საქართველოში დაბადებული ამერიკელი არტისტი
26 დეკემბერი, 2014
6832
print

მზე­ხა მა­ხა­რა­ძე

 "ამ გა­მო­ფე­ნას და­ეს­წ­რო ყვე­ლა­ზე დი­დი აუდი­ტო­რია, რაც კი მახ­სენ­დე­ბა ბო­ლო 30 წლის მან­ძილ­ზე, პორ­ტ­რე­ტე­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტის ინ­ს­ტა­ლა­ცი­ის გახ­ს­ნი­სას." - Amy Henderson, ვა­შინ­გ­ტო­ნის პორ­ტ­რე­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­კო­სი.

"რო­ცა და­ვით და­თუ­ნას მსგავ­სი წარ­მო­სახ­ვის და გა­ქა­ნე­ბის მქო­ნე არ­ტისტს მის­ცემ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ას და Google Glass-ის მსგავს მოწყო­ბი­ლო­ბას გახ­დი სა­ხალ­ხოს, - მოვ­ლე­ნა­თა სა­ო­ცა­რი გან­ვი­თა­რე­ბის მომ­ს­წ­რე­ნი ვხდე­ბით. სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა: გა­მო­ხატ­ვის ახა­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, რომ­ლე­ბიც აკავ­ში­რე­ბენ ის­ტო­რი­ას, ბი­ოგ­რა­ფი­ას და მხატ­ვ­რო­ბას. და­ვი­თი თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დ­ვი­ლი პი­ო­ნე­რია." - Nik Apostolides, ვა­შინ­გ­ტო­ნის პორ­ტ­რე­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი.

"და­ვით და­თუ­ნა იკ­ვ­ლევს და აკე­თებს აღ­მო­ჩე­ნებს თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­თუ­ნა იდე­ა­ლუ­რი ინო­ვა­ტო­რი არ­ტის­ტია, რო­მე­ლიც Google Glass-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლურ, ინ­ს­პი­რა­ცი­ულ და ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სა­კა­მა­თო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ქმნის" - Shel Israel, წიგ­ნის "კონ­ტექ­ს­ტის ეპო­ქა" თა­ნა­ავ­ტო­რი რო­ბერტ სქობ­ლ­თან ერ­თად.

2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში, და­ვით და­თუ­ნას პერ­სო­ნა­ლურ ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე ვა­შინ­გ­ტონ­ში ეროვ­ნუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბის გა­ლე­რე­ას­თან დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის გრძე­ლი რი­გი იდ­გა, 5 სა­ა­თი­ა­ნი რი­გი... იდ­გ­ნენ და ელოდ­ნენ, "ამე­რი­კის პორ­ტ­რე­ტი" უნ­და ენა­ხათ სე­რი­ი­დან "მი­ლი­ო­ნე­ბის ხედ­ვა", რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ოპ­ტი­კურ ინ­ს­ტა­ლა­ცი­ებს დრო­შე­ბი­სა და პორ­ტ­რე­ტე­ბის იმი­ჯე­ბით. ეს David Datuna-ს ინო­ვა­ცი­უ­რი, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტია, რაც Google Glass-ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იქ­მ­ნა. ამ რის­კი­ან ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­საც ისე­ვე, რო­გორც David Datuna-ას წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლას, თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს... "ამე­რი­კის პორ­ტ­რე­ტი", რო­გორც მო­ნუ­მენ­ტუ­რი "ტი­ლო" "მი­ლი­ო­ნე­ბის ხედ­ვის" პირ­ვე­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი დრო­შაა 10 ნა­მუ­შე­ვარს შო­რის, რო­მე­ლიც გახ­და Google Glass-ის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ინ­ს­ტა­ლა­ცია. აქ ახა­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი "პა­ლიტ­რით" იკითხე­ბა ამე­რი­კის ის­ტო­რი­უ­ლი ქრო­ნი­კე­ბი, ავ­ტო­რი გად­მოს­ცემს ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის რო­გორც სტილს, სულს, დი­ნა­მი­კას, ასე­ვე ხა­სი­ათს, ენერ­გი­ას, მულ­ტი­კულ­ტუ­რულ ჰიბ­რიდს და იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ნო­ვა­ტო­რე­ბი­სა და არ­ტის­ტე­ბის პორ­ტ­რე­ტებ­სა თუ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფრაგ­მენ­ტებს, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს ეპო­ქა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა თუ ერის ევო­ლუ­ცი­ა­ში, - ჯორჯ ვა­შინ­გ­ტო­ნი, ჯონ კე­ნე­დი, მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი, ვინტ სერ­ფი, ნი­კო­ლას ტეს­ლა, სტივ ჯობ­სი, მა­იკლ ჯექ­სო­ნი, ლუ­სის ბო­ლი და... ლე­დი გა­გაც კი. ეს მო­ნუ­მენ­ტუ­რი დრო­შა ასო­ბით სათ­ვა­ლის ლინ­ზე­ბით არის და­ფა­რუ­ლი, ანუ ეს არის მოძ­რა­ო­ბის ილუ­ზია სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი წარ­სულ­ში გა­დაჰ­ყავს და მო­მავ­ლის­კე­ნაც უბიძ­გებს. ამი­ტო­მაც ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად და ჭკვი­ა­ნუ­რად არის შე­ფუ­თუ­ლი, დიდ­ხანს აჩე­რებს მა­ყუ­რე­ბელს... Google Glass-ით მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ დრო­შის წი­ნა­შე დგას, ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხვდე­ბა, მე­ტიც, ხდე­ბა ნა­მუ­შევ­რის ნა­წი­ლი, დრო­შა აუდი­ტო­რი­ას ეკონ­ტაქ­ტე­ბა, სათ­ვა­ლის ეკ­რან­ზე იძ­ლე­ვა კითხ­ვებს და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ყუ­რე­ბელს ამ არტ-ნი­მუშ­თან ერ­თ­გ­ვა­რი დი­ა­ლო­გი შე­უძ­ლია.

"ამე­რი­კის პორ­ტ­რე­ტის", რო­გორც ინო­ვა­ცი­უ­რი ოპ­ტი­კუ­რი ინ­ს­ტა­ლა­ცი­ის სა­დე­ბი­უ­ტო ჩვე­ნე­ბა ფლო­რი­და­ში Miami Beach-ზე, The New World Symphony-ზე SIME MIA-ს კონ­ცე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას შედ­გა, მე­რე Miami Basel Week-ზე, ამის შემ­დეგ კი ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ნიუ-იორ­კ­ში, Lincoln Center for the Performing Arts-ზე გა­მო­ი­ფი­ნა... ყვე­ლამ, ვინც ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ნა­ხა, იცის, რომ David Datuna არის ის არ­ტის­ტი, რო­მელ­მაც Google Glass-ს თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­ტექსტს და­უ­კავ­ში­რა. არტ-კუ­რა­ტო­რე­ბი, დი­ლე­რე­ბი ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან მის ოპ­ტი­კურ ინ­ს­ტა­ლა­ცი­ებს და თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ David Datuna აზ­როვ­ნებს არას­ტან­დარ­ტუ­ლად, აქვს სა­კუთ­რი მიდ­გო­მა ნა­მუ­შევ­რის მი­მართ და მი­სი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი და ფორ­მაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა...

"მი­ლი­ო­ნე­ბის ხედ­ვის" სე­რი­ამ არა­მარ­ტო NY-ის პრეს­ტი­ჟულ გა­ლე­რე­ებ­ში იმოგ­ზა­უ­რა, მე­რე ცნო­ბი­ლი კო­ლექ­ცი­ონ­რე­ბის არ­ქი­ვებ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა და მა­ინც, ასე­თი კონ­ცეფ­ცია სა­რის­კო იყო წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ და­ვით და­თუ­ნა თა­მა­მი არ­ტის­ტია, პირ­და­პირ ავ­ლენს თა­ვი­სუ­ფალ პი­როვ­ნულ პრინ­ცი­პებს... აინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა, უფ­რო მე­ტად რის­კი იზი­დავს, წარ­მა­ტე­ბა იმა­ზე დი­დი მო­ვი­და, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა. მის ნა­მუ­შევ­რებს ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ, შე­სა­ბა­მი­სად კი მე­დია მხატ­ვა­რი ბევ­რი გა­ლე­რე­ის­თ­ვის ხდე­ბა სა­სურ­ვე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტი, სთა­ვა­ზო­ბენ ექ­ს­კ­ლუ­ზი­ურ კონ­ტ­რაქ­ტებს, იწ­ვე­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, - Art Miami, Scope, Los Angeles Art Show, Art Southampton, Art Hamptons, Houston Fine Art Fair, Texas Contemporary , Art Palm Besch, Art Moscow...

David Datuna, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რ­ცე­ებ­ში ამ ბრენ­დით გა­იც­ნო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი არ­ტის­ტია და NYC-ში ცხოვ­რობს. Business Insider-მა და­ვით და­თუ­ნა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად და ძვი­რადღი­რე­ბულ არ­ტის­ტებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. 2011 წელს მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პორ­ტ­რე­ტი "პუ­ტი­ნი - მი­ნა ლი­ზა" ანო­ნი­მურ ბიზ­ნეს­მენ­ზე 260 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, SCOPE Miami Art Show-ზე "სტივ ჯობ­სი/აინ რენ­დის" პორ­ტ­რე­ტი 210 ათას დო­ლა­რად, ნა­ტა­ლია ვა­დი­ა­ნო­ვა პორ­ტ­რე­ტი "სიყ­ვა­რუ­ლი" - 790 ათას დო­ლა­რად, ინ­ს­ტა­ლა­ცია "ქა­ო­ტუ­რი წარ­სუ­ლი" - 100 ათას დო­ლარ­ზე მე­ტად... და­ვით და­თუ­ნას ოპ­ტი­კუ­რი ინ­ს­ტა­ლა­ცი­ე­ბი­დან დრო­შე­ბის სე­რი­ის გარ­და ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი, სკან­და­ლუ­რიც და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბია მა­ინც "პუ­ტი­ნი - მი­ნა ლი­ზა", "პუ­ტი­ნი vs მე­ფე ნი­კო­ლოზ II - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრა­ხი", "სტივ ჯობ­სი/აინ რენ­დი", "მერ­ლი­ნი - სა­შა გრეი", "ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი: მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა"...

- სა­ქარ­­ვე­ლოს დრო­შა, სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­ქარ­­ვე­ლო - მი­ლი­ონ­თა იმე­დი" ორი ათა­სი ოპ­ტი­კუ­რი ლინ­ზით არის და­ფა­რუ­ლი, 400 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, მო­ნუ­მენ­ტუ­რი ოპ­ტი­კუ­რი ინ­­ტა­ლა­ციაა და თქვე­ნი სა­ჩუ­ქა­რია ქარ­­ვე­ლი ხალ­ხი­სად­მი. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­საც არა მარ­ტო სა­ხელ­­წი­ფო სიმ­ბო­ლი­კად აღიქ­ვამთ, რა­ტომ გახ­და თქვენ­­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბის იდენ­ტუ­რი? დრო­შე­ბის სე­რი­­დან გახ­მა­­რე­ბუ­ლია ამე­რი­კის, რუ­სე­თის, უკ­რა­­ნის, ის­რა­­ლის დრო­შე­ბი. რო­გორ იკითხე­ბა ის მე­სი­ჯე­ბი, რო­მელ­საც ამ ნა­მუ­შევ­რებ­ში დებთ, არის ეს პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ტი?

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შა, ანუ "სა­ქარ­თ­ვე­ლო - მი­ლი­ონ­თა იმე­დი" ჩემ­თ­ვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი. ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რია ყო­ველ­თ­ვის არის ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თ­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სუ­ლი ისე­თი მყა­რია ქარ­თ­ვე­ლი ერის ხა­სი­ათ­სა და ცხოვ­რე­ბა­ში, რომ... ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ში­ნა­გა­ად აქვთ ისე­თი ძლი­ე­რი ღერ­ძი, რო­მე­ლიც არას­დ­როს იმ­ტ­ვ­რე­ვა. ყვე­ლა ერს არა აქვს ასე­თი გა­უ­ტე­ხე­ლი სუ­ლი­ე­რი საყ­რ­დე­ნი, რო­გო­რიც თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. რა თქმა უნ­და, ამ ნა­მუ­შე­ვარ­ში ჩავ­დე ის­ტო­რი­უ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კი­დან, რე­ლი­გი­ი­დან, კულ­ტუ­რი­დან... ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არის რო­გორც ქარ­თულ, ისე ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, ომის თე­მა­ზეც ყვე­ლა­ფე­რია, - აფხა­ზე­თის, ოსე­თის, 2008 წლის აგის­ტოს ომი... სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შა ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უყუ­რებ ნა­მუ­შე­ვარს, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა წა­ი­კითხო მას­ში რა ინ­ფორ­მა­ცია დევს. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ისე­თი ეფექ­ტი აქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტრი­ა­ლებს და მოძ­რა­ობს. ამით მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში არის სი­ცოცხ­ლე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, დი­დი სურ­ვი­ლი და ენერ­გია...

- მოგ­წონთ სა­ქარ­­ვე­ლოს დრო­შა ვი­ზუ­­ლუ­რად?

- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან! ხე­ლოვ­ნე­ბის კუთხით თუ შევ­ხე­დავთ, ამ დრო­შას აქვს სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცია, მე­ტიც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად აღ­ვიქ­ვამ. დრო­შებს, რო­მელ­საც ვა­კე­თებ, აქვთ თა­ვი­სი მე­სი­ჯი, ენერ­გია, კონ­ტექ­ს­ტი და ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ხალ­ხის ის­ტო­რი­ა­ზე, - მათ წარ­სულ­სა და მო­მა­ვალ­ზე, ისე, რო­გორც მე ვგრძნობ და ვხე­დავ ჩე­მი კონ­ცეფ­ცი­ით.

რუ­სუ­ლი დრო­შის 17 ვერ­სია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2013 წელს მოს­კოვ­ში წი­თელ მო­ე­დან­თან ახ­ლოს გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მო­ვი­ტა­ნე. ამ გა­მო­ფე­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა იყო "თვა­ლი თვალ­ში"/Eye to Eye. დრო­შე­ბი ში­ნა­ა­სობ­რი­ვად რუ­სე­თის 100 წლი­ან ის­ტო­რი­ას შე­ე­ხე­ბო­და, რა თქმა უნ­და იყო სსრკ-ს დრო­შა, რო­მე­ლიც დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი ფორ­მით გა­ვა­კე­თე, იყო რუ­სე­თის თეთ­რი გვარ­დი­ის დრო­შა, რო­დე­საც რე­ვო­ლუ­ცია და­იწყო... რო­ცა ამ რუ­სე­თის დრო­შის წინ დგა­ხარ, უყუ­რებ და აღიქ­ვამ ისე, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან იღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გრძნობ ეპო­ქებს... ამ გა­მო­ფე­ნა­ზე სი­ურ­პ­რი­ზად გა­მო­ვი­ტა­ნე პუ­ტი­ნი­სა და რუ­სე­თის უკა­ნას­კ­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის ნი­კო­ლოზ II-ის პორ­ტ­რე­ტე­ბი, რო­მელ­საც და­ვარ­ქ­ვი "პუ­ტი­ნი და მე­ფე ნი­კო­ლოზ II - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრა­ხი".

- ამ პერ­სო­ნა­ლუ­რი ექ­­პო­ზი­ცი­ის მე­რე მოხ­­დით შავ სი­­ში და რუ­სე­თის­­ვის პერ­სო­ნა ნონ­­რა­ტად გა­მოცხად­დით მი­­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი პორ­­რე­ტი "პუ­ტი­ნი - მი­ნა ლი­ზა" რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის კო­ლექ­ცი­­შია. რა შუ­­შია ჯო­კონ­და და პუ­ტი­ნი?

- პორ­ტ­რე­ტი "პუ­ტი­ნი მო­ნა ლი­ზა" ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, იმ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი რუ­სეთ­ში სულ გა­ი­ყი­და, არა­და ესეც ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, მაგ­რამ ვერ ამო­იც­ნეს მი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კონ­ცეფ­ცია და შე­მომ­თა­ვა­ზეს მოს­კოვ­ში გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბა. მე ვუთხა­რი: - გა­მო­ფე­ნა გა­ვა­კე­თოთ წი­თელ მო­ე­დან­თან, ლე­ნი­ნის მავ­ზო­ლე­უ­მის მო­პირ­და­პი­რედ გა­ლე­რე­ა­ში მა­შინ, რო­დე­საც არის რო­მა­ნო­ვის 400 წლის იუბი­ლე. შევ­თან­ხ­მ­დით. რო­დე­საც კუ­რა­ტორს ექ­ს­პო­ზი­ცი­ის კონ­ცეფ­ცია წი­ნას­წარ მი­ვე­ცი, არ მით­ქ­ვამს, რომ "პუ­ტი­ნი და ნი­კო­ლოზ II - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრახს" გა­მო­ვი­ტან­დი. ეს სი­ურ­პ­რი­ზად შე­მო­ვუ­ნა­ხე და... გა­გიჟ­დ­ნენ! რო­გორც ჩვენ არ ვი­ცით ვინ არის მო­ნა ლი­ზა, - კარ­გია, ცუ­დია, ისე­თი­ვეა ჩე­მი მე­სი­ჯი, - ვინ არის პუ­ტი­ნი? - თქვენ გგო­ნი­ათ, კარ­გია, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ვინ არის, არა­ვინ არ იცო­და მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფე­რი ჯერ სტა­ბი­ლუ­რად, მშვი­დად და ნორ­მა­ლუ­რად იყო და­ლა­გე­ბუ­ლი, - ამე­რი­კაც კარ­გად იყო რუ­სეთ­თან, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში კარ­გად და ასეც გა­მო­ვი­და.

ტო­ტა­ლი­ტა­რულ ქვე­ყა­ნას დი­დი მო­მა­ვა­ლი არას­დ­როს აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, პუ­ტინ­თან ერ­თად რუს ხალხს არა აქვს მო­მა­ვა­ლი. დღეს ვუს­მენ­დით რუ­სულ მუ­სი­კას, - ვი­სოც­კის, ცო­ის, ვკითხუ­ლობ ესე­ნინს, პუშ­კინს, ტოლ­ს­ტო­ის, დოს­ტო­ევ­ს­კის... და ვფიქ­რობ, რომ ამ ერს ასე­თი გე­ნი­ო­სე­ბი რომ ჰყავ­და, ეს ერი თა­ვად "შე­ჭამს" პუ­ტინს იმი­ტომ კი არა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის, უკ­რა­ი­ნის­თ­ვის, ან მსოფ­ლი­ოს­თ­ვის აკე­თებს ცუდს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის რუ­სი ხალ­ხის მო­მა­ვა­ლის­თ­ვის აკე­თებს ცუდს. რუს ხალხს არა აქვს ჯან­სა­ღი ოც­ნე­ბა და მი­ზა­ნი, - ისი­ნი მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ, - მან­ქა­ნებ­ზე, ბრი­ლი­ან­ტებ­ზე... და არა ისეთ სუ­ლი­ერ მა­ტე­რი­ებ­ზე, რაც ში­ნა­გა­ნად გა­აძ­ლი­ე­რებთ. ახ­ლა მთე­ლი მსოფ­ლიო პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დე­გია იმი­ტომ, რომ ყვე­ლა დარ­წ­მუნ­და, პუ­ტი­ნი არის ჰიტ­ლერ­ზე ას­ჯერ უფ­რო ცუ­დი. 100 პრო­ცენ­ტი ფა­შის­ტია. "პუ­ტი­ნი - მო­ნა ლი­ზა" იყო ირო­ნია, მაგ­რამ ჩე­მი გა­მო­ფე­ნა იყო ზუს­ტად ისე­თი, რო­გორ­საც რუ­სეთს ვხე­დავ მთლი­ა­ნად.

ამ გა­მო­ფე­ნა­ზე ყვე­ლა იყო მო­სუ­ლი მი­სი გა­რე­მოც­ვი­დან და დარ­ბა­ზი­დან ყვე­ლა გა­გი­ჟე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, შოკ­ში იყ­ვ­ნენ... მე ვე­ლო­დე­ბო­დი ასეთ რე­აქ­ცი­ას, ასე­თი სი­ურ­პ­რი­ზი გა­ვა­კე­თე სპე­ცი­ა­ლუ­რად. მოს­კოვ­ში არ ჩავ­დი­ვარ. ის ხალ­ხი, ვინც ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ყი­დუ­ლობ­და, აღარ ყი­დუ­ლობს იმი­ტომ, რომ რუ­სეთ­ში ფულს ვინ აკე­თებს? - ვინც მუ­შა­ობს პუ­ტინ­თან, რო­მელ­მაც თქვა: - მორ­ჩა, ეს მხატ­ვა­რი არ გვინ­და და მი­სი სიტყ­ვე­ბი მათ­თ­ვის კა­ნო­ნია.

ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი არის პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ტი, მაგ­რამ ყვე­ლა - არა. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, სალ­ვა­დორ და­ლის, პი­კა­სოს, ან ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ნა­მუ­შევ­რებ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი მე­სი­ჯე­ბი იდო, არა?! ის­რა­ე­ლის დრო­შა სა­მი დრო­შის ინ­ს­ტა­ლა­ციაა, - შავ-თეთ­რი, ლურ­ჯ­სა და თეთ­რ­ში და თეთ­რი ფე­რის ვერ­სია, - ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის წინ ხალ­ხი იდ­გა და ტი­რო­და. შავ-თეთრ დრო­შა­ში არის ის­რა­ე­ლის პრობ­ლე­მე­ბი, ნამ­დ­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლი მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბი, რაც უნ­და ნა­ხო და არა­სო­დეს არ და­გა­ვიწყ­დეს იმი­ტომ, რომ მო­მა­ვალს ვე­რას­დ­როს ააშე­ნებ თუ და­ი­ვიწყებ წარ­სულს. შუ­ა­ში არის თეთ­რი დრო­შა, რო­მელ­საც არც ერ­თი ფო­ტო არა აქვს, ამი­ტომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მის წინ ხუ­ჭავს თვა­ლებს და შიგ­ნით მი­დის ამ აზ­რის ტრან­ს­ფორ­მა­ცია, რაც უნ­და მო­მა­ვალ­ში და­ი­ნა­ხოს.

უკ­რა­ი­ნის დრო­შის სა­მი ვერ­სია გა­ვა­კე­თე, - პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი გახ­და იუშ­ჩენ­კო, მი­ხა­რო­და რომ უკ­რა­ი­ნა წა­ვი­დო­და და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით და უკ­რა­ი­ნელ ხალხს გა­და­ვე­ცი სა­ჩუქ­რად. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტად მო­ვი­და იანუ­კო­ვი­ჩი, ეს ყა­ჩა­ღი, ისევ გა­ვა­კე­თე უკ­რა­ი­ნის დრო­შა, რო­მელ­შიც ჩავ­დე სა­მი გერ­ბი, - თქვენ სამ­თა­ვი­ა­ნი დრა­კო­ნი ხართ და მა­ლე არც ერ­თი თა­ვი აღარ გექ­ნე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში-მეთ­ქი. რო­გორც მითხ­რეს, იანუ­კო­ვიჩ­მა ეს დრო­შა და­ამ­ტ­ვ­რია, ჩა­ქუ­ჩით იყო დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ლინ­ზე­ბი. მე­სა­მე­დაც გა­ვა­კე­თე უკ­რა­ი­ნის დრო­შა, ამე­რი­კუ­ლი დრო­შის დი­ზა­ი­ნით, ყვი­თელ და ცის­ფე­რი ფე­რებ­ში, ამე­რი­კე­ლე­ბის მხრი­დან უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­ი­ის­თ­ვის მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად.

ფეხ­მ­ძი­მე ამე­რი­კის დრო­შა მა­ინც ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მა­შინ გა­ვა­კე­თე, რო­დე­საც ბა­რაკ ობა­მა მე­ო­რედ იყ­რი­და კენჭს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე. რის­კი იყო, შე­იძ­ლე­ბა არ გა­ე­მარ­ჯ­ვა. მე გა­ვა­კე­თე ობა­მას ნა­მუ­შე­ვა­რი აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის პა­ტა­რა პორ­ტ­რე­ტე­ბით და და­ვარ­ქ­ვი "ბი­უ­ლე­ტე­ნი", ამით ვთქვი: მე ჩემს ხმას ვაძ­ლევ ბა­რაკ ობა­მას. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მა­შინ­ვე გა­ი­ყი­და... პა­რა­ლე­ლუ­რად შევ­ქ­მე­ნი ფეხ­მ­ძი­მე ამე­რი­კის დრო­შა, ასე­თი კონ­ცეფ­ცი­ით ჯერ არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია, ასე იმი­ტომ ჩა­ვი­ფიქ­რე, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კა­ში იყო ასე­თი­ვე მო­ლო­დი­ნი, ზუს­ტად ასე­თი ენერ­გია, - ამე­რი­კა ელო­დე­ბო­და, არა­ვინ იცო­და ვინ იქ­ნე­ბო­და მი­სი მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი - დე­მოკ­რა­ტი თუ რეს­პუბ­ლი­კე­ლი.

- ბა­რაკ ობა­მამ ნა­ხა თა­ვი­სი პორ­­რე­ტი?

- ფო­ტო­ე­ბით ნა­ხა, მე შევ­ხ­ვ­დი მას ვა­შინ­გ­ტონ­ში, ჩემს გა­მო­ფე­ნა­ზე იყო მო­სუ­ლი მთე­ლი თეთ­რი სახ­ლი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, კონ­გ­რე­სი... მუ­ზე­უ­მი იხ­ს­ნე­ბო­და დი­ლის 11 სა­ათ­ზე, მაგ­რამ ხალ­ხი დი­ლის 8 სა­ა­თი­დან მო­დი­ო­და, რიგ­ში იდ­გა... მე­რე გა­რეთ სკა­მე­ბიც დად­გეს, რომ ხალხს, რო­მე­ლიც 4-5-6 სა­ა­თი რიგ­ში იდ­გა, და­ეს­ვე­ნა. ვა­შინ­გ­ტო­ნის ეროვ­ნულ პორ­ტ­რე­ტე­ბის მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ამ მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნა რომ გა­მარ­თო, უნ­და იყო ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტი, 10-20 წლის გარ­დაც­ვ­ლი­ლი, თან და­ბა­დე­ბუ­ლი ამე­რი­კა­ში. ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს, - მე კი ვარ ცოცხა­ლი მხატ­ვა­რი, და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და... თვი­თონ მუ­ზე­უმ­მა გვთხო­ვა, რომ ეს ექ­ს­პო­ზი­ცია გა­მარ­თუ­ლი­ყო თან ლინ­კოლ­ნის დარ­ბაზ­ში, იმ ის­ტო­რი­ულ დარ­ბაზ­ში, სა­დაც აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია შედ­გა, სა­დაც ექ­ს­პო­ნი­რე­ბუ­ლი იყო ამე­რი­კის პირ­ვე­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცია... წარ­მოდ­გი­ნეთ, ზუს­ტად ეს დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე, მე და­მით­მეს, რაც ჩემ­თ­ვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი და და­ფა­სე­ბაა! ჩემ­თ­ვის, ამ მოვ­ლე­ნა­ზე მე­ტი ჩემს კა­რი­ე­რა­ში კი­დევ რა უნ­და მოხ­დეს, არ ვი­ცი... ამ გა­მო­ფე­ნა­ზე ბა­რაკ ობა­მა არ მო­სუ­ლა, Douglas Mcguire, თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რომ მო­ვი­და, დე­და­ჩემს უთხ­რა: - ამე­რი­კა ააშე­ნეს ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­გო­რიც თქვე­ნი შვი­ლია.

- რა სტილში მუშაობთ როგორც ვიზუალური არტისტი??

- ზო­გი არტ-კრი­ტი­კო­სი ამ­ბობს, რომ ნეო პო­პარ­ტია, ზო­გი - კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ პოპ არტს უწო­დებს...

- თქვე­ნი სა­ავ­ტო­რო ოპ­ტი­კუ­რი ინ­­ტა­ლა­ცი­­ბის სე­რი­­ბი გახ­და კო­მერ­ცი­­ლი?

რამ­დე­ნია ამ Art-პრო­ექ­ტებ­ში ბიზ­ნე­სი?

- ნუ­ლი, მაგ­რამ ბიზ­ნე­სის გა­რე­შე ჩე­მი პრო­ექ­ტე­ბი ასე­თი ხა­რის­ხის და მას­შ­ტა­ბის არ იქ­ნე­ბო­და. ამ საქ­მე­ში ჩემ­თან ერ­თად სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ობს 300 კა­ცი, - დი­რექ­ტო­რე­ბი, მე­ნე­ჯე­რე­ბი, არტ-დი­ლე­რე­ბი... მაგ­რამ რო­დე­საც ვა­კე­თებ ნა­მუ­შე­ვარს, ვფქი­რობ მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და კონ­ცეფ­ცი­ა­ზე... ახ­ლა ვა­კე­თებ კუ­ბის დრო­შას, ერთ თვე­ში ამა­ზე ილა­პა­რა­კებს მსოფ­ლიო, მაგ­რამ დაწყე­ბამ­დე ჩემ­მა ფი­ნან­სურ­მა დი­რექ­ტორ­მა მითხ­რა: - არ გა­ა­კე­თო, ფულს დავ­კარ­გავ­თო! მე ვუ­პა­სუ­ხე: - ეს შე­ნი საქ­მეა, შენ ხარ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი, მე ვფიქ­რობ მხო­ლოდ ჩემს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე-მეთ­ქი.

ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ზე შე­მეძ­ლო და­მე­წე­რა, რომ ვარ ამე­რი­კე­ლი არ­ტის­ტი, მაგ­რამ ვწერ ასე: ამე­რი­კე­ლი არ­ტის­ტი და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბა ჩემ­თ­ვის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. Born in Georgia ამ გან­მარ­ტე­ბამ 3-5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­მა­კარ­გ­ვი­ნა კა­რი­ე­რის და­საწყის­ში, მაგ­რამ მე ეს მა­ინც გა­ვა­კე­თე...

 მახ­სოვს, რო­გორ მივ­დი­ო­დი გა­ლე­რე­ებ­ში კუ­რა­ტო­რებ­თან, მიმ­ქონ­და ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის CD, მაგ­რამ ჯერ კა­რებ­ში არ ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი, რომ უკ­ვე ნა­გავ­ში აგ­დებ­დ­ნენ. აი, ეს არის რე­ა­ლო­ბა. რო­დე­საც ნიუ-იორ­კ­ში ჩა­ვე­დი ფუ­ლი არ მქონ­და, და­ვიწყე სამ­სა­ხუ­რი ოპ­ტი­კის მა­ღა­ზი­ა­ში, ვი­მუ­შა­ვე 4-5 წე­ლი და და­ვი­ნა­ხე, რომ ხალ­ხის­თ­ვის სათ­ვა­ლე არა­მარ­ტო აქ­სე­სუ­ა­რია, მივ­ხ­ვ­დი, რომ ოპ­ტი­კუ­რი ლინ­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თ­ვის სა­ავ­ტო­რო მე­დია გამ­ხ­და­რი­ყო, ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე ამ ტექ­ნი­კა­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რი და ასე გა­მო­მი­ვი­და.

ახ­ლა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­შიც ვი­ყა­ვი, მინ­და შე­ვარ­ჩიო ნი­ჭი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბი, ისი­ნი ცნო­ბილ კუ­რა­ტო­რებს და­ვა­კავ­ში­რო და გა­ვა­კე­თოთ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი. ახ­ლა კი­დევ ჩემს მე­გო­ბარ­თან მაქვს კონ­ტ­რაქ­ტი, ნა­თია კლდი­აშ­ვილ­თან, ამე­რი­კა­ში მომ­ყავს, რომ იქ გა­მო­ფე­ნა გა­ვა­კე­თოთ. ვმუ­შა­ობ ასე­ვე ძა­ლი­ან დიდ და მას­შ­ტა­ბურ პრო­ექ­ტ­ზე, ეს შე­ე­ხე­ბა რე­ლი­გი­ას, პრე­ზენ­ტა­ცია გვექ­ნე­ბა ამე­რი­კა­ში, მე­რე ევ­რო­პა­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ჩა­მო­ვი­ტანთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. მა­ნამ­დე კი შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ამ პრო­ექ­ტის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს დი­დი მუ­ზე­უ­მე­ბი, კუ­რა­ტო­რე­ბი, ბან­კე­ბი.

მზეხა მახარაძე