პატარა წიქებით
19 დეკემბერი, 2014
1238
print

ავ­­­რა­ლი­­რი "ტყვი­­გა­უმ­ტა­რი" ყურ­ძე­ნი

 ავ­ს­ტ­რა­ლი­ის შტატ ახალ სამ­ხ­რეთ უელ­ს­ში ყურ­ძ­ნის ისე­თი ჯი­ში მო­ა­შე­ნეს, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სათ­ვის ნამ­დ­ვილ ხსნად იქ­ცა, რად­გან იქ ყურ­ძ­ნის მო­შე­ნე­ბა არც ისე იოლი საქ­მეა. ქვეყ­ნის სამ­ხ­რეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ტილ­ბას ველ­ზე, სულ რამ­დე­ნი­მე ჯი­შის ყურ­ძე­ნი ხა­რობს. ამის მი­ზე­ზად კი ად­გი­ლობ­რი­ვი მეღ­ვი­ნე და ექ­ს­პერ­ტი, კლინგ ბრედ­ლი ნო­ტიო ჰა­ვას ასა­ხე­ლებს. ჭარ­ბი ტე­ნი­ა­ნო­ბის გა­მო ყურ­ძე­ნი ხში­რად ავად­დე­ბა სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. თუმ­ცა შამ­ბურ­სე­ნის (Chambourcin) ჯი­შის ყურ­ძენს ეს საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ეს ფრან­გულ-ამე­რი­კუ­ლი ჰიბ­რი­დი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1963 წელს მო­ა­შე­ნეს, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი საკ­მა­ოდ მე­დე­გია, -20 გრა­დუს ყინ­ვას უძ­ლებს და, რაც მთა­ვა­რია, საკ­მა­ოდ უხვ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა - 1 ჰექ­ტარ­ზე 17 ტო­ნა ყურ­ძე­ნი იკ­რი­ფე­ბა.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მეღ­ვი­ნე­ე­ბი შამ­ბურ­სენს "ტყვი­ა­გა­უმ­ტარ" ჯიშს უწო­დე­ბენ. ცხა­დია, ის ტყვი­ას ატა­რებს, მაგ­რამ სო­კო­ვან და­ა­ვა­დე­ბებს არ იკა­რებს. მის­გან და­წუ­რუ­ლი ღვი­ნო კი სა­ოც­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია - ზო­მი­ე­რად მიჰ­ყ­ვე­ბა სიმ­ჟა­ვეც და ხი­ლის არო­მა­ტიც," - აღ­ნიშ­ნავს ბრედ­ლის კო­ლე­გა სიუ ო’რურ­კი.

 პრი­მა­ტებ­მა ღვი­ნო 10 მი­ლი­­ნი წლის წინ და­­გე­მოვ­ნეს

ადა­მი­ა­ნის წი­ნაპ­რებს ეთი­ლის სპირ­ტის გა­და­მუ­შა­ვე­ბის უნა­რი ჯერ კი­დევ მი­ო­ცე­ნის ეპო­ქა­ში გა­ნუ­ვი­თარ­დათ. ამის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ მათ ამ­ჟა­ვე­ბუ­ლი ხი­ლის ჭა­მა და­იწყეს. ეს აღ­მო­ჩე­ნა სან­ტა-ფეს (აშშ) კო­ლე­ჯის მეც­ნი­ე­რებს ეკუთ­ვ­ნით, რომ­ლებ­მაც 28 სა­ხე­ო­ბის ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, მათ შო­რის 17 პრი­მა­ტი, შე­ის­წავ­ლეს. გა­მოკ­ვ­ლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ფერ­მენ­ტი ADH4, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მ­ში ალ­კო­ჰო­ლის დაშ­ლას უწყობს ხელს, ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნაპ­რებს მა­შინ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ, რო­ცა ხი­დან მი­წა­ზე ჩა­მო­ვიდ­ნენ და ძირს ჩა­მოც­ვე­ნი­ლი, დამ­პა­ლი ხი­ლის ჭა­მა და­იწყეს. სულ მა­ლე კი მათ­მა ორ­გა­ნიზ­მ­მა ადაპ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და და ეთი­ლის სპი­რი­ტი გა­და­ა­მუ­შა­ვა. დღეს ალ­კო­ჰო­ლის შეთ­ვი­სე­ბის უნა­რი, ადა­მი­ა­ნის გარ­და, შიმ­პან­ზე­ებ­სა და გო­რი­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ. ორან­გუ­ტა­ნებს კი სხვაგ­ვა­რი მე­ტა­ბო­ლიზ­მი ახა­სი­ა­თებთ, რად­გან ჯერ კი­დევ ხე­ებ­ზე ბი­ნად­რო­ბენ.

ეს აღ­მო­ჩე­ნა ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს ფერ­მენ­ტი ADH4 მხო­ლოდ ნე­ო­ლი­თის ხა­ნა­ში გა­ნუ­ვი­თარ­დათ მი­წათ­მოქ­მე­დებს. დღემ­დე მიჩ­ნე­უ­ლი იყო, რომ ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ხა­ნა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ალ­კო­ჰოლს გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ჩვ. წ. აღ-მდე მე-7 სა­უ­კუ­ნე იყო. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო­ე­თით მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ხი­ლი­სა და თაფ­ლი­სა­გან ნაკ­ლე­ბალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლის დამ­ზა­დე­ბა ის­წავ­ლეს. ზოგ მეც­ნი­ერს კი მი­აჩ­ნია, რომ ნე­ო­ლი­თის ხა­ნის მი­წათ­მოქ­მე­დებს ბრინ­ჯი, ქე­რი და სი­მინ­დი სწო­რედ ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და­სა­ყე­ნებ­ლად მოჰ­ყავ­დათ, ამ სას­მელს კი ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თ­მევ­დ­ნენ.

 ალ­კო­ჰო­ლიზ­მი იმა­ზე სა­ში­შია, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია

ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი გვარ­წ­მუ­ნე­ბენ, რომ თუ ადა­მი­ანს მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გუ­ლი­ა­ნად და­ლე­ვა უყ­ვარს, ის სუ­ლაც არ არის ალ­კო­ჰო­ლი­კი. თუმ­ცა მი­სი საქ­ცი­ე­ლი არც მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ცენ­ტ­რის მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მოკ­ვ­ლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს და 138 ათა­სი ზრდას­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი გა­მო­კითხეს. გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად გა­ირ­კ­ვა, რომ 90%-ს ალ­კო­ჰო­ლიზ­მ­თან შე­ხე­ბა არა აქვს, რად­გან ზო­გა­დად მი­იჩ­ნე­ვა, რომ ალ­კო­ჰო­ლის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ისაა, რო­ცა ქა­ლი კვი­რა­ში 8 და მეტ, მა­მა­კა­ცი კი - 15 და მეტ ჭი­ქა სას­მელს მი­ირ­თ­მევს. ალ­კო­ჰო­ლი­კი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ შეს­წევს ძა­ლა, შეწყ­ვი­ტოს სმა ან თუნ­დაც შე­ამ­ცი­როს სას­მე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა; რო­მე­ლიც კვლავ აგ­რ­ძე­ლებს სმას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯახ­ში ან სამ­სა­ხურ­ში უკ­ვე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა და რო­მე­ლიც დღის უმე­ტეს ნა­წილს სწო­რედ თრო­ბა­ში ატა­რებს.

გა­მო­კითხულ­თა ერ­თ­მა ნა­წილ­მა აღი­ა­რა, რომ გა­სუ­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 10-ჯერ და მეტ­ჯერ და­ლია ზო­მა­ზე მე­ტი, თუმ­ცა მხო­ლოდ მა­თი მე­სა­მე­დი შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ ალ­კო­ჰო­ლიკ­თა რიცხვს. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ცენ­ტ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით კი ალ­კო­ჰო­ლი­კად მი­იჩ­ნე­ვა ის ქა­ლი, რო­მე­ლიც ერთ ჯერ­ზე ოთხ ან მეტ ჭი­ქა სას­მელს მი­ირ­თ­მევს, მა­მა­კა­ცი კი - ხუთ და მეტ ჭი­ქას. გა­მოკ­ვ­ლე­ვამ აგ­რეთ­ვე აჩ­ვე­ნა, რომ ალ­კო­ჰო­ლიზ­მით ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო ავად­დე­ბი­ან, რო­მელ­თა წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 25 ათას დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა.

კვლე­ვის ავ­ტო­რი რო­ბერტ ბრუ­ე­რი სმის მოყ­ვ­რუ­ლებს აფ­რ­თხი­ლებს, რომ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კა დი­დად ნუ გა­ა­ხა­ლი­სებთ. დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და­ლე­ვა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნოა. ამე­რი­კა­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 88 ათა­სი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა ალ­კო­ჰო­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბით სმი­სა­გან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სუ­ლაც არ იყ­ვ­ნენ ალ­კო­ჰო­ლი­კე­ბი. ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლოს ძუ­ძუს კი­ბოს, გუ­ლის ან ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს ან სუ­ლაც ავ­ტო­ა­ვა­რი­ას.

"თუ ვინ­მემ ამ კვლე­ვის შე­დე­გი ისე გა­ი­გო, რომ თრო­ბა სა­ში­ში არ არის, თუ ალ­კო­ჰო­ლი­კი არ ხარ, მა­შინ არსს ვერ ჩას­წ­ვ­და. არ­სი კი ის არის, რომ ბევ­რი სმა სა­ზი­ა­ნოა!" - გვარ­წ­მუ­ნებს ბა­ტო­ნი ბრუ­ე­რი. თუმ­ცა უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია, გა­მო­არ­ჩიო სმის მოყ­ვა­რულ­თა შო­რის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია ნამ­დ­ვი­ლი ალ­კო­ჰო­ლი­კი. ეს კი იმის­თ­ვის არის სა­ჭი­რო, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ გო­ნივ­რუ­ლი სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ოს, თუ რო­გორ გა­და­აჩ­ვი­ოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზედ­მეტ სმას. ბრუ­ე­რი გან­მარ­ტავს, რომ თუ ალ­კო­ჰო­ლი­კე­ბი­სათ­ვის სა­გან­გე­ბო მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვ­ნა არის სა­ჭი­რო, სმის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ისიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, რომ სას­მე­ლი გაძ­ვირ­დეს ანუ სუ­ლაც სას­მე­ლით მო­ვაჭ­რე მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დეს. "იმ ადა­მი­ან­თა სრულ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლე­ბიც ბევრს სვა­მენ, მაგ­რამ ალ­კო­ჰო­ლი­კე­ბი არ არი­ან, სა­გან­გე­ბო მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბათ, მათ სხვა მე­თო­დე­ბით უნ­და და­ვეხ­მა­როთ," - გან­მარ­ტავს მეც­ნი­ე­რი.

 რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მი­ირ­­მე­ვენ ყვე­ლა­ზე მეტ ყველს

მერ­ძე­ვე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (International Dairy Federation) მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ახალ ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე მეტ ყველს ევ­რო­პე­ლე­ბი მი­ირ­თ­მე­ვენ. იქ თი­თო ადა­მი­ა­ნი წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 19 კი­ლოგ­რამ ყველს ჭამს. ყვე­ლის­მოყ­ვა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ ათე­ულ­შიც, ცხა­დია, მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი მოხ­ვ­დ­ნენ: პირ­ვე­ლი ად­გი­ლი საფ­რან­გეთ­მა და­ი­კა­ვა - თი­თო მო­სახ­ლე­ზე 25,9 კი­ლოგ­რა­მი ყვე­ლით. მე­ო­რე ად­გილ­ზე ის­ლან­დია და­სა­ხელ­და - 25,2 კგ, მე­სა­მე ად­გი­ლი კი ფი­ნეთს ხვდა - 24,7 კი­ლოგ­რა­მით. და­ნარ­ჩე­ნი შვი­დი ად­გი­ლი შემ­დეგ­მა ქვეყ­ნებ­მა გა­და­ი­ნა­წი­ლეს: გერ­მა­ნია, ეს­ტო­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, იტა­ლია, ლიტ­ვა, ავ­ს­ტ­რია და შვე­დე­თი. სი­ის ყვე­ლა­ზე ბო­ლო ად­გილ­ზე ჩი­ნე­თი და­სა­ხელ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩი­ნეთ­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 49 ათა­სი ტო­ნა ყვე­ლი იყი­დე­ბა, ეს რიცხ­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე რომ გავ­ყოთ, ანუ 1,3 მი­ლი­არ­დ­ზე, გა­მო­დის, რომ თი­თო ჩი­ნე­ლი წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 37 გრამ ყველს მი­ირ­თ­მევს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ლო წლებ­ში ჩი­ნეთ­ში ყვე­ლის იმ­პორ­ტი 22%-ით გა­ი­ზარ­და. ექ­ს­პერ­ტე­ბი კი ამას იმით ხსნი­ან, რომ ბო­ლო დროს ყვე­ლის შემ­ც­ვე­ლი "ფასტ-ფუ­დი" - მა­გა­ლი­თად, პი­ცა, აზი­ა­ში სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ჩი­ნე­თის გარ­და, ყველ­ზე დი­დი მოთხოვ­ნით არც ზიმ­ბაბ­ვე, კო­ლუმ­ბია, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა და სამ­ხ­რეთ კო­რეა გა­მო­ირ­ჩე­ვა.

 კა­ნა­და­ში ყი­ნუ­ლის რეს­ტო­რა­ნი გა­იხ­­ნე­ბა

ბრი­ტა­ნულ­მა დი­ზა­ინ-სტუ­დია OS31-მა კა­ნა­დე­ლე­ბის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ზე მოძ­რა­ვი რეს­ტორ­ნის სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა. რეს­ტო­რა­ნი უინი­პეგ­ში, გა­ყი­ულ მდი­ნა­რე­ზე უნ­და აიგოს. არ­ქი­ტექ­ტორ­თა ჩა­ნა­ფიქ­რით, რეს­ტო­რა­ნი ყი­ნუ­ლის დიდ ლოდს მოგ­ვა­გო­ნებს, ხო­ლო მი­სი X-ისებ­რი ფორ­მა კი ორი მდი­ნა­რის გა­დაკ­ვე­თის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს. ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი რეს­ტო­რა­ნი ორი მდი­ნა­რის - რედ რი­ვე­რი­სა და ასი­ნი­ბო­ი­ნის - შე­ერ­თე­ბის ად­გი­ლას აიგე­ბა და 22 იან­ვ­რი­დან 13 თე­ბერ­ვ­ლამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუმ­რებს. რეს­ტო­რან­ში ოთხი ზო­ნაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი - ტე­რა­სე­ბი, ორი სა­სა­დი­ლო დარ­ბა­ზი და სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი შეფ­მ­ზა­რე­უ­ლე­ბი უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ. სტუ­დი­ის არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ელი­ტუ­რი რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც გა­ყი­ნულ წყალ­ზე აიგე­ბა.

lika andiashvili