2014 წე­ლი გუნ­დუ­რი გა­მოდ­გა
26 დეკემბერი, 2014
5727
print

გი­გა გუ­რა­საშ­ვი­ლი

სპორ­ტულ ას­პა­რე­ზო­ბა­თა თვალ­საზ­რი­სით 2014 წე­ლი შე­დე­გი­ა­ნი გუნ­დე­ბის­თ­ვის გა­მოდ­გა. გა­ზაფხულ­ზე სოჭ­მა ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს უმას­პინ­ძ­ლა, ზაფხულ­ში კი ბრა­ზი­ლი­ამ სა­ფეხ­ბურ­თო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს მიგ­ვა­ჯაჭ­ვა. შუ­ა­ლე­დებ­ში და მე­რეც ევ­რო­პი­სა თუ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბიც იქ­ცევ­დ­ნენ ყუ­რადღე­ბას. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ სიტყ­ვას სა­ქარ­თ­ვე­ლოც ამ­ბობ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, აქ იმ სა­ხე­ო­ბებ­ზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი შე­დე­გე­ბით თუ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ქარ­თ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს.

-

XXII სო­ჭის ზამ­თ­რის ოლი­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სად­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი არა­კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო ერ­თ­ნი მი­სი ბო­ი­კო­ტი­რის მოთხოვ­ნით გა­მო­დი­ოდ­ნენ, მე­ო­რე­ნი კი მას­ში მონ­წი­ლე­ო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ.

ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩე­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა, მაგ­რამ იქ­ვე თა­მა­შე­ბი­სად­მი სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმით გა­მო­ხა­ტა, რომ სოჭ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია არ გამ­გ­ზავ­რე­ბუ­ლა სპორ­ტ­ს­მე­ნებს კი სამ­თო­მოთხი­ლა­მუ­რე­ებს იასონ აბ­რა­მაშ­ვილს, ალექ­სი ბე­ნი­ა­ი­ძეს, ნი­ნო წიკ­ლა­ურს და ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილს მათ მწვრთნე­ლებ­თან ერ­თად მის­ცა სრუ­ლი კარტ-ბლან­ში.

ერ­თა თა­სი­დან მსოფ­ლიო თას­ზე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა გა­ზაფხულ­ზე ერ­თა თა­სი მეშ­ვი­დედ მო­ი­გო, "ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის თა­სი" შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, იქ­ვე ჯფგუ­ფი­დან პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ვი­და და 2015 წლის ინ­გ­ლი­სის მსოფ­ლიო თას­ზე C ჯგუფ­ში მსოფ­ლი­ოს მოქ­მედ ჩემ­პი­ონ ახალ ზე­ლან­დი­ას­თან, არ­გენ­ტი­ნას­თან, ტონ­გას­თან და ნა­მი­ბი­ას­თან თა­მა­შის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. აქ ისიც სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა უმ­თავ­რეს ას­პა­რეზ­ზე ბურ­თა­ო­ბის უფ­ლე­ბა ზე­დი­ზედ მე­ოთხედ მო­ი­პო­ვეს.

მო­ჭი­და­ვე­ებ­მა მო­უკ­ლეს

ჭი­და­ო­ბა ეს ის სა­ხე­ო­ბაა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჩემ­პი­ო­ნო ყუ­ლა­ბა სხვა­დას­ხ­ვა სინ­ჯის მედ­ლე­ბით ივ­სე­ბა. ეგაა, თა­ვი­სუფ­ლებ­მა და კლა­სი­კო­სებ­მა ბო­ლო ხა­ნებ­ში პო­ზი­ცი­ე­ბი აშ­კა­რად დათ­მეს. თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ვან­ტა­ას (ფი­ნე­თი) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორი­ვე ნაკ­რე­ბის­თ­ვის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით. 16 შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან ერ­თი ოქ­როს და ორი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მო­პო­ვე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ჭი­დაო სკო­ლის ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დი­დი ვე­რა­ფე­რი შე­დე­გია.

აქაც, ისე­ვე რო­გორც ად­რე­ულ წლებ­ში, ტრა­დი­ცია არ დარ­ღ­ვე­უ­ლა და ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლე­ბის­გან გან­სახ­ვა­ვე­ბით უფ­რო თა­ვი­სუფ­ლებ­მა იყო­ჩა­ღეს, რომ­ლებ­მაც ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლის (57 კგ.) ოქ­როს და კონ­ს­ტან­ტი­ნე ხა­ბა­ლაშ­ვი­ლის (65 კგ.) ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბით და­ას­რუ­ლეს კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა.

აი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის გას­წ­ვ­რივ და ისიც არა­ო­ლიმ­პი­ურ 80 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი ბრინ­ჯაო კი ნაკ­რე­ბის დე­ბი­უ­ტანტ გი­ორ­გი ცი­რე­კი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბე­ბი მას­შ­ტა­ბე­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ცი­ლე­ბით რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ტაშ­კენ­ტის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლის (57 კგ.) მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი აღ­მოჩ­ნ­და.

ერ­თი სიტყ­ვით, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის რვა წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის 32 მედ­ლის კომ­პ­ლექ­ტი­დან მხო­ლოდ ერთს შევ­წ­ვ­დით, რაც ქარ­თუ­ლი სა­ჭი­დაო სკო­ლის­თ­ვის სა­ა­მა­ყო არა­ნა­ი­რად არ უნ­და იყოს, მით უმე­ტეს, რომ ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­მა ამა­ვე ას­პა­რეზ­ზე სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს - რვა წო­ნი­თი კა­ტე­გო­რია და არ­ცერ­თი მე­და­ლი.

ძი­­დო კვა­ლა­ვაც მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა

ძი­უ­დო­სა და რაგბს ერ­თ­მა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს, მაგ­რამ ქარ­თულ სპორ­ტ­ში მათ შო­რის რა­ღაც პა­რა­ლე­ლელ­ბის გავ­ლე­ბა მა­ინც შე­იძ­ლე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე რუ­სეთს ამარ­ცხებს. რუ­სე­თის ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბის­თ­ვი­საც გა­და­უ­ლა­ხავ ბა­რი­ე­რად იქ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო. სპორ­ტუ­ლი სე­ზო­ნის ბო­ლოს, რო­დე­საც წლის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის გა­მოვ­ლე­ნა­ზეა მსჯე­ლო­ბა, ხში­რად არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სწო­რედ მათ შო­რის გვი­წევს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ ბა­და­ლი არ ჰყავთ. ბო­ლო წლებ­ში კარ­გი ისაა, რომ ძო­ი­დო­ის­ტ­თა და მო­რაგ­ბე­თა გუნ­დე­ბის­თ­ვის ფე­ხის აბ­მას კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბიც სულ უფ­რო მე­ტად ლა­მო­ბენ, ამ სა­მე­ულს კი ახ­ლა წყალ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბიც და­ე­მა­ტა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზა!

და მა­ინც, ძი­უ­დო და რუ­სე­თი! ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თ­ველ და რუსს სპორ­ტ­ს­მენ­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა.

ასე იყო 2012 და 2013 წლის ევ­რო­პის გუნ­დურ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე და ასე­ვე გაგ­რ­ძელ­და მონ­პე­ლი­ეს წლე­ვან­დელ კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა­ზეც, რო­დე­საც ევ­რო­პის გუნ­დუ­რი პა­ექ­რო­ბის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რებ­მა რუ­სე­თი ზე­დი­ზედ მე­სა­მედ და­ა­მარ­ცხა და მთლი­ა­ნო­ბა­ში კონ­ტი­ნენ­ტის უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დის სა­ხე­ლი მეშ­ვი­დედ მო­ი­პო­ვა, პლუს ჩემ­პი­ო­ნო­ბაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი­სა (81 კგ.) და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის (90 კგ.) წყა­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰიმ­ნ­მა ევ­რო­პის პი­რა­დი პირ­ვე­ლო­ბა­ზეც გა­იჟ­ღე­რა. ჩემ­პი­ო­ნო­ბა­დე თი­თო ნა­ბი­ჯი და­აკ­ლ­დათ ამი­რან პა­პი­ნაშ­ვილ­სა (60 კგ.) და მძი­მე­წო­ნო­სან ადამ ოქ­რუ­აშ­ვილს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რებს უმ­თავ­რე­სი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა ჩე­ლი­ა­ბინ­ს­კის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­უ­წია.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ასე სა­გან­გე­ბოდ გახ­სე­ნე­ბის სა­ბა­ბი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­მა მოგ­ვ­ცა, რო­მელ­მაც კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხუ­რამ­დე გა­იკ­ვა­ლა გზა, ოღონდ მო­ნა­გა­რი ამით არ ამო­წუ­რუ­ლა. ბრინ­ჯა­ოს მედ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ამი­რან პა­პი­ნაშ­ვილ­მა (60 კგ.) და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მაც (90 კგ.) შე­ი­ტა­ნეს.

ირაკ­ლი უზ­ნა­ძის გუნდს შარ­შან რი­ო­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გუნ­დუ­რი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბაც ჰქონ­და და­სა­ცა­ვი, მაგ­რამ ტი­ტუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო. უმ­თავ­რე­სი გუნ­დის­თ­ვის გა­და­უ­ლა­ხავ ბა­რი­ე­რად მსოფ­ლი­ოს ოთხ­გ­ზის ჩემ­პი­ონ იაპო­ნი­ას­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ცა - 1:4.

ძი­უ­დოს ფუ­ძემ­დებ­ლებ­თან წა­გე­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის ბრა­ზი­ლი­ას და­ა­პი­რის­პი­რა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე აღ­მოჩ­ნ­და.

მე­სა­მედ ევ­რო­ბას­კეტ­ზე

გვერდს ვერ ავუვ­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებს, რო­მელ­მაც ევ­რო­ბას­კეტ-2015-ის შე­სარ­ჩე­ვის E ჯგუფ­ში ჩე­ხეთს, უნ­გ­რეთს და პორ­ტუ­გა­ლი­ას პირ­ვე­ლი ად­გი­ლი არ და­უთ­მო და ზე­დი­ზედ მე­სა­მედ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს აქამ­დე არას­დ­როს და­უ­კა­ვე­ბია ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. 2010 და 2012 წლებ­ში მე­ო­რე­ზე გა­ვი­და, მაგ­რამ ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

ამა­სო­ბა­ში გა­მოვ­ლინ­დ­ნენ მე­ტო­ქე­ე­ბიც. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხორ­ვა­ტი­ას­თან, სლო­ვე­ნი­ას­თან, სა­ბერ­ძ­ნეთ­თან, მა­კე­დო­ნი­ას­თან და ჰო­ლან­დი­ას­თან ერ­თად C ჯგუფ­ში მო­უ­წევს ფლეი ოფის საგ­ზუ­რის­თ­ვის ბრძო­ლა.

აქ­ვე დავ­ძენთ, რომ პირ­ვე­ლად, ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, უფ­რო სწო­რად მი­სი ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად ოთხ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­მარ­თე­ბა, ფი­ნა­ლურს კი საფ­რან­გე­თი უმას­პინ­ძ­ლებს.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ზე­მოთ­ჩა­ოთ­ვ­ლილ გუნ­დებ­თან ერ­თად ხორ­ვა­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ ზაგ­რებ­ში იას­პა­რე­ზებს.

მსოფ­ლი­ომ ბრა­ზი­ლი­­ში იზე­­მა

ბრა­ზი­ლია მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნა გახ­და მექ­სი­კის, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის შემ­დეგ, რო­მელ­მაც მე­ო­რედ გა­უ­ღო კა­რი მსოფ­ლიო თასს, იქამ­დე კი პირ­ვე­ლად 1950 წელს უმას­პინ­ძ­ლა. ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1978 წლის შემ­დეგ სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კულ ქვე­ყა­ნას მუნ­დი­ა­ლის­თ­ვის არ ემას­პინ­ძ­ლა.

სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ ბრაზ­ლი­ა­ში იას­პა­რე­ზა ყვე­ლა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა გუნ­დ­მა,

ასე­თი კი რვაა: მას­პინ­ძე­ლი ბრა­ზი­ლია, ურუგ­ვაი, იტა­ლია, გერ­მა­ნია, ინ­გ­ლი­სი, არ­გენ­ტი­ნა, საფ­რან­გე­თი და ეს­პა­ნე­თი. აქე­დან ეს­პა­ნე­თი მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი და ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ფა­ვო­რი­ტი იყო, მაგ­რამ "ფუ­რია რო­ხამ", ისე­ვე რო­გორც იტა­ლი­ამ და ინ­გ­ლის­მა, ბევ­რის­თ­ვის გა­საკ­ვირ­ვად ჯგუ­ფურ ეტა­პიც კი ვერ გა­და­ლა­ხა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ მას­პინ­ძელ ბრა­ზი­ლი­ა­ზე, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გერ­მა­ნი­ამ არა­სა­ფეხ­ბურ­თო ან­გა­რი­შით - 7:1 გა­მო­თი­შა მუნ­დი­ალს.

მას­პინ­ძ­ლებს ერ­თ­გ­ვა­რი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბის­თ­ვის ჰო­ლან­დი­ას­თან მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის ბრძო­ლის შან­სი მი­ე­ცათ, მაგ­რამ "პენ­ტა­კამ­პე­ო­ნე" აქაც უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და 0:3!

ფი­ნალ­ში სამ­ხ­რე­თელ­თა ღირ­სე­ბის დაც­ვა არ­გენ­ტი­ნას მო­უ­წია, მაგ­რამ აქაც წა­ი­ფორ­ხი­ლეს.

გერ­მა­ნია გახ­და პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­მაც სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კულ მსოფ­ლიო თას­ზე არ­გენ­ტი­ნის და­მარ­ცხე­ბით (1:0) ჩემ­პი­ო­ნო­ბა იზე­ი­მა.

სა­ქარ­­ვე­ლო თა­მაშ­გა­რე­შია

და რა­კი ფეხ­ბურ­თიც გა­ვიხ­სე­ნეთ, ისიც ვთქვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ირ­ლან­დი­ას­თან 1:2 წა­გე­ბით გახ­ს­ნა, რა­საც შემ­დეგ შოტ­ლან­დი­ას­თან 0:1 წა­გე­ბაც მოჰ­ყ­ვა. ბრი­ტა­ნე­ლებ­თან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მე­რე სა­ფეხ­ბურ­თო სა­ზო­მე­ბით არაფ­რის­მ­თ­ქ­მელ გიბ­რალ­ტა­რის ნაკ­რებ­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბას (3:0) გა­მოკ­რეს ხე­ლი, მაგ­რამ მა­ლე­ვე შინ პო­ლო­ნეთ­თან 0:4 წა­გე­ბით ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლის შან­სი და­კარ­გეს.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა 2014 წე­ლი მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ცუ­დი 126-ე სა­ფე­ხუ­რი­დან 125-ზე დაქ­ვე­ი­თე­ბით და­ას­რუ­ლა, თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ კი - ნაკ­რებ­ში მუ­შა­ო­ბა.

giga gurasashvili