"კა­ცი აკორ­დე­ო­ნით" საბ­ჭო­თა ფო­ტოგ­რა­ფი­ის კლი­შე­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ
19 დეკემბერი, 2014
5915
print

ნეს­ტან ნი­ჟა­რა­ძე

 გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­საწყის­ში, ფი­ზი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის საწყობ­ში ნა­პოვ­ნი არ­ქი­ვი, რო­მელ­შიც იმ დროს უც­ნო­ბი ფო­ტოგ­რა­ფის 4 000 ნე­გა­ტი­ვი იყო და­ცუ­ლი, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა გა­ნად­გუ­რე­ბას. ასე რომ არ მომ­ხა­და­რი­ყო, მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ის ის­ტო­რის­თ­ვის, კერ­ძოდ კი, იმ მო­ნაკ­ვე­თის­თ­ვის, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს მო­ი­ცავს, უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბო­და რე­ზო კე­ზე­ლის სა­ხე­ლი. და ეს ნად­ვი­ლად დი­დი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ რე­ზო კე­ზე­ლი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და თვით­მ­ყო­ფა­დი ავ­ტო­რია; და კი­დევ იმი­ტომ, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფია არც თუ ისე მდი­და­რია იმ ავ­ტო­რე­ბით, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს და თა­ვი და­აღ­წი­ეს მკაც­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ფო­ტოგ­რა­ფი­ის ეს­თე­ტი­კურ და ში­ნა­არ­სობ­რივ დოგ­მებს.

"კა­ცი აკო­რე­დე­ო­ნით" Tbilisi Photo Festival 2014-ის რი­გით მე­ხუ­თე გა­მო­ფე­ნა იყო, რო­მელ­მაც ფეს­ტი­ვა­ლის კვი­რე­უ­ლი და­ხუ­რა.

20 წლი­ა­ნი სა­კონ­სერ­ვა­ციო და აღ­დ­გე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, რე­ზო კე­ზე­ლის ფო­ტო­არ­ქი­ვის პა­ტა­რა ნა­წი­ლის გა­მო­ფე­ნა პირ­ვე­ლად 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­ი­მარ­თა გა­ლე­რე­ა­ში "კონ­ტე­ი­ნე­რი". Tbilisi Photo Festival 2014-ის მი­ერ და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნა ფეს­ტი­ვა­ლის და გა­ლე­რე­ის "კონ­ტე­ი­ნე­რი" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია და მან ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის 60 მდე ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

ფო­ტოგ­რა­ფის და ოპე­რა­ტო­რის, რე­ზო კე­ზე­ლის არ­ქი­ვის აღ­მო­ჩე­ნა და მი­სი შეს­წავ­ლა ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა სა­ბაბს ვა­ღი­ა­როთ, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თულ ფო­ტოგ­რა­ფი­ას ახა­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი შე­ე­მა­ტა. ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ე.წ. "ოქ­როს ხა­ნა­ში" ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და - 1950-იან, 60-იან, 70-იან წლებ­ში - შეძ­ლო უარი ეთ­ქ­ვა არ­სე­ბუ­ლი კლი­შე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და სა­კუ­თა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ეს­თე­ტი­კა შექ­მ­ნა.

რე­ზო კე­ზე­ლი თა­ვი­სი დრო­ის პორ­ტ­რეტს ქმნის. თუმ­ცა, ეს არც საბ­ჭო­თა დრო­ის პორ­ტ­რე­ტია რე­ა­ლუ­რად და არც საბ­ჭო­თა ადა­მა­ი­ნის. ეს კლი­შე­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ხედ­ვის მქო­ნე თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი "კო­დებს" იყე­ნებს, ქმნის ერ­თ­გ­ვარ "არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ", "არა­მე­ინ­ს­თ­რი­მულ" ფო­ტოგ­რა­ფი­ას და სრუ­ლი­ად გას­ნ­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეს­თე­ტი­კის მეშ­ვე­ო­ბით სრუ­ლი­ად "არა­საბ­ჭო­ურ" ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზეც და თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­ზეც.

 

 

ნესტან ნიჟარაძე