გერ­მა­ნია - ღვი­ნის დღი­უ­რე­ბი წე­რი­ლი მე­ო­რე
19 დეკემბერი, 2014
1124
print

მალ­ხაზ ხარ­ბე­დია 

 წე­რი­ლი მე­­რე

 დასაწყისი იხ. "მარანი" N26 (181)

ნოემბრის მეორე ნახევარში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების"(GIZ)პროგრამის, "კერძოსექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივით გაიმართა სასწავლოi>ტური, რომელშიც ათზე მეტი ადამიანი ვმონაწილეობდით და რომელიც გერმანიის ღვინის რეგიონებში ვიზიტსა და სამუშაო და ენოგასტრონომიული ხასიათის შეხვედრებს გულისხმობდა.სასწავლო ტური ძირითადად ორ თემაზე იყო მიმართული - ღვინო და ტურიზმი და ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი გერმანული ინსტიტუციის ხელმძღვანელსა და წარმომადგენელს შევხვდით,სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებ, სადაც ძალზე ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, თუმცა გარდა ამისა, მოვინახულეთ 10-მდე ღვინის მარანი და გავსინჯეთ ათეულობით ღვინო, სხვადასხვა მიმართულებისა და განსხვავებული ფილოსოფიით დაყენებული, ყოველ საღამოს კი ჩვენი მთავარი მასპინძლის, ღვინის ექსპერტისა და ენთუზიასტის, მარტინ დარტინგის თაოსნობით ღვინისა და კერძის შეხამების დაუვიწყარი დღესასწაულები ეწყობოდა, ვახშმები, სადაც ადგილობრივი ღვინო და გასტრონომია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წყვილებად წარმოგვიდგებოდა ხოლმე.

ჩემი ეს ჩანაწერები სწორედ ამ დღეებს ეძღვნება, მოვლენებს, განხილულ პრობლემებს, ღვინოებს, კერძებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რამაც ერთმანეთს დააკავშირა შემეცნება და ჰედონიზმი, ცოდნა და სიამოვნება.

ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ფრე­ნის, და პირ­ვე­ლი დღის დატ­ვირ­თუ­ლი პროგ­რა­მის შემ­დეგ, ცხა­დია მე­ო­რე დღე­საც (25 ნო­ემ­ბერს) დაღ­ლი­ლე­ბი შე­ვე­გე­ბეთ. ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან არა­ვინ მე­გუ­ლე­ბო­და ისე­თი, ვინც დას­ვე­ნე­ბუ­ლი და გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ამას ვინ­ღა ჩი­ო­და, რო­ცა წინ მო­ზელ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა გვე­ლო­და. და­ი­დეს­ჰა­ი­მი­დან 10 სა­ა­თის­თ­ვის გა­მო­ვე­დით, გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 1-1.5 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, და კობ­ლენ­ცის გზას და­ვა­დე­ქით. სა­ათ­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე მრა­ვალ­ნა­ი­რი პე­ი­ზა­ჟი შეგ­ვ­ხ­ვ­და, მინ­დ­ვ­რე­ბი, გო­რა­კე­ბი, ხე­ო­ბე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ყველ­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ვე­ნა­ხი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. პფალ­ცის რე­გი­ო­ნის ვე­ნა­ხე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მარ­ჯ­ვ­ნივ რა­ინ­ჰე­სე­ნის რე­გი­ო­ნის ვე­ნა­ხებ­მა გა­მო­ა­ნა­თეს, მარ­ცხ­ნივ ჩა­მო­ვი­ტო­ვეთ ჯერ ნა­ეს ღვი­ნის რე­გი­ო­ნი, შემ­დეგ კი, ისევ მარ­ჯ­ვ­ნივ, რა­ინ­გა­უს ღვი­ნის რე­გი­ო­ნი. პა­ტა­რა უღელ­ტე­ხი­ლის გა­დავ­ლის შემ­დეგ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ნის­ლ­ში იყო ჩა­ძი­რუ­ლი, მდი­ნა­რე­ე­ბის, მო­ზე­ლი­სა და რა­ი­ნის შე­სარ­თავ­საც მი­ვა­დე­ქით, სა­დაც ქა­ლა­ქი კობ­ლენ­ცი მდე­ბა­რე­ობს. ამ ქა­ლაქ­ში და­ფუძ­ნე­ბულ გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს გას­ტ­რო­ნო­მი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რ­ში, უკ­ვე დი­დი ხა­ნია გვე­ლოდ­ნენ დაგ­ვი­ა­ნე­ბულ სტუმ­რებს.

ჩვე­ნი მას­პინ­ძ­ლე­ბი გახ­ლ­დ­ნენ, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ბი­ნა დი­ა­სი (სამ­რეწ­ვე­ლო და სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის მმარ­თ­ვე­ლი), ბა­ტო­ნე­ბი იოჰა­ნეს შტა­ინ­მე­ცი (ღვი­ნის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი) და ბერ­ნარდ მა­ი­ზე­რი (სა­გა­მოც­დო კო­მი­სია). ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია IHK-ს, გერ­მა­ნი­ის სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის ეგი­დით მოღ­ვა­წე­ობს, რომ­ლის წევ­რო­ბაც (პა­ლა­ტის წევ­რო­ბა) კა­ნო­ნით არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყვე­ლა სა­წარ­მოს­თ­ვის და კომ­პა­ნი­ის­თ­ვის. წევ­რო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სა­ხე­ლოს­ნო სა­წარ­მო­ე­ბი, ფერ­მე­რე­ბი და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ხო­ლო IHK წარ­მო­ად­გენს თა­ვი­სი წევ­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

IHK საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი სფე­რო გახ­ლავთ მი­სი წევ­რე­ბის­თ­ვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

გას­ტ­რო­ნო­მულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რ­ში (GBZ), რომ­ლის სტუმ­რე­ბიც ჩვენ ვი­ყა­ვით, ხუ­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის ცენ­ტ­რია, სა­დაც მსურ­ვე­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ თუ სრულ­ფა­სო­ვან სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს.

ბა­ტონ­მა იოჰან შტა­ინ­მეც­მა, რო­მე­ლიც, რო­მე­ლიც, რო­გორც ზე­მოთ გითხა­რით, ამ ცენ­ტ­რ­ში გერ­მა­ნუ­ლი ღვი­ნის და სო­მე­ლი­ე­თა სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია (Deutsche Wein - und Sommelierschule), სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ისა­უბ­რა და ღვი­ნი­სა და სო­მე­ლი­ეს გა­ნათ­ლე­ბის გარ­და სხვა პრობ­ლე­მებ­საც შე­ე­ხო. ბა­ტონ­მა მა­ი­ზერ­მა კი, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, ისა­უბ­რა დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე.

ამ შეხ­ვედ­რა­ზე კი­დევ ერ­თხელ გა­მოჩ­ნ­და ჩვე­ნი მწყემ­სი­სა და დე­ლე­გა­ცი­ის დე-ფაქ­ტო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, და­რი­კო გო­გო­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­და­დე­ბა, რომ­ლის ნიშ­ნე­ბიც ჯერ კი­დევ წი­ნა დღეს, ნო­იშ­ტად­ტ­ში და­ვი­ნა­ხეთ დაღ­ლი­ლო­ბით გაბ­რუ­ე­ბულ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა. მი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ხა­ლი­სი­ა­ნი თარ­გ­მა­ნი, რო­მელ­შიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლას გვრთავ­და ხოლ­მე აქ­ტი­უ­რად, ვი­საც ამა­თუ­იმ ცნე­ბის და­ზუს­ტე­ბა შე­ეძ­ლო გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბულ ეფექტს ახ­დენ­და და ძა­ლი­ან გვარ­თობ­და.

სა­დი­ლის შემ­დეგ, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცვრი­ა­ნი სტე­ი­კი და სა­ლა­თა მი­ვირ­თ­ვით, დად­გა ნა­ნატ­რი დრო და მო­ზე­ლის ვე­ნა­ხე­ბის­კე­ნაც და­ვი­ძა­რით. ჩე­მი ორ­დღი­ა­ნი წუ­ხი­ლი იმის გა­მო, რომ მხო­ლოდ ავ­ტო­ბუ­სის ფან­ჯ­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ვე­ნა­ხებს, მა­ლე უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. კობ­ლენ­ცი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თი ვი­ა­რეთ, შემ­დეგ კი მო­ზე­ლის ხე­ო­ბა­ში შე­ვუხ­ვი­ეთ და და­იწყო! ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბე­ბი და ამ ფერ­დო­ბებ­ზე ტე­რა­სე­ბად გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი და­იწყო. და­ქა­ნე­ბუ­ლი სა­მოთხე და­იწყო. ჩვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი მო­ზე­ლის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სო­ფე­ლი, ვი­ნინ­გე­ნი იყო, სა­დაც ვე­ნა­ხე­ბი უნ­და დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, შე­მოგ­ვევ­ლო მარ­ნე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო­ე­ბი გაგ­ვე­სინ­ჯა.

ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხ­რეთ-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დი­ნე­ბის სა­წი­ნა­ა­აღ­მ­დე­გოდ თუ აუყ­ვე­ბით მდი­ნა­რე მო­ზელს, პირ­ვე­ლი ვი­ნინ­გე­ნი შეგ­ხ­ვ­დე­ბათ, სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც, ისე­ვე, რო­გორც მთე­ლი მო­ზე­ლი, გან­თ­ქ­მუ­ლია ცი­ცა­ბო ტე­რა­სე­ბით და გა­მორ­ჩე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თეთ­რი ღვი­ნო­ე­ბით. სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში, ერთ-ერთ შე­ნო­ბას ორი­გი­ნა­ლუ­რი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბა ამ­შ­ვე­ნებს და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლა­თი­ნუ­რი გა­მოთ­ქ­მა: Vinum Moselanum omni tempore sanum (მუ­შურ-გლე­ხუ­რად რომ მოვ­თარ­გ­მ­ნოთ: "მო­ზე­ლუ­რი ღვი­ნო - ყო­ველ­თ­ვის ჯან­სა­ღი").

სოფ­ლის (თუ და­ბის) ცენ­ტ­რ­ში მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ტრაქ­ტო­რი გვე­ლო­და, მი­საბ­მელ­ში კი 1 ყუ­თი ღვი­ნო, გრძე­ლი მა­გი­და და სკა­მე­ბი. მა­გი­და­ში ნახ­ვ­რე­ტე­ბი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, პა­ტა­რე­ბი - ჭი­ქე­ბის ჩა­სად­გ­მე­ლად, დი­დი ნახ­ვ­რე­ტე­ბი - ბოთ­ლე­ბის­თ­ვის. და­ვი­ძა­რით თუ არა, ბოთ­ლე­ბიც გა­იხ­ს­ნა, ღვი­ნოც ჩა­მო­ის­ხა ჭი­ქებ­ში და პირ­ვე­ლი სადღეგ­რ­ძე­ლოც ით­ქ­ვა. ტე­რა­სე­ბის ბო­ლო, ყვე­ლა­ზე მა­ღალ წერ­ტი­ლამ­დე, - სა­დაც მცი­რე ხანს შევ­ჩერ­დით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­დე­ბით და­სატ­კ­ბო­ბად და სა­ო­ცა­რი და­ქა­ნე­ბის მქო­ნე ვე­ნა­ხე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, - უკ­ვე კარ­გად შე­ჭიკ­ჭი­კე­ბუ­ლებ­მა მი­ვაღ­წი­ეთ. მი­ვირ­თ­მევ­დით მეღ­ვი­ნე­ო­ბა Fries-ის მშრალ (trocken) და feinherb (ნა­ხევ­რად­მ­შ­რალ­ზე ცო­ტა­თი ტკბი­ლი) რის­ლინ­გებს, უბ­რა­ლო და გემ­რი­ელ ღვი­ნო­ებს, რომ­ლე­ბიც ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას კი­დევ უფ­რო გემ­რი­ე­ლი გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ვე­ვის შემ­დეგ თავ­ში მო­ვე­ქე­ცით ტე­რა­სებს, სა­ი­და­ნაც მდი­ნა­რის და ვე­ნა­ხე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხე­დე­ბი გა­და­ი­შა­ლა - ნა­პირს ლი­ან­და­გე­ბი მი­უყ­ვე­ბო­და, მდი­ნა­რე­ში პა­ტა­რა გე­მე­ბი და­ცუ­რავ­დ­ნენ, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს კი, და­სა­ლე­თის­კენ დახ­რილ ჩრდი­ლი­ან ფერ­დო­ბებ­ზე მხო­ლოდ ტყე­ე­ბი მო­ჩან­და, რად­გან იქ არა­ვის მო­უ­ვი­დო­და აზ­რად ვე­ნა­ხე­ბის გა­შე­ნე­ბა, მზის უკ­მა­რი­სო­ბის გა­მო. ვი­ნინ­გე­ნის ფერ­დო­ბებ­ზე კი მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­სა­ვა­ლი მო­დის, უდი­დე­სი ნა­წი­ლი, რის­ლინ­გია გა­შე­ნე­ბუ­ლი. მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, შე­სა­ბა­მი­სად კი ხა­რის­ხი მა­ღა­ლია. ყვე­ლა სა­მუ­შაო, რა თქმა უნ­და, ხე­ლით სრულ­დე­ბა.

ვე­ნა­ხე­ბის თავ­ზე ზე­გა­ნი იწყე­ბო­და, სა­დაც, რა უც­ნა­უ­რა­დაც არ უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, პა­ტა­რა აეროდ­რო­მი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, პა­ტა­რა თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის­თ­ვის. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად ვიმ­გ­ზავ­რეთ, წრე და­ვარ­ტყით და და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ათ­ში პირ­ველ ღვი­ნის მა­რან­საც მი­ვა­დე­ქით.

Freiherr von Heddesdorff ვი­ნინ­გე­ნის უძ­ვე­ლე­სი ღვი­ნის მა­რა­ნია და მას 1424 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თი ოჯა­ხი ფლობს. სულ 10 ჰექ­ტ­რამ­დე ვე­ნა­ხი აქვთ, აქე­დან 4 ჰექ­ტა­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ტე­რუ­ა­რე­ბია, Uhlen და Rottgen. ამ ფერ­დო­ბებ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი რის­ლინ­გი შე­და­რე­ბით ძვი­რად ფა­სობს, თუმ­ცა, ად­გილ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ღვი­ნო არც ისე ძვი­რია, 6-დან 15 ზ-მდე მერ­ყე­ობს. მხო­ლოდ ულე­ნის Trockenbeerenauslese ღირს 65 ზ (ღვი­ნის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს კე­თილ­შო­ბი­ლი ობით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და­ჩა­მი­ჩე­ბუ­ლი რჩე­უ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბი­დან და­ყე­ნე­ბულ ტკბილ ღვი­ნოს, მას ტრა­დი­ცი­უ­ლად 350 გრა­მი­ან ბოთ­ლებ­ში ას­ხა­მენ გერ­მა­ნი­ა­ში).

ეს მა­რა­ნი ღვი­ნის ტუ­რიზ­მი­თა­ცაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მშვე­ნი­ერ პა­ტა­რა სა­სახ­ლე­ში რამ­დე­ნი­მე ნო­მე­რია, რო­მელ­საც არას­დ­როს აკ­ლია სტუ­მა­რი. სხვა­თა შო­რის, ღვი­ნის ტუ­რიზ­მი 90-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბით გან­ვი­თარ­და აქ. რად­გან მხო­ლოდ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ზე და მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბის გა­მო, ამ მხა­რე­ში ცო­ტა სა­რის­კო საქ­მე იყო, სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­დაწყ­ვი­ტა ძალ­ზე ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში გა­ე­ცა სეს­ხე­ბი და ამის გა­მო სულ მა­ლე მთე­ლი სო­ფე­ლი ძალ­ზე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ენო-გას­ტ­რო­ნო­მი­ულ ტუ­რიზ­მ­ში, რო­მე­ლიც ზამ­თარ­შიც კი კარ­გად მუ­შა­ობს.

მა­რან­ში სწო­რედ ულე­ნის ფი­ქა­ლი­ან ტე­რუ­არ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი რის­ლინ­გი­დან და­ყე­ნე­ბუ­ლი 2013 წლის მო­სავ­ლის მშრა­ლი ღვი­ნო გავ­სინ­ჯეთ, 8 ზ-იანი, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი, 13%-იანი ღვი­ნო, მწვა­ნე ხი­ლი­სა და ციტ­რუ­სე­ბის არო­მა­ტით.

შემ­დეგ სოფ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ვი­ნო­თე­კას ვეწ­ვი­ეთ, Vinothek im Winninger Spital, სა­დაც 20-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მეღ­ვი­ნის პრო­დუქ­ცია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი (მათ შო­რის, ჩვენ­თ­ვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი Fries და Freiherr von Heddesdorff). ამ სამ­სარ­თუ­ლი­ან ვი­ნო­თე­კას ცოლ-ქმა­რი ფლობს, ლო­თარ და მარ­ტი­ნა კრო­ბე­რე­ბი. შე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ წელს ით­ვ­ლის, პირ­ველ­ზე მა­ღა­ზიაა, იქ­ვეა სარ­და­ფიც, მე­ო­რე­ზე სა­დე­გუს­ტა­ციო დარ­ბა­ზია, მე­სა­მე­ზე კი მყუდ­რო ოთა­ხი, სა­ი­და­ნაც უძ­ვე­ლე­სი კი­ბის ღერ­ძი ეშ­ვე­ბა პირ­ველ სარ­თუ­ლამ­დე. ეს ღერ­ძი, რო­მელ­შიც ად­რე კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი იყო შედ­გ­მუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სახ­ლის ად­გი­ლის დე­დაა, მი­სი ფუ­ძე.

თა­ვის დრო­ზე ეს შე­ნო­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა კო­მუ­ნამ შე­ის­ყი­დან და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ვე­ნა­ხე-მეღ­ვი­ნე­ე­ბის რჩე­ვით აქ ენო­თე­კა გა­კეთ­და, სა­დაც ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო გა­მო­დის გა­სა­სინ­ჯად და გა­სა­ყი­დად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სად­მე არ­თა­ნა­ში რომ 10-12 მცი­რე მა­რა­ნი არ­სე­ბობ­დეს და ყვე­ლა ამ მარ­ნის ღვი­ნო ერთ მშვე­ნი­ერ, სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში გან­თავ­სე­ბულ ვი­ნო­თე­კა­ში იყოს თავ­მოყ­რი­ლი - სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა, ყვე­ლამ იცის ფა­სე­ბი და სტუმ­რე­ბის გარ­და, თა­ვად მეღ­ვი­ნე­ებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ახ­ლოს გა­ეც­ნონ თა­ვი­ან­თი კო­ლე­გე­ბის ნა­მუ­შევ­რებს.

ვი­ნინ­გე­ნის ვი­ნო­თე­კის­თ­ვის ღვი­ნო­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად სა­დე­გუს­ტა­ციო კო­მი­სია არ­ჩევს, მათ შო­რის არი­ან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც და მხა­რის ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნის ექ­ს­პერ­ტე­ბიც, ხო­ლო თი­თო­ე­უ­ლი მა­რა­ნი წე­ლი­წად­ში 150 ზ-ს იხ­დის ყო­ველ ღვი­ნო­ზე (შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­დეთ 1 ან მე­ტი ღვი­ნო) ენო­თე­კის­თ­ვის. სხვა­თა შო­რის, ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იყო ამ ენო­თე­კის მუ­შა­ო­ბა­ში. მათ არ ჰქონ­დათ სამ­ზა­რე­უ­ლო, ანუ რეს­ტორ­ნის დატ­ვირ­თ­ვა, რაც მა­თი პრინ­ცი­პუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან გვერ­დით იყო რეს­ტო­რა­ნი და არ სურ­დათ თა­ვი­ან­თი მე­ზობ­ლე­ბის­თ­ვის გა­ე­წი­ათ კონ­კუ­რენ­ცია.

შემ­დეგ ჩვენ­თ­ვის უკ­ვე ნაც­ნობ Fries-ის მა­რანს ვეწ­ვი­ეთ, 400 წლი­ა­ნი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე მა­რანს, სა­დაც ამ მწარ­მო­ებ­ლის კი­დევ არა­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვი­ნო გავ­სინ­ჯეთ. ამ მა­რანს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­და სო­ფელ­ში (სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის თეთ­რი, ვარ­დის­ფე­რი, წი­თე­ლი ღვი­ნო­ე­ბი). წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 40-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო, რო­მელ­თა შო­რის ჩე­მი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია ე.წ. Apollo-Terrassen-ზე მოყ­ვა­ნილ­მა 2013 წლის რის­ლინ­გ­მა, 10,40 ზ (რო­მელ­საც სა­ხე­ლი აქა­უ­რი პეპ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ერ­ქ­ვა - Parnassius apollo vinningensis) და 2012 წლის ძალ­ზე დახ­ვე­წილ­მა შპეტ­ბურ­გუნ­დერ­მა, რო­მე­ლიც 20 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ხის კას­რებ­ში ვარ­გ­დე­ბო­და (15,50 ზ). ეს უძ­ვე­ლე­სი მა­რა­ნი, ძვე­ლი მო­სავ­ლის ღვი­ნო­ე­ბით სავ­სე დამ­ტ­ვე­რი­ლი ბოთ­ლე­ბით, ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა, რა­ი­ნერ ფრის­მა მცი­რე ლა­ბი­რინ­თად აქ­ცია, სა­დაც მი­ნო­ტავ­რო­სის კერ­პიც კი დგას, იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ მფლო­ბე­ლი მას სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ნო­ტავ­რუსს უწო­დებს.

ვეს­ტუმ­რეთ რუ­დი­გერ გრუ­ბე­რის მა­რან­საც, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, 1989 წელს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, თუმ­ცა მი­სი ოჯა­ხი 500 წე­ლია ვი­ნინ­გენ­ში ცხოვ­რობს და ამ დრო­ის მან­ძილ­ზე მეღ­ვი­ნე­ო­ბი­თაც ყო­ფი­ლან მი­სი წი­ნაპ­რე­ბი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა კულ­ტუ­რე­ბი­თაც. მაგ. ბა­ტო­ნი გრუ­ბე­რის მა­მა, მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბის გარ­და, მუ­ხის კას­რე­ბის დამ­ზა­დე­ბი­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი 60-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე. სა­ერ­თოდ, თით­ქ­მის ყვე­ლა ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი აღ­ნი­შავ­და, რომ ვე­ნა­ხი­სა და ღვი­ნის გარ­და ისი­ნი კარ­ტო­ფი­ლის ან სხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნი­თაც ირ­ჩე­ნენ თავს, ამას და­უ­მა­ტეთ ღვი­ნის ტუ­რიზ­მი, მცი­რე სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც მა­რან­თან შე­იძ­ლე­ბა იყოს მიბ­მუ­ლი და აღ­მო­ა­ჩენთ, რომ აქა­უ­რი მე­ვე­ნა­ხე მაქ­სი­მა­ლუ­რად იზღ­ვევს თავს.

გრუ­ბე­რე­ბის ვე­ნა­ხე­ბი სულ 7 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. აქ­დან 95% ვა­ზი­სა რის­ლინ­გია. და­წურ­ვის­თა­ნა­ვე ღვი­ნოს 6-12 სა­ა­თი დურ­დო­ზე ტო­ვე­ბენ., რის გა­მოც ძალ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი არო­მა­ტე­ბის, სავ­სე ღვი­ნო დგე­ბა. სხვა­თა შო­რის, სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ე­ბი გრუ­ბე­რებ­საც ულე­ნის ფერ­დო­ბე­ბი­დან აქვთ, თუმ­ცა პირ­ვე­ლად სწო­რედ ბა­ტო­ნი რუ­დი­გე­რის­გან გა­ვი­გეთ, რომ ულენ­ში­ვე სამ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ფი­ქა­ლებს გა­მო­ყო­ფენ და ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზონ მომ­ხ­მა­რე­ბელს, მკაც­რად უს­ვა­მენ ხაზს ეტი­კეტ­ზე, თუ რო­მე­ლი ტი­პის ფი­ქა­ლო­ვან ნი­ა­და­გებ­ზეა მოყ­ვა­ნი­ლი რის­ლინ­გი.

იქ გა­სინ­ჯუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რ­და Krobers Riesling vom Schiefer, 2013 (6,80 ზ), ფი­ქა­ლებ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი რის­ლინ­გი­დან და­ყე­ნე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი ღვი­ნო და 2011 წლის Uhlen Laubach (17,50 ზ), შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნო, რო­მე­ლიც 18 თვის მან­ძილ­ზე ლექ­ზე ვარ­გ­დე­ბო­და, რის გა­მოც ეს მომ­წ­ვა­ნო-ოქ­როს­ფე­რი ღვი­ნო სა­ო­ცა­რი არო­მა­ტე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და, სა­დაც მსხა­ლი, ბზა და სხვა მცე­ნა­რე­უ­ლი ნო­ტე­ბი ერ­წყ­მო­და ერ­თ­მა­ნეთს.

დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა 2005 წლის Trockenbeerenauslese-მ, თაფ­ლის, ჩი­რის და ჩა­მი­ჩის არო­მა­ტე­ბი­ან­მა 9 წლის ღვი­ნომ (60 ზ), რო­მე­ლიც კი­დევ არა­ერ­თი წლის მან­ძილ­ზე გან­ვი­თარ­დე­ბა, შე­იც­ვ­ლე­ბა და და­იხ­ვე­წე­ბა, რის­ლინ­გი (გან­სა­კუთ­რე­ბით ეს რის­ლინ­გი­დან და­ყე­ნე­ბულ ელი­ტურ ტკბილ ღვი­ნო­ებს ეხე­ბა), ხომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ჯი­შია, შე­ნახ­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლის თვალ­საზ­რი­სით. სხვა­თა შო­რის, უნ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ისე­თი კა­ტე­გო­რი­ის ღვი­ნო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა Trockenbeerenauslese ან აის­ვა­ი­ნი, მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ წლებ­ში მზად­დე­ბა ხოლ­მე გერ­მა­ნი­ა­ში. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა ბო­ლო Trockenbeerenauslese 7 წლის წინ და­ა­ყე­ნა, 2006-ში და 2009-ში ჰქონ­და Beerenauslese, 2008 წელს კი აის­ვა­ი­ნი.

კარ­გი, ყუ­ა­თი­ა­ნი მო­ზე­ლუ­რი ვახ­შ­მის შემ­დეგ - ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო­ე­ბით - მშობ­ლი­უ­რი პფალ­ცის გზას და­ვა­დე­ქით, თან ვჩქა­რობ­დით, იმი­ტომ, რომ ჩვენს მძღოლს სა­ჭეს­თან ჯდო­მის ნე­ბა­დარ­თუ­ლი დრო ეწუ­რე­ბო­და და ეში­ნო­და არ და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნათ. მას ცალ­კე პო­ლი­ცია შე­უქ­მ­ნი­და პრობ­ლე­მას და ცალ­კე პროფ­კავ­ში­რე­ბი გა­ა­ტა­რებ­დ­ნენ პრეს­ში.

lika andiashvili