ბი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლას შე­ი­ცავს. მსოფ­ლი­ო­ში უკ­ვე 2 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მევს მწე­რე­ბი­სა­გან მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს, ასე რომ ეს რჩე­ვე­ბი დღი­თიდღე უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა.

 დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 18 ათა­სი ბოთ­ლი ღვი­ნო კა­ნა­ლი­ზა­ცი­­ში ჩა­უშ­ვეს

ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 18 ათა­სი ბოთ­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც კონ­ფის­კა­ცი­ის შე­დე­გად ამო­ი­ღეს ერთ-ერ­თი კომ­პა­ნი­ის საწყო­ბი­დან, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ში ჩა­უშ­ვეს. სა­ბი­თუ­მო მი­წო­დე­ბის კომ­პა­ნია A.G.Peters-ის სამ საწყობ­ში ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბა მო­ეწყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ღვი­ნო­ე­ბით ამა­რა­გებ­და კლი­ენ­ტებს, სა­სა­მარ­თ­ლომ მას 155 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ღვი­ნო ჩა­მო­არ­თ­ვა და 4,7 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მაც და­ა­კის­რა. საქ­მე სა­სა­მარ­თ­ლომ­დე კი იმი­ტომ მი­ვი­და, რომ მათ აქ­ცი­ზის სა­ფა­სუ­რი არ ჰქონ­დათ გა­დახ­დი­ლი.

რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბი­სას გა­ირ­კ­ვა, ვიდ­რე სა­ქო­ნე­ლი საწყობ­ში მოხ­ვ­დე­ბა, სულ მცი­რე ხუ­თი ბრო­კე­რის ხელ­ში გა­დის. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, სწო­რედ ეს ბრო­კე­რე­ბი არ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ აქ­ცი­ზის სა­ფა­სუ­რი უკ­ვე გა­დახ­დი­ლი ჰქონ­დათ.

 

lika andiashvili