პატარა წიქებით
26 დეკემბერი, 2014
5136
print

ჯე­იმს ბონ­დის საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი

2012 წელს ბონ­დი­ა­ნას მო­რი­გი ფილ­მი გა­მო­ვი­და, სა­დაც მთა­ვარ როლს დე­ნი­ელ კრე­ი­გი ას­რუ­ლებ­და. თუმ­ცა ბონ­დის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი დარ­ჩ­ნენ, რო­ცა იხი­ლეს რო­გორ მი­ირ­თ­მევ­და მა­თი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი Heineken-ს: ნუ­თუ ბონ­დის­ნა­ი­რი დახ­ვე­წი­ლი ჯა­შუ­ში ისეთ უბ­რა­ლო სას­მელს უნ­და სვამ­დეს, რო­გო­რიც ლუ­დია?

ჯა­შუ­შუ­რი სა­გის 24-ე ფილ­მი, რო­მელ­საც "სპექ­ტ­რი" ერ­ქ­მე­ვა, ეკ­რა­ნებ­ზე 2015 წელს გა­მო­ვა. ამ­ჯე­რად, ბონ­დის ეს­თე­ტი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­სა­ხა­რად, ჯა­შუ­შის საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი კვლავ არ­ყი­სა და მშრა­ლი მარ­ტი­ნის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი კოქ­ტე­ი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც "უნ­და შე­ან­ჯღიო, მაგ­რამ არ შე­უ­რიო". იმის გა­მო, რომ ეს კოქ­ტე­ი­ლი ბონ­დი­ა­ნა­ში კვლავ ბრუნ­დე­ბა, ფილ­მის შემ­ქ­მ­ნე­ლებ­მა ელი­ტუ­რი არ­ყის - Belvedere-ს - მწარ­მო­ებ­ლებ­თან რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­ა­ფორ­მეს. მომ­დევ­ნო ფილ­მ­ში სწო­რედ ამ არ­ყით გა­ზა­ვე­ბულ მარ­ტი­ნის და­ა­გე­მოვ­ნებს ბონ­დი.

ცხა­დია, კონ­ტ­რაქ­ტის დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თ­ვის უც­ნო­ბია. თუმ­ცა ის კი ვი­ცით, რომ "სპექ­ტ­რ­ში" Belvedere-ის გარ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რი ბრენ­დის Product Placement-ს იხი­ლავს, ანუ ფილ­მ­ში სხვა­დას­ხ­ვა ბრენ­დი იქ­ნე­ბა გა­რეკ­ლა­მე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლი ფილ­მი, სა­დაც ბონ­დ­მა ანუ შონ კო­ნე­რიმ ლი­მო­ნის კა­ნით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კოქ­ტე­ი­ლი შე­უკ­ვე­თა, 1964 წელს გა­მო­სუ­ლი ფილ­მი "გოლ­დ­ფინ­გე­რი" იყო. ბრი­ტა­ნელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა გულ­დას­მით შე­ის­წავ­ლეს აგენტ 007-ზე შექ­მ­ნი­ლი ყვე­ლა წიგ­ნი და და­ას­კ­ვ­ნეს, რომ ბონ­დი ზო­მა­ზე მეტს სვამ­და. მა­თი დას­კ­ვ­ნით, ბონდს რე­ა­ლო­ბა­ში მარ­თ­ლაც ამ­დე­ნი ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი რომ და­ე­ლია, სუ­ლაც ვერ იქ­ნე­ბო­და სუ­პე­რა­გენ­ტი - დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კო­ჰო­ლი მის სა­ხი­ფა­თო სამ­სა­ხურს სუ­ლაც არ წა­ად­გე­ბო­და.

ფა­შის­ტე­ბის­­რო­ინ­დე­ლი ორი ბოთ­ლი ღვი­ნო

პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ სვი­ნო­უ­ის­ცეს­თან ახ­ლოს, ორ­მა მკვლე­ვარ­მა მე­სა­მე რა­ი­ხის­დ­რო­ინ­დელ ბუნ­კერ­ში შე­აღ­წია. მკვლე­ვა­რე­ბი ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ უკ­ვე 70 წე­ლია ამ დე­რე­ფან­ში ადა­მი­ანს ფე­ხი არ და­უდ­გამს. მათ მი­ერ ნა­პოვნ ნა­ხევ­რად­დამ­პალ ყუ­თებ­ში, საბ­რ­ძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გარ­და, ბორ­დო­უ­ლი ღვი­ნის ორი ბოთ­ლიც აღ­მოჩ­ნ­და: 1938 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო Chateaux Grand Barrail Lamarzelle და 1939 წლის თეთ­რი Chateau Latour-Martillac. მარ­თა­ლია, ღვი­ნის შე­სა­ნა­ხად მი­წის ქვეშ იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია ხოლ­მე, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სას­მე­ლი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლიც კი იყოს. ღვი­ნო და­სა­ლე­ვად უვარ­გი­სიც რომ გა­მოდ­გეს, იტო­რი­კო­სე­ბი­სა და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის უდი­დეს ყუ­რადღე­ბას მა­ინც მი­იპყ­რობს.

ღვი­ნის უც­ნა­­რი დე­კან­ტე­რი

შვე­დურ­მა მი­ნის სა­ამ­ქ­რო Skruf-მა ფრი­ად უც­ნა­უ­რი ფორ­მის ჭურ­ჭე­ლი გა­მო­უშ­ვა და მას Rainman და­არ­ქ­ვა. მი­ნის დე­კან­ტერს რვა ნახ­ვ­რე­ტი აქვს, ასე რომ, სას­მ­ლის დას­ხ­მი­სას შხა­პის ან სუ­ლაც წვი­მის ასო­ცი­ა­ცია იქ­მ­ნე­ბა. მი­სი შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რო­ცა ღვი­ნო ამ ჭურ­ჭ­ლი­დან ის­ხ­მე­ბა, ის ჟან­გ­ბა­დით უკეთ მდიდ­რ­დე­ბა. შვე­დი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი უც­ნა­უ­რი ჭურ­ჭე­ლი არც ისე იაფია - ის 125 დო­ლა­რი ღირს.

 ბო­კა­ლი, რომ­ლი­და­ნაც სას­მე­ლი არ გად­მო­იქ­ცე­ვა

Super Duper Studio -ს დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ბევ­რის ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ეს - მათ შექ­მ­ნეს ღვი­ნის ბო­კა­ლი, რომ­ლი­და­ნაც სას­მე­ლი არ გად­მო­იღ­ვ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, არც სუფ­რას დას­ვ­რის და არც სა­მოსს. ბო­კალს, რო­მელ­საც შემ­ქ­ნე­ლებ­მა Saturn Glasses და­არ­ქ­ვეს, მა­ღა­ლი ფე­ხის ნაც­ვ­ლად გა­ნი­ე­რი, მომ­რ­გ­ვა­ლე­ბუ­ლი სად­გა­მი აქვს. იმის გა­მო, რომ ბო­კალს შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი ყე­ლი აქვს და სად­გა­მის წყა­ლო­ბით ჭი­ქა მხო­ლოდ 45°-ზე იხ­რე­ბა, სას­მი­სი­დან სითხე არ იღ­ვ­რე­ბა. ბო­კალ­მა რომ და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლოს, შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბი გვირ­ჩე­ვენ, სას­მე­ლი მხო­ლოდ ერთ მე­ოთხედ­ზე ჩა­ვას­ხათ. ამ ბო­კალს კი­დევ ერ­თი სა­სარ­გებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს - ის შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ რო­გორც ერ­თი ულუ­ფა სას­მ­ლის სა­ზო­მი. Saturn Glasses-ის ერ­თი ბო­კა­ლი 52 დო­ლა­რი ღირს. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მის მა­ღალ ფასს ასე ამარ­თ­ლე­ბენ: გარ­და იმი­სა, რომ ბო­კა­ლი სა­ოც­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, ის სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის მი­ნი­სა­გან, თა­ნაც ხე­ლით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

 ეს­პა­ნურ­მა რეს­ტო­რან­მა მიშ­ლე­ნის ვარ­­­­ლავ­ზე უარი გა­ნაცხა­და

ეს­პა­ნე­თის სო­ფელ ფონ­ტა­ნარს დელ ალ­ფორ­ნის­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან Casa Julio-ს ხუ­თი წლის წინ მიშ­ლე­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი მი­ა­ნი­ჭეს. ცხა­დია, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი რეს­ტორ­ნის შეფ­მ­ზა­რე­უ­ლის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ­მა ტრა­დი­ცი­ულ­მა კერ­ძებ­მა და­იმ­სა­ხუ­რა. მაგ­რამ ამ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამ­ბის შემ­დეგ რეს­ტორ­ნის დაღ­მას­ვ­ლა და­იწყო. ნელ-ნე­ლა ხალ­ხ­მაც იკ­ლო და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სა­ვა­ლიც შემ­ცირ­და. თუმ­ცა ეს გა­საკ­ვი­რიც არ არის, რად­გან მიშ­ლე­ნის წი­თე­ლი მეგ­ზუ­რი რეს­ტორ­ნებს ავალ­დე­ბუ­ლებს, ულუ­ფე­ბი შე­ამ­ცი­რონ, ფა­სე­ბი კი გა­ზარ­დონ. იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა რეს­ტო­რა­ტორ­მა ხუ­ლიო ბი­ოს­კამ გზამ­კ­ვ­ლე­ვის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა, მი­სი რეს­ტო­რა­ნი სი­ი­დან ამო­ე­ღოთ. მაგ­რამ მათ თხოვ­ნა არ შე­ის­მი­ნეს და, პი­რი­ქით, 2014 წელს ის ხელ­მე­ო­რედ შე­ი­ტა­ნეს თა­ვი­ანთ გზამ­კ­ვ­ლევ­ში. ხუ­ლიო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, კი­დევ ერ­თხელ მი­ე­მარ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სათ­ვის. ამ­ჯე­რად, მან მი­ი­ღო და­პი­რე­ბა, რომ 2015 წლი­სათ­ვის მი­სი რეს­ტო­რა­ნი სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის აღარ და­სა­ხელ­დე­ბა.

ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა რეს­ტო­რა­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბით ამ­ბობს უარს იმ პა­ტივ­ზე, რა­საც მიშ­ლე­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი და "წი­თე­ლი მეგ­ზუ­რი" ჰქვია.

იუნეს­კომ იაპო­ნუ­რი სამ­ზა­რე­­ლო მსოფ­ლიო მემ­­ვიდ­რე­­ბის სი­­ში შე­­ტა­ნა

უკ­ვე მერ­ვე წე­ლია იაპო­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქი მსოფ­ლიო გას­ტ­რო­ნო­მი­ულ ცენ­ტ­რად სა­ხელ­დე­ბა - ტო­კი­ო­ში ხომ ყვე­ლა­ზე მე­ტი რეს­ტო­რა­ნია, რომ­ლებ­მაც მიშ­ლე­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი და­იმ­სა­ხუ­რეს. 2015 წლი­სათ­ვის მა­თი რიცხ­ვი 267-მდე გა­იზ­რ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი კი ტო­კი­ო­ში რეს­ტო­რან Usukifugu Yamadaya-ს მი­ა­ნი­ჭეს, სა­დაც შხა­მი­ა­ნი თევ­ზი­სა­გან - ფუ­გუ­სა­გან - ამ­ზა­დე­ბენ კერ­ძებს.

კრი­ტი­კო­სე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ იმას, რომ იაპო­ნუ­რი კერ­ძე­ბი ახა­ლი, ქორ­ფა პრო­დუქ­ტი­სა­გან მზად­დე­ბა, თა­ვად მზა­რე­უ­ლე­ბი კი და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­ნი არი­ან, პრო­დუქტს სი­ჯან­სა­ღე შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ. სწო­რედ ამის წყა­ლო­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი იაპო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო - ვა­შო­კუ - იუნეს­კოს მი­ერ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლად აღი­ა­რეს.

 ცხა­რე ლუ­დი

ორე­გო­ნუ­ლი კომ­პა­ნია Rogue Ales-ის მე­ლუ­დე­ებ­მა სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი ლუ­დი მო­ხარ­შეს. მათ პორ­ტერს - Sriracha Hot Stout Beer - სრი­რა­ჩას ცხა­რე სო­უ­სი აქვს და­მა­ტე­ბუ­ლი. სრი­რა­ჩა ტა­ი­ლან­დ­ში, ვი­ეტ­ნამ­სა და სხვა აზი­ურ ქვეყ­ნებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სო­უ­სია, რო­მე­ლის ძი­რი­თა­დი ინ­გ­რე­დი­ენ­ტი ტა­ი­ლან­დუ­რი წი­წა­კა ჩი­ლია. კომ­პა­ნია Rogue Ales-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ჩი­ლი­ა­ნი ლუ­დი ბევ­რის­თ­ვის უც­ნა­უ­რი სას­მე­ლია. თუმ­ცა გა­სულ წელს მათ ეს ლუ­დი ამე­რი­კულ ბა­რებ­ში საც­დე­ლად შე­ი­ტა­ნეს და ძა­ლი­ან მა­ლე ჰი­ტა­დაც იქ­ცა. "ყვე­ლა ადა­მი­ანს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა, თქვენ მი­ირ­თ­ვათ სა­ნე­ლებ­ლე­ბით შე­ზა­ვე­ბუ­ლი კერ­ძი და მოტ­კ­ბო გე­მო დაგ­რ­ჩეთ ან მი­ირ­თ­ვათ სრი­რა­ჩას სო­უ­სი­ა­ნი ლუ­დი და პი­რი სუ­ლაც არ და­გე­თუთ­ქოთ," - გან­მ­რ­ტავს კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­იკლ ჰი­გენ­სი. ცხა­რე პორ­ტე­რის შე­ძე­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ პორ­ტ­ლენ­დის პა­ბებ­ში ან კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. ერ­თი ბოთ­ლი ცხა­რე ლუ­დი სულ რა­ღაც 13 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

lika andiashvili